"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 11 2008, 01:02 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მეფე იყო ერთადერთი ერისკაცი, რომელსაც საკურთხეველში ზიარების უფლება ჰქონდა
მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) საქართველოს წმიდა პატრიარქმა თავის ქადაგებაში შეახსენა ქართველ ხალხს, რომ მსოფლიოში არსებული კონსტიტუციური მონარქიები წარმოადგენენ გარანტს თვიანთი ქვეყნებისა და სახელმწიფოების სტაბილურობისა და ხალხის კეთილდღეობისა. საქართველო, როგორც სახელმწიფო, თავდაპირველად ჩამოყალიბდა სამეფოს სახით. ჩვენი პირველი ერთიანი სახელმწიფოს სახელი იყო ქართლის სამეფო, და მოიცავდა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს. როგორც ცნობილია, ერთიანი საქართველოს პირველი მეფე იყო ფარნავაზი - არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, არამედ ქართული მწიგნობრობის ფუძემდებელი. ქართველი მემატიანე და ეპისკოპოსი ლეონტი მროველი ვრცლად მოგვითხრობს მის შესახებ; კერძოდ, როგორ იპოვა მან განძი, როგორ ამოუდგა გვერდით ეგრისის მმართველი ქუჯი, როგორ შექმნეს მათ ერთობლივად პირველი ქართული არმია და სასტიკ ბრძოლაში ქვეყნის მპყრობელი აზონი დაამარცხეს. ეს მომხდარა ქრისტეს შობამდე სამასი წლით ადრე. ეპისკოპოს ლეონტი მროველის ცნობითვე, ფარნავაზ მეფისა და ქუჯი ერისთავის მიერ დაარსებულმა ქართლის სამეფომ იარსება თითქმის ათასი წელი, ვახტანგ გორგასლის შვილებამდე. თვითონ მეფე ვახტანგ გორგასალიც ფარნავაზიანთა დინასტიის წარმომადგენელი იყო. ბოლო ფარნავაზიანი მეფეები ყოფილან VIII საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მეფე მირიანი და საქართველოს ეკლესიის წმინდანი მეფე არჩილ I; ანუ ფარანავაზიანთა დინასტია საქართველოს სახელმწიფოს მართავდა ქრისტეს შობამდე III საუკუნიდან ახალი წელთაღიცხვით VIII საუკუნემდე, ანუ თითქმის 1000 წლის ნაძილზე. სხვა მატიანეს - „მოქცევაი ქართლისაჲ“-ს ცნობით, ქართველთა განმანათლებელი მოციქულთა სწორი, წმ. კეთილმსახური მეფე მირიანი ფარნავაზიანთა დინასტიის წევრი იყო. როგორც ვთქვით, ეს დინასტია არაბების დროს დაემცრო. მემატიანეს სიტყვით, არაბები თურმე საგანგებოდ ეძებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ ამ დინასტიის ყოველ წევრს. ასე რომ, ამ დინასტიის ყოველი წევრი ამოწყდა და VIII – IX საუკუნეებში უკვე ერთიანი საქართველო უმეფოდ დარჩა. სწორედ ასეთი დიდი გასაჭირის დროს წმ. ეკლესიამ იზრუნა, რათა საქართველოს ჰყოლოდა ისეთი ახალი სამეფო დინასტია, რომელიც შეძლებდა საქართველოს კვლავ გაერთიანებას. საერთოდ, ფარნავაზიანთა დინასტია იმით იყო გამორჩეული, რომ ის აერთიანებდა და ამთლიანებდა ქართველ ერს და თავის გარშემო იკრებდა აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს მცხოვრებლებს. წმ. გრიგოლ ხანძთელმა და სხვა ქართველმა წმ. მამებმა აკურთხეს ერთ-ერთი საგვარეულო, რომელიც სათავეს იღებდა მეფე იესედან, დავითიდან და სოლომონიდან, ისრაელის ძველი მეფეებიდან. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის თანახმად, მეფე დავით მეფსალმუნის საგვარეულოდან უნდა გამოსულიყო მესია, უნდა შობილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ასევე მისი დამწინდველი იოსები ამ საგვარეულოდან იყო. სწორედ ამ საგვარეულოს წევრი იყო საქართველოში შემოსული ბაგრატიონების ოჯახი, რომელმაც სახელი გაითქვა საქართველოში მებრძოლი ხასიათით და მეფისადმი ერთგულებით. გუარამ კურაპალატ-ბაგრატიონს ცოლად შერთეს ვახტანგ გორგასლის ქალიშვილი. ამ გზით ბაგრატიონების ოჯახმა მოიპოვა ლეგიტიმურობა და ისიც უკვე სამეფო დინასტიის ოჯახის წრეში შევიდა. ასევე წმიდა მეფე არჩილის ვაჟს, ჯუანშერს შეურთავს ბაგრატიონის ქალი. ასეთი შეუღლების გზით ძველ დროს გადაიცემოდა ლეგიტიმურობის უფლება ანუ ქვეყნის მართვის სამეფო უფლება. ფარნავაზიანებთან დამოყვრებული მრავალი ოჯახი იყო საქართველოში, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, წმიდა ეკლესიამ მათ შორის ბაგრატიონთა საგვარეულო ამოირჩია. გრიგოლ ხანძთელმა აკურთხა კიდეც ბაგრატიონების ოჯახი, რომ მათ ათასი წელი ემართათ საქართველო. მართლაც, ბაგრატიონთ ოჯახი IX საუკუნიდან XIX საუკუნემდე მართავდა, აერთიანებდა და ამთლიანებდა ქართველ ერს. ეკლესიასთან შეთანხმებით მათგან გამოდიოდა ქვეყნის აღმშენებლობის, კულტურისა და განმანათლებლობისათვის აუცილებელი იმპულსები. მხოლოდ ჩამოთვლაც კი სახელებისა საკმარისია ამ საგვარეულოს დიდებულების გასაცნობიერებლად. საქართველოს ოქროს ხანა და საქართველოს კულტურის გაბრწყინების საუკუნეები სწორედ ბაგრატიონთა მმართველობისას მოგვეცა. XIX საუკუნეში, როგორც ათასი წლით ადრე არაბებმა, საქართველოს დამპყრობელმა რუსებმა არა მარტო გააუქმეს ბაგრატიონთა მმართველობა, არამედ დაიწყეს ბაგრატიონთა სამეფო სახლის ყოველი წევრის გადასახლება, დაპატიმრება და დახოცვა. როცა გიორგი XIII-ის მეუღლის მარიამის ოთახში იარაღით შეიჭრა გენერალი ლაზარევი და დედოფალს უდიერად მოეპყრო, ხოლო მცირეწლოვანი უფლისწულები საწოლებიდან გადმოყარა, დედოფალმა მარიამმა ვერ მოითმინა ეს შეურაცხყოფა და სახელოში დამალული მცირე ზომის ხანჯლით განგმირა რუსი გენერალი. შეიძლება ითქვას, რომ რუსებმა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სამეფო სახლი ძირფესვიანად ამოაგდეს, მაგრამ ღვთის მადლით გადარჩენილი არის როგორც ქართლ-კახეთის მეფეთა, ასევე ქართლისა და იმერეთის ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის შთამომავლები. მათი რიცხვი დიდი არ არის და ჩვენ ალბათ იმედი უნდა გვქონდეს, რომ უფალი ღმერთი მათ შორის გამოარჩევს ისეთებს, რომელნიც ჩვენს შემდგომ საუკუნეებში შეძლებენ ქართველი ერის კვლავ გაერთიანებას, რომელნიც, თუ ქართველი ერი ინებებს, სათავეში ჩაუდგებიან კონსტიტუციურ მონარქიას, რათა საქართველო ისეთივე ძლიერი და სტაბილური იყოს, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი და იაპონია, სკანდინავიის ქვეყნები, რომლებშიც კონსტიტუციური მონარქიაა. ორიათასწლოვანი ისტორიის გამოცდილებიდან ვიცით, რომ როგორც ფარნავაზიანები, ასევე ბაგრატიონები ამთლიანებდნენ ერს. ერის ყველა ფენას დიდიდან მცირემდე ჰქონდა მათ მიმართ მოწიწებითი დამოკიდებულება. გაუთავებელი შემოსევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და მოწინავე კულტურა საქართველოს ყოველ შვილს აფიქრებინებდა, რომ ჭეშმარიტად მათი ძალაუფლება ღვთისაგან მომდინარეობდა, რომ ისინი ღვთის მიერ იყვნენ დადგენილნი და ეკლესიის მიერ კურთხეულნი. მეფის კურთხევის ცერემონიის დროს მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს იდგნენ ქართლისა და აფხაზეთის კათალიკოსები, შესაბამისად დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები. მეფეს მირონს სცხებდნენ საკურთხეველში და იქვე ხდებოდა მისი ზიარება. ის იყო ერთადერთი ერისკაცი, რომელსაც უფლება ჰქონდა ამისა, ანუ საკურთხეველში ზიარებისა. საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში არ არსებობდა აბსოლუტური მონარქია. მეფე თვითმპყრობელი არ იყო, მას უფლება არ ჰქონდა კანონების გამოცემისა. კანონმდებელი ორგანო იყო საეკლესიო კრება. მართალია, კანონების შემუშავება ხდებოდა დარბაზის კარზე, მაგრამ კანონებს გამოსცემდა საეკლესიო კრება. მეფე და მისი ვეზირები მხოლოდ აღმასრულებელნი იყვნენ ამ კანონებისა. თავის მხრივ, რათქმაუნდა, საეკლესიო კრებაზე მეფეს საგანგებო ადგილი ეჭირა. ასევე, საგანგებო ადგილები ჰქონდათ მიკუთვნებული საქართველოს ეკლესიის პირველ იერარქებს სახელმწიფო დარბაზში; დარბაზის კარზე უპირატესი იყო ოთხი ბერი: ქართლის კათალიკოსი, აფხაზეთის კათალიკოსი, მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდელი და მოძღვართ-მოძღვარი. თუნდაც მათ შორის ერთ-ერთის, მწიგნობართუხუცესის უფლებები რომ გავითვალისწინოთ, დავინახავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო იმართებოდა ერისა და ეკლესიის სინერგიით, მთლიანობით. მაგალითად, მწიგნობართუხუცესი, ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევის თანახმად, თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, პერმიერ-მინისტრი. მის მიერ იმართებოდა სხვა სავეზიროებიც ანუ სამინისტროებიც ანუ ეკლესიის ხელში იყო არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა, რომ მიუხედავად არასახარბიელო საგარეო ვითარებისა, მის დროსაც და უფრო ადრე ძველ საქართველოში არ იყვნენ უსახლკარო ადამიანები ასევე დამშეულები. ილია განმარტავდა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდა თავისი სახლი და ყველა ოჯახს ჰქონდა თავისი შემოსავლის წყარო. ეს იყო სწორედ შედეგი ერისა და ბერის მთლიანობისა და თუ გნებავთ, წინასახე კონსტიუციური მონარქიისა, რადგანაც, როგორც ვთქვით, ჩვენთან მეფე თვითმპყრობელი არ იყო, ხოლო იმჟამინდელი ეკლესია და დარბაზი წარმოადგენდა არა თავის თავში ჩაკეტილ რაიმე ორგანიზაციებს, არამედ ისინი გამოხატავდნენ ქართველი ერის მთლიანობას და წარმოადგენდნენ საზოგადოების ყველა ფენას გლეხიდან დიდებულის ჩათვლით. ასეთი ერთიანობა ედო საფუძვლად იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახელმწიფომ იარსება 2000-ზე მეტი წლის მანძილზე მეფე ფარნავაზიდან გიორგი XIII-მდე და სოლომონ II-მდე. შევთხვოთ უფალს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია გაბრწყინდეს ღვთისმშობლის კალთისა და თუ ერი ინებებს, კონსტიტუციური მონარქიის მმართველობის ქვეშ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი