IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ბაგრატიონები დავით მეფსალმუნის მემკვიდრენი?, თუ რაიმე ინფორმაცია მოგეპოვებათ
guest
პოსტი Oct 14 2007, 04:38 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ერთერთ სტატიაში (სერბულ ენაზე წიგნი ქართველ წმინდანთა შესახებ, სადაც მიმოხილულია აგრეთვე ისტორიული პერიოდები ), წავიკითხე ორ ადგილას, რომ ბაგრატიონები არიან დავით მეფსალმუნის მემკვიდრენი, ასევე წერია ცალკე დავით აღმაშენებელზე (ცხადია, ისიც ბაგრატიონია). ერთერთი მონასტრის იღუმენმაც ახსენა ქართველ მეფეთა ბიბლიური წარმოშობა.

რაღაც მწირი ინფორმაცია ადრე სკოლის პერიოდიდან გადაკვრით გამახსენდა ახლა, თუ არ ვცდები სუმბათ დავითისძეს მტკიცება, მაგრამ როგორც ვთქვი, აღარ მახსოვს ზუსტად,თუ ვცდები მაპატიებთ.

ძალიან გთხოვთ, თუ რამე ინფორმაცია გაგაჩნიათ ამ თემის ირგვლივ, დაწეროთ, მე პირადად ძალიან მაინტერესებს.

სტატიას გადავუღე სურათი,სადაც ნახსენებია ზემოთხსენებული.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

წინასწარ მადლობა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
sable
პოსტი Feb 7 2008, 02:53 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



staywhite

ეგ არის ერთგვარი ლეგენდა რომელიც ჩაისახა ქართველ ბაგრატიონთა

წიაღში თითქოს ისინი იყვნენ დავითიან-სოლომონიანები და თავს

იესიანებად მოიხსენიებდნენ დავით მეფსალმუნე მეფის მამის - იესეს

სახელის მიხედვით.

არის მრავალი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით იყვნენ თუ არა ისინი

მართლაც ბიბლიური დავითის ისრაელის მეფის შთამომავლები

ნაწილი მკვლევარების მიიჩნევს რომ იყვნენ და ნაწილი ამას უარყოფს.

ქართულ ისტორიოგრაფიაში მაინც ცდილობენ ეს აზრი გაიზიარონ რათა არ

მოხდეს ბაგრატიონების წარმომავლობის სომხურ შტოსთან დაკავშირება,

რაც უფრო გაბატონებული უცხოურ ისტორიოგრაფიაში, ისინი კერძოდ

ადონცი და თურმანოვი და სხვ. თვლიან რომ ბაგრატიონები (ბაგრატიდები,

როგორც ისინი უწოდებენ სომეხ ბაგრტუნებსა და ქართველ ბაგრატიონებს)

არიან ირანული წარმოშობის კერძოდ ორონტიდების ხაზის ჩამომავლები

რომლებიც გამეფდნენ სომხეთში ერვანდიანების სახელით და საფუძველი

დაუდეს სომეხ ბაგრატუნებს საიდანაც VIII ს. შუა წლებიდან ისინი მესხეთში

მოვიდნენ და სათავე დაუდეს ქართველ ბაგრატიონებს.

იმ ფაქტს რომ ქართველი ბაგრატიონები სომეხი ბაგრატუნებიდან წამოვიდა

კატეგორიულად არ იზიარებს ქართული ისტორიოგრაფია, მაგრამ ის ფაქტი

რომ ძველ წყაროებში ქართველი ბაგრატიონები იწოდებიან

ბაგრატუნიანებად კარგად მიუთითებს იმ ფაქტს რომ სახელი ბაგრატუნიდან

მოდის ამის უარყოფა თითქმის შეუძლებელია რაც შეეხება ფორმა

ბაგრატიონს ის მოგვიანებით მივიღეთ ანუ თავიდან ისინი ბაგრატუნიანებად

იწოდებოდნენ. თუმცა თურმანოვი იქვე დასძენს რომ ბაგრატიონების

ღვთიური წარმოშობის თეორია პირველი ქართველ ბაგრატიონებში

ჩაისახაო.

პს. მოკლედ ბაგრატიონების გენეზისის თემა ბოლომდე ამოწურული არ

არის და შემდეგ შესწავლას საჭიროებს.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2008, 05:51 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,436
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sable @ Feb 7 2008, 02:53 AM) *

staywhite

ეგ არის ერთგვარი ლეგენდა რომელიც ჩაისახა ქართველ ბაგრატიონთა

წიაღში თითქოს ისინი იყვნენ დავითიან-სოლომონიანები


მართლმადიდებლური ეკლესია ლეგენდად არ თვლის ამას და ეყრდნობა სუმბატ დავითის ძის ცნობებს, რომელსაც გაშუქებული აქვს ბაგრატიონთა გენეალოგია ბიბლიის - დაბადების მიხედვით.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
staywhite   ბაგრატიონები დავით მეფსალმუნის მემკვიდრენი?   Oct 14 2007, 04:38 AM
Lenus   staywhite ყოჩაღ, ძალიან ს...   Oct 14 2007, 11:50 AM
staywhite   დიდი მადლობა Lenus, სა...   Oct 15 2007, 12:46 AM
marine   ქართველთა მეფეები ...   Feb 6 2008, 03:17 PM
sable   staywhite ეგ არის ერთგვა...   Feb 7 2008, 02:53 AM
marine   staywhite ეგ არის ერთგვა...   Feb 11 2008, 05:51 PM
sable   მართლმადიდებლური ...   Feb 12 2008, 08:57 PM
marine   "გენეალოგიის გაშ...   Feb 7 2008, 12:52 PM
marine   ამ დღეებში, როცა პა...   Feb 18 2008, 03:33 PM
sable   ამ დღეებში, როცა პა...   Feb 20 2008, 02:09 PM
marine   სუმბახტის ბაგრეატ...   Feb 20 2008, 02:13 PM
marine   "ანჩისხატის მხატ...   Jan 12 2021, 08:27 PM
marine   "ძალიან საინტერე...   Jan 15 2021, 08:05 PM
marine   "ბაგრატიონთა გვა...   Apr 4 2021, 04:56 PM
marine   "აშოტ კურაპალატს ...   Feb 7 2022, 08:22 PM
marine   "დავით აღმაშენებ...   Feb 28 2022, 04:52 PM
marine   "მას [გიორგი გრუზ...   Apr 13 2022, 09:12 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2024 - 09:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი