სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული |
sergi_glaxa |
Feb 5 2008, 01:08 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
მათეს სახარება მე-19 თავი 16. და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო (სახიერი - კეთილი, მოწყალე, სათნო - ჩვეულებრივ იხმარებოდა ღვთის ეპითეტად), რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება? 17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები. 18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, 19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. 20. უთხრა მას ჭაბუკმა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია? 21. უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი გლახაკებს, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე. 22. და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა, წავიდა დამწუხრებული, რადგან იყო დიდი ქონების მფლობელი. 23. ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველში; 24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში. 100% სიმართლეა ეს ნათქვამი. რაც დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ რაც მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, თუმცა ეს როდი გულისხმობს იმას, რომ ღარიბს 100% გარანტია აქვს სასუფეველში შესვლისა. აბა რას ფიქრობთ მორწმუნის სიმდიდრესთან დამოკიდებულებზე? |
KAIROS |
Feb 12 2008, 02:58 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა (#23 პოსტი მაგალითად), ის შენი ნათარგმნია არა ეს დევს უკვე ინტერნეტსივრცეში, და ჩემს კომპიუტერშია ამოკრეფილი ციტატა მაინტერესებს სად განვაცხადე რომ მდიდრები ვერ გადარჩებიან მეთქი? ან სად ვთქვი რომ ღარიბები ცხონდებიან? ასეთ სისულელეს რომ არ იტყოდი მე ვიცი მაშინ იქნებ ასე დავყოთ, რა საშიშროება ემუქრება და რა ბრძოლები აქვს ერთს და რა მეორეს, ანუ ვიაზროვნოთ "ხსნის შანსების" გაზომვის გარეშე... ციტატა მეტი მატერიალური საგნები და საკუთრება აქვს ადამიანს, მით ნაკლებად არის მისი გული უფალზე მიჯაჭვული, ამ აზრს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, დადებითი ისაა, რომ შიგ არის დიდი წილი სიმართლისა, რადგან ამასვე ითხოვს ეკლესია,როცა ადამიანი კვდება ქრისტესათვის, ანუ როცა ბერად ან მონაზვნად აღკვეცა ხდება, ანუ "უპოვარება" და "ქალწულობა" ორი ფრთაა მონასტრული ცხოვრებისა, საუნჯის დაუნჯების და ჭეშმარიტი საუნჯის მოპოვების შესახებ ბევრი მამა მოვიყვანე წინ, უბრალოდ არის უარყოფითი მხარე, შეიძლება მოხდეს განზოგადება, და შეიქმნეს აზრი, რომ ღარიბი უფრო ადვილად ცხონდება ვიდრე მდიდარი, ასე დაკონკრეტების და ფორმულების დადგენის პირადად მე წინააღმდეგი ვარ, თუმცა არის კონტარგუმენტი, მაგ: ბერულ-ქალწულური ცხოვრებით მცხოვრები უფრო ახლოსაა საღვთო მადლთან ( და ე.ი. გადარჩენასთან) ვიდრე ერში მცხოვრები დაქორწინებული, მოდი, ეს შედარება გამოვიყენოთ მიახლოებით მაინც რომ მივუახლოვდეთ საკითხს, კამათის გარეშე... ყველაზე აღმატებული არის ნებისმიერი საუნჯის დატოვება ქრისტესათვის, მომდევნო საფეხურია ღვთისაგან მოცემული მცირე თუ დიდი საუნჯის ღვთის დიდებით მიღება და შესაძლებლობისამებრ სიკეთეში გამოყენება... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი