IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები, აქ განვათავსოთ,როგორც შევთანხმდით
guest
პოსტი Feb 12 2008, 03:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



აქ განვათავსოთ ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები და იყოს როგორც "საცავი ბიბლიოთეკა" smile.gif

თხოვნა თამართან (ცქნაფო) : შეძლებისდაგვარად, რამდენადაც დრო საშუალებას მოგცემს გადახედე გთხოვ , სტილისტიკურად ესაჭიროება შესწორება და მერე შევცვალოთ ჩასწორებულით. ეს თხოვნა ეხება ყველას, ვისაც ქართული ენის კარგი ცოდნის პრეტენზია აქვს, მოკლედ, ყველას შენიშვნებს ვღებულობთ smile.gif

ვიწყებ მოგროვებას, რაც ამ ფორუმზე დევს. ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი რაცაა ის ვიცი, თქვენაც გაიხსენეთ, რა გაქვთ განთავსებული და აქ მოიტანეთsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Feb 12 2008, 04:05 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



წმინსა მამა ბასილი ოსტროგელის სასწაულები (ღირსი მამა იუსტინე ჩელიელის (პოპოვიჩის) მიხედვით)

ალბანელი მუსლიმი ქალის განკურნება

1957 წლის აგვისტოში, ოსტროგის მაღლივ მონასტერში, მოიყვანეს ალბანელი ქალი ლენა იუნჩაი, სოფელ დრუმიდან. დიდიხნის ავადმყოფს სიარულიც არ შეეძლო და სადგურიდან მისმა ქმარმა ლეკამ და მაზლმა ნუამ ხელით ამოიყვანეს. ბერებმა შეიყვანეს წმინდა მამა ბასილის კუბოსთან და იქ დააწვინეს, წაუკითხეს ლოცვანი, მიიღეს რა ნებართვა ქმრისაგან. ლოცვების მერე კი ისევ ქმრის თანხმობით დატოვეს წმინდანის კუბოსთან რამდენიმე საათი. ავადმყოფს ჩაეძინა , ეძინა დაახლოებით ორი საათი, გამოღვიძების შემდეგ ისე გრძნობდა თავს, რომ საკუთარი ფეხით გაიარა ქმრის და მაზლის შეშველიებით. სახლში მისვლის შემდეგ კი რამდენიმე დღეში სრულიად გამოჯანმრთელდა, რაზედაც იუწყებოდა მისი მაზლის წერილი, მადლიერების ნიშნად მოწერილი ოსტროგელ ბერებზე, ერთადერთი წერაკითხვის მცოდნე მაზლი იყო ოჯახში და მოიწერა, რომ რძალი სრულებით ჯანმრთელია. ყველანი ვემადლიერებით უფალს და წმინდა ბასილისო.

სნეულის სახელზე ოსტროგში კურთხეული ზეთით ავადმყოფის განკურნება

ყოველ წელიწადს ოსტროგში ამოდის ერთი ახალგაზრდა კაცი, მეტად განათლებული იურისტი, რომელიც აუცილებლად ადის მაღლივ მონასტერში მოსალოცად. აი, რა მოგვითხრო ამ კაცმა , ბელგრადელმა ბოჟიდარ ჩელებიჩმა : " 1961 წლის დამდეგს ერთი მძიმე ავადმყოფობა შემეყარა, 4 თვე ვკურნალობდი საავადმყოფოში, მაგრამ უშედეგოდ ვებრძოდი ტკივილებს. ჩემი მეგობარი ალექსანდრე ჩ. ,ჩემი მორწმუნე დედის თხოვნით, ამოვიდა ოსტროგის მონასტერში და ჩემს სახელზე ზეთი აკურთხებინა, ბერმა ჯანმრთელობის ლოცვაც წაიკითხა ჩემთვის. იმ მომენტში მე , როდესაც ზეთის კურთხევა ხდებოდა, საავადმყოფოში ვიყავი და რაღაც საოცარი შვება ვიგრძენი ტკივილისგან გათანგულმა. ზეთის ხმარების შემდეგ კი, ექიმთა გასაოცრად, უკეთესად შევიქმენი და გამომწერეს საავადმყოფოდან. მას შემდეგ სრულიად ჯანმრთელი ვარ . ყოველ წელიწადს ,ერთხელ მაინც, ჩემი მეგობარი ალექსანდრეს ერთად ამოვდივარ ოსტროგის მონასტერში სალოცავად, ვადიდებ დიდ ღმერთს და მადლობას ვწირავ წმინდა ბასილის, რომ დღეს მისი მეოხებით ჯანმრთელი და ცოცხალი ვარ ".

***
ბევრს არ აქვს საშუალება მძიმე ავადმყოფნი ოსტროგის მონასტერში ამოიყვანონ, ამიტომაც ხშირად მოაქვთ ხოლმე ავადმყოფის ტანსაცმელი, ან რაიმე სხვა ნივთი, ან საჭმელი, ხშირად კი ნატეხი შაქარი, დებენ წმინდანის წმინდა კუბოს ქვეშ და იქ ტოვებენ მინიმუმ ერთ ღამეს. ბერი კი კითხულობს ლოცვებს ავადმყოფების სახელზე და აკურთხებს თან ამ ნივთებს. ბევრი მაგალითია ასეთი მეთოდითაც სნეულთა განკურნების. ერთერთს მოგითხრობთ, რომელიც 1962 წლის 15 აგვისტოს მომლოცავმა ბოჟიდარ შიაკოვიჩმა მოყვა : " ჩვენს ვაჟი, ვიდომირი, ორი წლის განმავლობაში იტანჯებოდა საშინელი თავის ტკივილებით, არანაირი წამალი არ შველოდა, ბევრჯერ საავადმყოფოშიც იწვა, მაგრამ ამაოდ. შარშანწინ , ჩემი სიდედრი ილინკა ნოვაკოვიჩი, ამოვიდა ოსტროგში წმინდანის სათაყვანებლად და შვილიშვილის ჯანმრთელობის შესავედრებლად. ჩვენ კი მას გამოვატანეთ 1 კილო ნატეხი შაქარი, გვსმენოდა რა ასეთი მეთოდით განკურნებისა. საქარი ერთი ღამე წმინდა მამა ბასილის კუბოს ქვეშ დადეს და ვიდომირის სახელზე წაიკითხეს ლოცვა. ნაკურთხ შაქარს კი რამდენიმე დღის განმავლობაში წამალივით ვაძლევდით ვიდომირს, მე არ ვიცი, რა და როგორ, მაგრამ ბავშვი სრულიად განიკურნა, არასოდეს აღარც განმეორებია ის ტკივილი. ახლა კი მე და ჩემი ცოლი ამოვედით მადლობა შევწიროთ წმინდა ბასილს შემწეობისათვის, რომ ჩვენი ვაჟი დღეს ჯანმრთელია ".

მუსლიმი ქალის განკურნება კანის მძიმე დაავადებისგან

1964 წლის 6 მაისს, მუსლიმნებმა ასიბ გუშომ და შევკა ზაიკომ ოსტროგში ამოიყვანეს ასევე მუსლიმი ქალი ფატიმა. ფატიმას მთელ სხეულზე ქონდა საშინელი წყლულები, სრული ხუთი წლის განმავლობაში გამონაყარი არ სცილდებოდა. ისეთი ტკივილები ქონდა, რომ გონებას კარგავდა ტანჯვის გამო, ან გაჰყვიროდა და აგინებდა ყველა ირგვლივ მყოფს. ნელნელა სიგიჟეში გადავიდა აუტანელი ტკივილების გამო , წამალი და შველა კი ვერსად ვერ ნახეს. გაიგონეს მისმა ოჯახისწევრებმა ოსტროგელი წმინდანის მიერ სნეულთა განკურნების შესახებ და ფატიმას ნათესავმა და მეზობლის ქალმა დიდი წვალებით ამოიყვანეს ოსტროგის მაღლივ მონასტერში. როდესაც მოოიყვანეს ეკლესთან, სადაც წმინდანი განისვენებს, ფატიმამ დაიწყო ყვირილი: "არა, მე მაქ არ შემოვალ!". ბერების დახმარებით, დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა შეიყვანეს ეკლესიაში, წმინდანის კუბოსთან მიიყვანეს. ბერმა ბევრი საუბრის შემდეგ მოახერხა დაერწმუნებინა ფატიმა, რომ ემთხვია წმინდანისათვის. ემთხვია რა ფატიმა წმინდანს, იმწუთშივე დაეწყო ცახცახი და ფართხალი, საშინელი სანახავი იყო ეს მომენტი. ოდნავი დაწყნარების შემდეგ ბერმა წაუკითხა ლოცვა, ლოცვის დამთავრების თანავე ავადმყოფ ქალს დაეწყო კრუნჩხვა, გაოფლიანდა, მთლიანად დაუსველდა ტანსაცმელი ოფლით. ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ყველამ შენიშნა, როგორ დაწყნარდა უცებ, დაეწმინდა სახე, დაეუფლა სიმშვიდე . გონზე მოსული ქალი მიჩოჩდა წმინდანის კუბოსთან , ეფერებოდა და ილოცებდა ღმერთისა და წმინდა ბასილის სახელზე. შემდეგ კი წამოდგა და მადლობა გამოუცხადა ყველას, გაკვირვებულმა ღმერთის ამხელა შეწყალებით, ყველას მოგვმართა :"დიდება და მადლობა უფალს და წმინდა ბასილის, მე ჯანმრთელი ვარ, არაფერი აღარ მტკივა". ის ღამე ფატიმამ ოსტროგში გაატარა, დილით კი კიდევ ერთხელ მადლობა შესწირა ღმერთს, წმინდა ბასილის ლოცვებით რომ განკურნა იგი.

წმინდა ბასილის სიზმარში გამოცხადება

1956 წელს სექტემბრის თვეში, წმინდანის სათაყვანებლად ოსტროგში ამოვიდა დრაგო ჩაბარკაპა სოფელ ვრულიიდან და მოგვითხრო : " ორი წლის წინათ კუჭის მძიმე დაავადება შემეყარა, წყლული მკლავდა, ისე მტკიოდა, 20 დღე საავადმყოფოში გავატარე, ოპერაციაც დამინიშნეს, მაგრამ უიმედოდ ვიყავი მწარე ტკივილების გამო და უარი ვთქვი, მაინც გადარჩენის შანსი ცოტა მქონდა და სახლში დავბრუნდი, სასოწარკვეთილი მივეჯაჭვე ლოგინს.
განძრევაც არ შემეძლო. მარტის თვეში დამესიზმრა ერთი საოცარი სიზმარი. თითქოს ერთ გზას მივყვებოდი, გზა და ირგვლივ ყველაფერი ჩემთვის უცნობი იყო, შიშმა ამიტანა და გზიდან გადავუხვიე, ერთ ბნელ გამოქვაბულში შევედი და დავჯექი, შიშით არ ვიცოდი რა მექნა, ტირილი დავიწყე . უცებ უცნობი კაცი შემოვიდა და მკითხა : "რა გატირებს? " - მე კი ვუპასუხე, რომ მარტოდ ვარ და მეშინია. უცნობმა მითხრა, ადექი და გამომყევიო, მეც დავემორჩილე. გავყევი და ცოტა ხნის მერე ერთ პატარა კარებთან მიმიყვანა, კარი დაკეტილი იყო. კაცმა კარი გააღო და ორივენი შიგნით შევედით. ოთახი იყო ლამაზი და ნათელი, თუმცა არსად არ ეკიდა ნათურა. უცნობმა მითხრა : "აქ გაათევ ღამეს. ეს არის წმინდა ბასილის სახლი !". ამ სიტყვების შემდეგ უცებ გამომერვიძა, გაკვირვებული და შეშინებული ვიყავი. დავუძახე ჩემს მშობლებს და ვუამბე რაც მესიზმრა. მშობლებმა გადაწყვიტეს სასწრაფოდ გავგზავრებულიყავით ოსტროგში. დედის თანხლებით , რადგან მარტოდ ვერ შევძლებდი ისე უძლური ვიყავი, წავედი ოსტროგში. წმინდანის გვერდით ორი ღამე გავათიე, ყოველდღიური ლოცვების კითხვით. უკეთესობა მაშინვე დამეტყო, ორი დღის შემდეგ კი საერთოდ აღარ მაწუხებდა ტკივილი. გახარებული და ჯანმრთელი დავბრუნდი სახლში. მამა ბასილის შემწეობის სამადლიეროდ წელსაც ამოვედი ოსტროგში, ბიძა დაშო ცმილიანიჩი და დედა მილიაც აქ არიან. მუდამ ვლოცულობ და ვუმადლი ღმერთს და წმინდა ბასილის, რომ აწიც არ მიმატოვონ და მომხედონ, დამიფარონ ბოროტის ყველანაირი შემოტევისგან".

ლოთის გამოსწორება და სინანული წმინდა ბასილის მიერ გამოცხადების შემდეგ

1962 წლის დეკემბერში ოსტროგში ამოვიდა ნ.ნ. .ქალაქ ბარიდან . თავისი დედის თანხლებით. ნ.ნ.-მ თხოვა მღვდელმონაზონს, წმინდა ნაწილების მცველს, მასთვის ჯანმრთელობის ლოცვები წაეკითხა. ლოცვების დასრულების შემდეგ, კაცს სახეზე შინაგანი ტკივილი გამოეკვეთა და ცრემლები წამოსცვივდა. შემდეგ კი მოუთხრო მღვდელმონაზონს : " მამაო, მე ძველი ლოთი ვარ, რასაც ვშოულობ, სასმელში ვხარჯავ. ამავე დროს ვცხოვრობ მოუწესრიგებელი, ბინძური ცხოვრებით. არავის რჩევას ყურს არ ვუგდებ,, არავის პატივს არ ვცემ. გუშინწინ ასეთი მივედი სახლში, დავწექი დასაძინებლად. ღამეში, არ ვიცი ეს სიზმარი იყო თუ ცხადი, ჩემს წინ გამოცხადდა წმინდა ბასილი, ეს მივხვდი რომ ის იყო, და გაბრაზებული ტონით მითხრა :" რას აკეთებ? ასე როგორ და რატომ ცხოვრობ? რატომ არ გინდა რომ გამოსწორდე? " - ცოტა დააყოვნა და მერე მშვიდი ხმით განაგრძო :" წადი ოსტროგში, ჩემს კუბოსთან დადე სიტყვა, რომ აწი აღარ დალევ და უწესო ცხოვრებით აღარ იცხოვრებ !"- ეს თქვა და გაქრა. მას შემდეგ დღემდე ეს სურათი თვალიდან არ გამომდის და ხმა ყურებიდან. და ახლა კი მოვედი სასწრაფოდ აქ, ვეთაყვანო უფალს და წმინდა ბასილის, და პატიება შევთხოვო ღმერთს და წმინდანს კი მეოხება. აქვე ვიძლევი წმინდა მამა ბასილის წინაშე სიტყვას, რომ აწი აღარ დავლევ და პატიოსანი ცხოვრებით ვიცხოვრებ. მომიტევეთ მამაო, დავამატებ კიდევ, რომ როდესაც ეს შემემთხვა, მაშინვე გადავწყვიტე აქ ამოვსულიყავი და სიტყვა დამედო, ეს მოხდა ისე ადვილად და სიკეთით, რომ მიკვირს, მანამდე ყველას ვეჩხუბებოდი. რაც მთავარია, ამ გადაწყვეტილების მიღებით ძლიერ გაიხარა დედაჩემმა, რომელმაც ცრემლებით სავსე თვალებით ჩაიჩოქა და იძახდა: - დიდება და მადლობა დიდო ოსტროგელო წმინდანო, რომ შემიწყალე და ჩემს სახლშიც შემოიხედე!"
ნ.ნ. ოსტროგიდან სრულიად სხვა ადამიანი წავიდა, წასვლისას კი გვითხრა : დღეიდან, მე და ჩემი სახლი ვადიდებთ უფალს და წმინდა ბასილის, როგორც შევძლებთ და როგორც ვიცით, ვილოცებთ, რომ დაგვიცვან ყოველი ბოროტისაგან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
staywhite   ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები   Feb 12 2008, 03:22 AM
staywhite   [size=2]წმინდა სასწაულ...   Feb 12 2008, 03:37 AM
staywhite   [b]წმინსა მამა ბასილ...   Feb 12 2008, 04:05 AM
k@the   staywhite მადლობა ნანა :მ...   Feb 12 2008, 04:21 AM
staywhite   [size=2]საქმიანობები თ...   Feb 12 2008, 04:28 AM
staywhite   მე კიდევ მაქვს რამ...   Feb 12 2008, 04:57 AM
staywhite   (* თარგმნის დროს არ ...   Feb 12 2008, 05:58 AM
staywhite   [size=2]მოყვასის სიყვა...   Feb 12 2008, 06:09 AM
xornabujeli   :ფიქრი: :)   Feb 12 2008, 08:04 AM
ლილიანა   დიდი მადლობა ! :) ძ...   Feb 12 2008, 10:33 AM
მხევალი ნინო   მაპატიეთ, შეიძლება...   Feb 12 2008, 11:10 AM
F3niX   მაპატიეთ, შეიძლებ...   Feb 13 2008, 12:09 AM
staywhite   არაფერია არეული ნი...   Feb 12 2008, 09:42 PM
staywhite   მაპატიეთ, შეიძლებ...   Feb 12 2008, 10:28 PM
F3niX   არ მინდოდა , მაგრამ...   Feb 13 2008, 12:11 AM
KAIROS   კაი ახლა ნუ ანერვი...   Feb 12 2008, 11:52 PM
თამარი_ცქნაფო   სათაური შეუცვალეთ:...   Feb 13 2008, 12:05 AM
staywhite   დათიკოს გარდა თამუ...   Feb 13 2008, 12:10 AM
თამარი_ცქნაფო   F3niX რაღაც ფინთად გად...   Feb 13 2008, 12:13 AM
F3niX   F3niX რაღაც ფინთად გა...   Feb 13 2008, 12:17 AM
staywhite   მადლობა F3niX, ჩემი ნა...   Feb 13 2008, 12:14 AM
თამარი_ცქნაფო   staywhite სერბულიდან თარ...   Feb 13 2008, 12:15 AM
staywhite   თამარ, კი,სერბულიდ...   Feb 13 2008, 12:17 AM
თამარი_ცქნაფო   თამარ, კი,სერბულიდ...   Feb 13 2008, 12:21 AM
staywhite   ორიგინალურია ის გე...   Feb 13 2008, 12:29 AM
თამარი_ცქნაფო   ორიგინალურია ის გ...   Feb 13 2008, 12:31 AM
staywhite   მე ვნახე ნიკოლოზ ს...   Feb 13 2008, 12:36 AM
თამარი_ცქნაფო   მე ვნახე ნიკოლოზ ს...   Feb 13 2008, 12:37 AM
staywhite   წიგნიც ყოფილა "მი...   Feb 13 2008, 12:40 AM
staywhite   ეს არის ღირსი მამა ...   Mar 24 2008, 09:17 AM
მეხელი   staywhite, ახალხანს ვნახ...   Mar 27 2008, 04:45 PM
თამარი_ცქნაფო   staywhite, ახალხანს ვნახ...   Mar 27 2008, 06:28 PM
მეხელი   სერბულად ნახე, თუ რ...   Mar 28 2008, 02:54 PM
თამარი_ცქნაფო   რუსულად საინტერე...   Mar 28 2008, 03:24 PM
aia   staywhite ძალიან დიდი მა...   Mar 27 2008, 08:55 PM
staywhite   staywhite ძალიან დიდი მა...   Mar 28 2008, 02:45 AM
staywhite   staywhite, ახალხანს ვნახ...   Mar 28 2008, 10:40 PM
დავით ივერიელი   ახლახანს ვთარგმნე ...   Mar 28 2008, 11:15 PM
staywhite   დავით :მპუა2: მშვენი...   Mar 28 2008, 11:18 PM
დავით ივერიელი   staywhite კი :wub: ეს ადამია...   Mar 28 2008, 11:20 PM
elenele   staywhite რა კარგი რამ მო...   Dec 29 2008, 07:32 PM
staywhite   elenele მადლობთ, ელენელ...   Dec 30 2008, 04:54 PM
Atman   ჩემი ნათარგმნი წიგ...   Oct 21 2009, 07:48 PM
b-a-r-b-a-r-e   ნან როგორ მომენატ...   Oct 21 2009, 08:13 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th August 2025 - 09:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი