IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩემი ჯვარი, ყოველი ადამიანი ატარებს თავის ჯვარს
ნათია
პოსტი Apr 25 2007, 10:15 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მაშინ ჰრქუა იესო მოწაფეთა თვისთა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა: უარ-ჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მათ. 16, 24).

ჯვარი თვისი“ - ეს ხომ მწუხარებანია და ტანჯვანი ამა სოფლისანი, რომელთაც პირადად ყოველი ადამიანი განიცდის.

„ჯვარი თვისი“ - ეს ხომ მარხვაა, მღვიძარებაა და კიდევ სხვა კეთილგონივრული ღწვა, რომელიც აკვდინებს ხორცს და სულს აღორძინებს. თითოეული ეს ღვაწლი არ აღემატება მოღვაწე ადამიანის ძალებს და შესაბამისად, ყოველ კაცში სხვადასხვაგვარადაა გამოხატული.

„ჯვარი თვისი“ ცოდვით დაცემაა ანუ ვნებანია, რომელიც ყოველ კაცს თავ-თავისი აქვს. ზოგი ვნება დაბადებიდანვე დაგვყვება, ზოგიერთი წუთისოფლის გზაზე დაგვასნეულებს. „ჯვარი ქრისტესი“ მაცხოვრის სწავლებაა: „დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუა შენი, რაჲთა მეშინოდის მე შენგან“ (ფსალმ. 118, 38). როგორი მძიმე ჯვარიც არ უნდა იტვირთო, იგი ფუჭია და ამაო, თუკი მაცხოვრის შედგომის შემდგომ „ქრისტეს ჯვრად“ არ გადაისახა.

„ჯვარი თვისი“ მაშინ გარდაისახება ქრისტეს ჯვრად, ოდეს ადამიანი უფალ იესოს დაემოწაფება, ღრმად იწამებს მის მფარველობას, თავს დამტყდარ უბედურებებსაც მაცხოვრისაგან მოვლენილად შერაცხავს, ვითარცა ქრისტეანობის აუცილებელ და გარდაუვალ პირობას, უდრტვინველად აიტანს ყოველგვარ გასაჭირს, რამეთუ სწამს, რომ მწუხარებები შეაერთებს მაცხოვართან, მისი ხვედრის თანამოზიარეს გახდის ამქვეყნად და შემდგომ - ცათა შინა.

„ჯვარი თვისი“ ქრისტეს ჯვრად გარდაისახება მათთვის, ვინც ქრისტეს შეუდგა, რამეთუ ცხოვრების მიზნად მცნებების აღსრულება დაუსახავს. ყოვლადწმინდა მცნებების აღრულება არის ჯვარი იმ ადამიანისა, რომელზედაც თავად უნდა გაეკრას, ჯვარს აცვას გადაღრძუებული და ხრწნადი ადამიანური ბუნება „ვნებითურთ და გულისთქმით“ (გალატ. 5, 24).

აქედან გამომდინარე, ცხადია ვიდრე ვიტვირთავთ ქრისტეს ჯვარს საკუთარი თავი უნდა უარვყოთ, რათა არ წავწყმდეთ, ვიდრე ჯვარს ავიღებდეთ, სხეული უნდა განვიწმიდოთ ბილწებისაგან და მხოლოდ არსებობისათვის აუცილებლით დავკმაყოფილდეთ. ჩვენი სიმართლე უმძიმეს დანაშაულად უნდა შევრაცხოთ უფლის წინაშე, ხოლო გონიერება - უგუნურებად, დაბოლოს, მთელი ძალისხმევითა და რწმენით მივსდიოთ უფალს და დავეწაფოთ სახარებას პირადი ნების უარმყოფელნი.

ამრიგად, ვინც განუდგა საკუთარ თავს, მას უკვე უტვირთავს „ჯვარი თვისი“. ეს ადამიანი შეიგრძნობს თავის უსუსურობას, უფალს ესავს და ევედრება გააძლიეროს, უდრტვინველად და უშფოთველად შესცქერის მოსალოდნელ უბედურებას, ცდილობს, დიდსულოვნად აიტანოს ყოველგვარი გასაჭირი და ამ გზით უფალ იესოს ვნებათა თანამონაწილეა, თანაზიარქმნილია უფლის საიდუმლო აღმსარებლობასთან მარტოოდენ გონებითა და გულით კი არა, საქმითა და ცხოვრებით.

ჯვარს ატარებდე მოთმინებით, ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად ხედავდე და აღიქვამდე საკუთარ ცოდვებს. ამ აღიარებაში არ არსებობს თვითცდუნება, ხოლო ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, მაგრამ მოსთქვამს და დრტვინავს, მაშინ თვალსაჩინო ხდება, რომ ცოდვა ზერელედ უღიარებია და ფარისეველი და პირმოთნე საკუთარ თავს იტყუებს. ჯვარს ატარებდე მოთმინებით ეს ჭეშმარიტი სინანულია.

ნუ დაეძებ ქრისტესმიერ სრულყოფილებას ადამიანურ სათნოებებში, ვერ ვიპოვი, რამეთუ იდუმალია და ქრისტეს ჯვარშია დაფარული.

„ჯვარი თვისი“ „ქრისტეს ჯვრად“ გარდაისახება, ოდეს მოწაფე ქრისტესი აღიარება საქმეებში განცხადებულ საკუთარ ცოდვებს და დამსახურებულ სასჯელს მოელის. თუკი შესწირავს მადლობას უფალს და დიდებისმეტყველებს, მაშინ დიდებითა და მადლობით ჯვარცმულში მკვიდრდება სულიერი ნუგეშისცემა. ვმადლობდეთ უფალს და დიდებისვმეტყველებდეთ. ეს სათავე მიუწვდომელი, განუხრწნელი სიხარულისა, მადლმოდილ გულში რომ სდუღს, იღვრება სულში და თვით სხეულსაც განასპეტაკებს.

იტვირთო და ატარო ჯვარი იესო ქრისტესი ხორციელი თვალისათვის, ერთი შეხედვით უმკაცრესი განაჩენია. ქრისტეს მოწაფესა და მიმდევარს კი უმაღლეს სულიერი ტკბობას განაცდევინებს. ეს ნეტარება იმდენად დიდია, რომ ჭმუნვა-წუხილს განაქარვებს, ტკივილებს აყუჩებს და უსაშინელსად გვემული ენით უთქმელ შვებას განიცდის.

„ჯვარი ქრისტესი“ ჯვარცმულ ქრისტეს მოწაფეს დედამიწას წარსტაცებს, საკუთარ ჯვარზე გაკრული, შემმეცნებელი ამაღლებული სიბრძნისა, გონებითა და გულით ზეცად აღიტყორცნება და ჭვრეტს საიდუმლოებებს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა: უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯუარი თვისი, და შემომიდეგინ მე“. ამინ!

მაშინ, როცა გაუსაძლისად მძიმე ხდება ჩემი ჯვარი, გონების თვალს ფართოდ ვახელ და დაკვირვებით ვათვალიერებ საკუთარ ცხოვრებას.

ლოცვის, აღსარების და ზიარების შემდეგ მე კი აღარ მივეზიდები ჯვარს, არამედ თვითონ ვეებერთელა, ჯვარი მიმეზიდება მე!



უფალი არ მოგვცემს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც არ შეგვიძლია: ის თავად შეგვეწევა ჯვრის ზიდვაში.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
*ნინო*
პოსტი Feb 11 2008, 06:05 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



მე ხის ჯვრის ტარებას ვისურვებდი.

ჩემთვის მთავარია ჩემი ჯვარი მთელი ცხოვრება ჭეშმარიტი რწმენით,უფლის დიდი სიყვარულით და თავმდაბლობით ვატარო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
natia83   ჩემი ჯვარი   Apr 25 2007, 10:15 PM
ninca   წმ. ეპისკოპოსი თეო...   Apr 26 2007, 01:06 AM
ნიანია   ისეთი ლამაზი და ამ...   Apr 26 2007, 10:55 AM
კანონისტი   უღელი ჩემი ტკბილ ა...   Apr 26 2007, 11:11 AM
mari touchet   :( :cray:   Feb 9 2008, 11:35 PM
marine   როცა ჯვარი დამიმძი...   Apr 26 2007, 11:18 AM
marita26   "რა არის ჯვარი? ზო...   Apr 27 2007, 03:40 PM
marine   "იცოდეთ, შემოქმედ...   May 2 2007, 03:27 PM
tamari_irakli   აბსოლიტურად გეთა...   May 2 2007, 11:12 PM
takusha   ,,ადამიანის ცხოვრე...   May 3 2007, 04:25 PM
likita   დღეს ჯვრის მამაში ...   May 17 2007, 04:42 PM
ნათია   მოვიყვან ერთ ძველი...   Jun 1 2007, 12:27 AM
marine   "აღიღე ჯვარი შენი...   Jun 5 2007, 01:22 PM
მხევალი ნინო   ოხ, რა ვიცი, რა ვიცი. ...   Jun 6 2007, 05:58 PM
kato_Bato   მადლობელი მაშინ ვა...   Jun 6 2007, 07:39 PM
ნათია   მადლობელი მაშინ ვ...   Jun 22 2007, 07:55 PM
ubralod ninka   :მპუა: getanxmebi,yvelam sakutari jvrebi...   Jun 23 2007, 01:34 AM
tako@tako   ეჰ ჯვარი რომ არა რო...   Feb 9 2008, 07:53 PM
უჩა   „ადამიანმა თავისი ...   Feb 10 2008, 05:44 AM
.nino   არ ვიცი, ალბათ იმა...   Feb 10 2008, 11:59 PM
neo   რამოდენიმე ერად ა...   Feb 11 2008, 01:25 AM
sisunia   არ ვიცი......   Feb 11 2008, 05:05 PM
llaasshhaa   :იოანა:   Feb 11 2008, 06:00 PM
sapo   მე ხის ჯვრის ტარებ...   Feb 11 2008, 06:05 PM
llaasshhaa   :კი1:   Feb 11 2008, 11:52 PM
aia   :კი1: გეტანხმებით...   Feb 11 2008, 11:56 PM
PUSKU   მადლობელი ვარ იმი...   Feb 19 2008, 01:40 AM
t a m a r i   ცხოვრებაში ყველას ...   Apr 14 2008, 03:54 PM
Mako-Mako   მართლაც რთულია ჯვრ...   Mar 30 2011, 09:17 PM
marine   „ყველაფერი, რასაც ...   Oct 16 2014, 02:53 PM
marine   „ცოდვილი ხორცის ჯვ...   Nov 3 2014, 03:34 PM
sanfol   ერთ დღეს მთელი დღე ...   Nov 3 2014, 04:17 PM
marine   ერთ დღეს მთელი დღე ...   Nov 3 2014, 05:39 PM
sanfol   ქრისტეში ცხოვრება...   Nov 3 2014, 06:34 PM
marine   მადლობა გაიხარე კ...   Nov 3 2014, 06:46 PM
sanfol   ყველა ქრისტიანის ...   Nov 3 2014, 07:36 PM
marine   კი მყავს ეს საკითხ...   Nov 3 2014, 07:49 PM
marine   "რაც არ გვკლავს, ყ...   Nov 9 2014, 03:08 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 09:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი