სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული |
sergi_glaxa |
Feb 5 2008, 01:08 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მათეს სახარება მე-19 თავი 16. და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო (სახიერი - კეთილი, მოწყალე, სათნო - ჩვეულებრივ იხმარებოდა ღვთის ეპითეტად), რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება? 17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები. 18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, 19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. 20. უთხრა მას ჭაბუკმა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია? 21. უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე. 22. და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა, წავიდა დამწუხრებული, რადგან იყო დიდი ქონების მფლობელი. 23. ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში; 24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში. 100% სიმართლეა ეს ნათქვამი. რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ რაც მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, თუმცა ეს როდი გულისხმობს იმას, რომ ღარიბს 100% გარანტია აქვს სასუფეველში შესვლისა. აბა რას ფიქრობთ მორწმუნის სიმდიდრესთან დამოკიდებულებზე? |
guest |
Feb 11 2008, 07:56 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ჩემი აზრით, სიმდიდრე არ არის რათქმაუნდა ცოდვა, თან არავითარ შემთხვევაში კრიტერიუმად არ უნდა ჩაითვალოს. მაგრამ , ძირითადად ვინც მდიდარია, ისინი ივიწყებენ არქონით გამოწვეულ განსაცდელს, ივიწყებენ, თუ ოდესმე იცოდნენ, არმქონის გაჭირვებას, ყოველდღიურ ბრძოლას, რაღაცნაირად უმრავლესობა მათგანი თავს აღმატებულადაც თვლის, კადნიერდება და ამცირებს სხვას. მდიდრები ოჯახსაც ძირითადად ანგარებით ქმნიან, მე მგონი მათ უმცირდებათ მოყვასის სიყვარული, მათი გონება მიქცეულია სახვეჭელზე, დაგროვებულის გამრავლებაზე და უფრო აბციურები ხდებიან. ეს კი ყველა მდიდარს არ ეხება რათქმაუნდა, ძალიან ბევრია ქველმოქმედი მათ შორის, გლახაკთ მომკითხავნი, სათნონი, მაგრამ უმრავლესობა ასეთია. ისე, უცებ გამდიდრებული უფრო "ცუდ თვისებებს" ამჟღავნებს , ვიდრე ის, ვისაც თუნდაც წინაპრებისგან აქვს მიღებული ქონება,ისინი ხამები მაინც არ არიან,სხვა თუ არაფერი ("ახალი რუსების" მაგალითი).
პ.ს. კაიროს, შენ რომ გიწერია (#23 პოსტი მაგალითად), ის შენი ნათარგმნია? მაპატიეთ თემისგან გადახვევა, მაგრამ მერე ვერ გავაგებინებ კაიროსს რომელს ვგულისხმობ მოკლედ , იმის თქმა მინდა, რომ თუ შენი ნათარგმნია, მაშინ იმ დაგეგმილ თარგმანთა თემაში განთავსება არ დაგავიწყდეს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი