კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
დათიკო |
Feb 11 2008, 02:15 AM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მარიამი
ციტატა ასეთი კითხვები გამიჩნდა: ანგელოზი დაეცა, რადგან მას ჰქონდა თავისუფალი ნება და მიიდრიკა ბოროტისკენ თავისი ნებით და არა ეშმაკის შთაგონებით (რომელიც მაშინ არ არსებობდა). აქვს თუ არა ანგელოზს ეს თავისუფალი ნება დღესაც? ანუ შეიძლება ანგელოზი დღესაც დაეცეს? რაღაც არა მგონია. ეს მგონი მაშინ მოხდა ერთხელ და აღარ განმეორდება. რაც შეეხება ადამიანს, ის თავიდანვე ეშმაკის შთაგონებით დაეცა და არა ეშმაკის ჩერევის გარეშე მხოლოდ თავისი ნებით... და მას შემდეგ ებრძვის ადამიანს ეშმაკი, რომელიც არც იძინებს, არც ისვენებს და არც იღლება. ანუ რა მაინტერესებს: რამდენად რეალურია (ალბათობის მხრივ), რომ ადამიანს ეშმაკის "წახმარება" არ დასჭირდეს დაცემისთვის? ანუ მე შემიძლია ვთქვა, რომ ცოდვაში ჩავვარდი, მაგრამ ეშმაკი არაფერ შუაშია, ეს ჩემით მოვახერხე-თქო? ის ბერიც, კვერცხს რომ ხარშავდა სანთელზე, ეშმაკის "დახმარების" გარეშე იყო გემოთმოყვარებაში თავისით? ცოტა რთული საკითხია და მე კარგად არ მესმის ანგელოზი არის მოაზროვნე ბუნება, თვითუფლებრივი, განზრახულების მიხედვით ცვალებადი ანუ ნებითცვალებადი, რადგან ყოველივე ქმნილი ცვალებადიცაა, უცვლელი კი მხოლოდ შეუქმნელია. ამასთან, ყოველივე, რაც მოაზროვნეა, თვითუფლებრივია. ამიტომ, იგი, როგორც მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული. ანგელოზი არის მოაზროვნე ბუნება, თვითუფლებრივი, განზრახულების მიხედვით ცვალებადი ანუ ნებითცვალებადი, რადგან ყოველივე ქმნილი ცვალებადიცაა, უცვლელი კი მხოლოდ შეუქმნელია. ამასთან, ყოველივე, რაც მოაზროვნეა, თვითუფლებრივია. ამიტომ, იგი, როგორც მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული. წმ. იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა თავი მეჩვიდმეტე ანგელოზების შესახებ http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/17.htm რაც შეეხება კითხვას, შეუძლია თუ არა დაეცეს ანგელოზი დღესაც: როგორც წავიკითხეთ: იგი, თვითუფლებრივია, ანუ თავისუფალი ნება მასაც გააჩნია. და ის ქმნილია, შესაბამისად ცვალებადიც, აქვს უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. ანუ, მე როგორც მივხვდი ეს სიტყვები ზოგადად ყველა ანგელოზზე ვრცელდება, შესაამისად, ჩემი დასკვნით, მას შეუძლია ცოდვით დაეცეს. მარიამი კიდევ ერთი სასაცილო ანბავი გამახსენდა: აკადემიაში ერთი სტუდენტი არ სწავლობდა და ამის გამო მამა გიორგი (ზვიადაძემ) დაიბარა და მაგრა გაკიცხა. ეს ბიჭი ეუნება: მამაო, ეშმაკი არ მაძლევს საშუალებას ვიმეცადინოო. და ამის გაგონებაზე მამა გიორგიმ წამოიძახა: სადა სცალია შენთვის ეშმაკსო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი