IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩვენი ისტორიკოსები
marine
პოსტი Jan 30 2008, 02:07 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქართველი ისტორიკოსების სია საკმაოდ ვრცელია: ლეონტი მროველი, ჯუანშერი, ვახუშტი ბატონიშვილი, სეხნია ჩხეიძე, პაპუნა ორბელიანი და ა.შ. და ა.შ.

ამ თემაში ვისაუბროთ ჩვენს ძველ და თანამედროვე ისტორიკოსებზე, მათ ღირსებასა და ნაკლოვანებაზე.

(ნაკლოვანება იმიტომ ვახსენე, რომ ხშირად საუბარია იმაზე, რომ რომელღაც ისტორიკოსის ცნობებს არ ენდობიან ამა თუ იმ მიზეზის გამო.)


მე პირადად, ამჯერად, საუბარს დავიწებ ჯუანშერზე smile.gif

ჯუანშერი

(ივ. ჯავახიშვილი)

"ანა დედოფლის" და "მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებაში" ერთი მინაწერი მოიპოვება, რომელიც "ქართლის ცხოვრებაში" შეტანილ თხზულებათა შესახებ ცნობებს შეიცავს. აქ ნათქვამია: "წიგნი ესე ქართველთა ცხორებისა ვიდრე ვახტანგისადმდე აღიწერებოდა ჟამით ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისაგან ვიდრე აქამომდე (ესე იგი *437-438, გვ. 215) აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმის წულის ქმარმან წმიდისა არჩილისამან, ნათესავმან რევისამან, მირიანის ძისამან"-ო (*437-438, გვ. 215). ამ მინაწერითგანა ჩანს, რომ ვახტანგისა და მის მომდევნო მეფეთა ისტორია ერთი მემატიანის დაწერილად ითვლება.

მართლაც, "ანა დედოფლის" და "მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებაში" ვახტანგ მეფის ისტორიას განსაკუთრებული სათაური აქვს: ცხორება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა მეფისა მშობელთა და შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღვთის მოყუარისა მეფისა, რომელი უმეტესად სხვათა სახელგანთქმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა" (*293-294, გვ. 117 და ანა დედოფლის ქართლის ცხოვრება, 89).

როგორც ამ სათაურიდან ჩანს, ჯუანშერს თავის ისტორიაში ჯერ ვახტანგის მშობლების შესახებ მოუყვანია ცნობები, ხოლო "შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღვთის მსახურისა მეფის" ცხოვრება და მოღვაწეობა აუწერია. თვით თხზულებაშიაც მართლაც ასეა დალაგებული მოთხრობა.

(გაგრძელება იქნება)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Feb 11 2008, 06:24 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჯუანშერის თხზულებაში მოიპოვება ერთი მეტად საგულისხმო ცნობა,რომელიც ამტკიცებს, რომ ჯუანშერი ვახტანგ გორგასალის „შემდგომად ჟამთა მრავალთა“ ცხოვრობდა. ჩვენი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ ვახტანგის ლაშქარნი „განვიდეს პაჭანიკეთსა, რამეთუ მაშინ მუნ იყო პაჭანიგეთი მოსაზღურედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსესითასა წიაღ და ჯიქეთი მუნვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიგნი და ჯიქნი თორქთაგან, წარვიდეს პაჭანიგნი დასავლით კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკვიდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა“ (*322, გვ. 134-135 და ანა დედოფლის ქართლის ცხოვრება).

ჩვენ ვიცით სახელდობრ, რომ პაჭანიგნი X საუკუნეში ჯერ კიდევ ვოლგასა ჲაიკს შორის ბინადრობდნენ. მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში ხაზარებისა და უზებისაგან ოტებულნი პაჭანიგნი გადასახლდნენ დონისა და დუნაის შუა, მაშასადამე „მოსაზღვრედ ოვსეთისა“, როგორც ჯუანშერს აღწერილი აქვს მათი ვითომდა V საუკუნის დროინდელი ბინადრობის ადგილი. აქ ბინადრობდნენ ისინი დაახლოებით 1034 წლამდე, რომლის შემდგომ მართლაც „იოტნეს პაჭანიგნი თორქთაგან“ და იძულებულნი იყვნენ დასავლეთისაკენ მოეძებნათ ბინადრობა, ანუ როგორც სამართლიანად ამბობს ჯუანშერი „წარვიდეს პაჭანიგნი იგი დასავლეთ კერძო.“

ცხადია, მაშასადამე, რომ რაკი ჯუანშერს სცოდნია პაჭანიგთა გადასახლების ამბავი დასავლეთით, XI საუკ. პირველ ნახევრის გასულსა და მეორე ნახევრის დამდეგს უნდა ეცხოვრა. რომ ჯუანშერს მართლაც XI საუკუნეში უნდა ეცხოვრა, ეს სხვათა შორის შემდეგ, უფრო ცხადი საბუთითაც მტკიცდება.

არაბების შემოსევის შესახებ ნათქვამია, ვითომც ბიზანტიის კეისარს აფხაზთა ერისთავრისათვის შემოეთვალოს: „დაადგერით სიმაგრეთა შინა თქუენთა ვიდრემდის წარჳდეს წელიწადნი მათნი სამასნი, რამეთუ ორას და მეერგასესა წელსა განიყოს მეფობა მათი და განსრულებასა მესამ[ასი]სა წელიწადისასა მოეცეს ძალი მეფობასა ჩუენსა და შევმუსრნეთ აგარიანნი“-ო (*425, გვ. 205).

აქ ერთი სიტყვით ვითომდა წინასწარმეტყველებაა, რომ არაბთა ბატონობა საქართველოში 300 წელიწადს გასტანს. ჩვეულებრივ ამგვარი წინასწარმეტყველება ითხზება ხოლმე post factum და აქაც რასაკვირველია ცხადია, რომ როცა ჯუანშერს ეს ვითომც-და წინასწარმეტყველება თავის ისტორიაში შეჰქონდა, 300 წელიწადი არაბთა შემოსევითგან უკვე აღსრულებული და არაბთა ბატონობაც შესუსტებული იყო, ეს იგი XI საუკ. პირველ ნახევარში. ვგონებ მაინც, რომ ჯუანშერი დავით აღმაშენებლის მეფობას არ უნდა მოსწრებოდა, რადგან მას რომ დავით აღმაშენებლის ბრწყინვალე მეფობა თავის თვალით ნანახი ჰქონოდა, არა მგონია მაშინ ვახტანგ გორგასალზე ეთქვა: იგი „უმეტესად სხუათა სახელგანთქმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა“-ო (*294, გვ. 117).

ყურადღების ღირსია, რომ ათონის ივერთა მონასტრის ერთ ხელნაწერში (№50) მოხსენებულია მწერალი ილარიონ ჯუანშერი: „თქუა მამამან ილარიონ ჯუანშერ: „შეუგავს ყოველსა კაცსა, რათა პირველად აღმოიღოს დირე თვალისაგან თჳსისა და მერმეღა ხედვიდეს წუელსა თვალსა შინ ძმისა თჳსისა: ამისთჳს არა კადნიერ ვიქმნები მხილებად მოყუასისა, ვინაჲთგან თჳთ უწესო ვარ“ და სხვა. სამწუხაროდ ცნობა მეტად მოკლეა, რომ საკითხის გადაწყვეტა შეიძლებოდეს, ჩვენი ისტორიკოსი და ის ილარიონ ჯუანშერი ერთი და იგივე პირი იყო თუ არა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 03:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი