![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
აქ განვათავსოთ ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები და იყოს როგორც "საცავი ბიბლიოთეკა"
![]() თხოვნა თამართან (ცქნაფო) : შეძლებისდაგვარად, რამდენადაც დრო საშუალებას მოგცემს გადახედე გთხოვ , სტილისტიკურად ესაჭიროება შესწორება და მერე შევცვალოთ ჩასწორებულით. ეს თხოვნა ეხება ყველას, ვისაც ქართული ენის კარგი ცოდნის პრეტენზია აქვს, მოკლედ, ყველას შენიშვნებს ვღებულობთ ![]() ვიწყებ მოგროვებას, რაც ამ ფორუმზე დევს. ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი რაცაა ის ვიცი, თქვენაც გაიხსენეთ, რა გაქვთ განთავსებული და აქ მოიტანეთ ![]() |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
საქმიანობები თვეთა მიხედვით
წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი(სერბი) (*თვეები დალაგებულია საეკლესიო კალენდრის მიხედვით) სექტემბერი ----------------- 1. ამ თვეში ხდება მიწისგან ბოძებული მოსავლის აღება. ისეთ მოსავალს ვღებულობთ, როგორსაც უფალი ინებებს. ამის გამოც ვალშია გლეხი მადლობა შესწიროს ღმერთს. როგორც კი აიღებთ მოსავალს, იზეიმეთ უფლის ზეიმით. ასე აღუთქვა უფალმა ძველ აღთქმაში მის მსახურ მოსეს, რაც თავისმხრივ შემოქმედის მიმართ მადლიერების გახსენებას ნიშნავს. 2. მადლობა გადაუხადე შენს ღმერთს მიწისგან მიღებულ ყველა საჩუქრისა თუ ნაყოფისათვის, რომელიც გებოძა სხეულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ან გასაზრდელად. განსაკუთრებით კი ემადლიერებოდე მას : -პირველი, რომ მისი ნების მიხედვით ადამიანად დაიბადე, -მეორე, რომ ქრისტიანად დაიბადე, -მესამე, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ. რამეთუ შენ შეიქმენი ადამიანად, და არა ცხოველად,ამისთვის უმადლოდე შენს ზეციურ მამას. რომ არ დაიბადე კერპთაყვანისმცემლად, ამისგამო ორმაგად მადლიერი იყავი. რომ არ ხარ ქრისტიანი სექტანტი ან ერეტიკოსი,ამის გამო კი სამჯერ ემადლიერე უფალს. 3. შენ კი ნუ დაივიწყებ, რომ შენგან როგორც ადამიანისაგან შენი შემქნელი ზეციური მამა ელოდება სულიერ ნაყოფს, სულიერ სიყვარულს,სიხარულს, მშვიდობას, დათმენას,სიკეთეს,მოწყალებას, რწმენას, სამართლიანობასა და გამძლეობას (გალ. 5,22). 4. არ დაგავიწყდეს და მუდამ გქონდეს მეხსიერებაში ამ თვეში ეს ორი რამ: მადლიერება და კეთილნაყოფიერება. დაე ღრმად აგაღელვოს და დაგაფიქროს სახარების ამ სიტყვებმა: ყველა უნაყოფო ხე უნდა მოიჭრას და ცეცხლში ჩაგდებულ იქნეს. ოქტომბერი --------------------- 1. ამ თვეში ხდება თესვა. გაიხსენე ის მთესველი, რომელიც თავის თესლს თესავს ადამიანების სულში როგორც თავის ყანაში. გაიხსენე ძე ღვთისა , თესლი კი უფლის სიტყვაა. ყველა სიტყვა, რასაც ჩვენ ამქვეყნად ვისმენთ, რომელიღაც თესლია, რომელიც ჩვენს სულებში ეცემა. და თუ ეს სიტყვები უფლის სიტყვები არ არის, მაშინ მისგან ჩვენს სულებში საერეველები აღმოცენდება. 2. ბრძენი სახლისკაცი თესვის წინ თესლს გადაარჩევს, საუკეთესოს ამოარჩევს ყანაში დასათესად. იყავი შენც ბრძენი და სიტყვათაგან საუკეთესონი გამოარჩიე, საუკეთესო კი უფლის სიტყვაა და ასე ჩათესე იგი შენს სულში. 3. წაიკითხე უფლის ჩვენის იესო ქრისტეს სახარება, არცერთ წიგნში არ არის იმდენი უფლის სიტყვა თავმოყრილი,რამდენიც ახალ აღთქმაში. აქ არ გჭირდება არაფრის შერჩევა, აქ უკვე ყველაფერი შერჩეულია: ჭეშმარიტი და ჯანმრთელი სიტყვა უფლისა. იგივე სიტყვები მოისმინე ეკლესიაში მოძღვრის ქადაგებისას, და თუ გნებავს ღვთის სიტყვის უფრო ვრცელი განმარტებანი, იკითხე მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა მამათა ნაშრომები. ასე დაეცემა შენს სულის ყანაში უფლის სიტყვა, როგორც თესლი. 4. მაგრამ დათესვამდე ხდება ყანის მოხვნა და ბარვა. თუ შენი სული მოიცვა სარეველებმა, უნდა ამოძირკვო ისინი, ამოთოხნო და კეთილი თესლისთვის მოამზადო მიწა. ეს არ არის მარტივი საქმე. მაგრამ უფალი ეხმარება მას, ვისაც უნდა საკუთარ სულს მიაწოდოს მისი სიტყვები.ამაში კი ეჭვი არ შეგეპაროს. ნოემბერი ------------ 1.ამ თვეში ხეები უფოთლონი არიან, განძარცვულნი გარეგანი მშვენებით. ისინი სიკვდილს უფრო ჰგვანან,ვიდრე სიცოცხლეს, მთელი მათი სასიცოცხლო ძალა შიგნით ჩაუხვევიათ და გარეგნულად სიკვდილს დამგვანებიან. გარედან უძლურნი, შიგნით კი ძლევამოსილნი. მათი ყველა სილამაზე შიგნით ჩახვეულა და დამალულა.ეს კი შენთვის ცხოვრების სწავლებად მიიღე! 2.იფიქრე გარეგნული სილამაზის წარმავლობაზე. ასევე წარმავალია ფოთლები ხეთა და ყვავილნი მინდორთა. თუ შენ უკვე დათესე უფლის სიტყვის თესლი შენს სულში, დაივიწყე გარეგნულობა, ჩაიხვიე და გაამყარე შენს სულში და დაისვენებ, რამეთუ სიტყვა ღვთისა ჩაეცა შენს სულს. 3.დაე მრავლდეს და მრავლდეს ღმერთის სიტყვა შენში, შენ კი მიხედე მათ, მოუარე, ლოცვებით მორწყე ისინი, დაიცავი, რომ უცხო, ბოროტმა, არაღვთიურმა თესლმა არ დაასწროს აღმოცენება და გამრავლება. 4. როგორც ნოემბერში ხე არ სწუხს თავის გარეგნობაზე, ასევე შენც ნუ შეწუხდები სხეულის გარეგნულ მორთულობებზე, ამით შენ მკვდარს არ დაემსგავსები,არამედ იცოცხლებ უფალში.როცა ამას მიაღწევ, დაეუფლები სულიერ სიმშვიდეს და სიხარულს , და შენს თავს ძლიერად იგრძნობ. დეკემბერი --------------- 1. მოვიდა თოვლი და ყველაფერი დაფარა. მთელი ბუნება თოვლის ქვეშ განისვენებს, როგორც მიცვალებული მარმარილოს თეთრი ფილის ქვეშ. თუმცა ამ სამარის ქვემოთ მოქმედებს მთელი ბუნების სრული ძალა და ემზადება აღსადგომად, როგორც კი გაზაფხულის მოსვლა თეთრ საფარველს მოაცილებს. დაფარე შენაც შენი სიკეთე და მადლი გარეგნული გულგრილობით და სიჩუმით , ღვთის სიტყვა შენში ფესვებს იდგამს და ემზადება გასაზრდელად,სიმაღლის მისაღწევად, როგორც კი ამისათვის შესაფერისი დრო დადგება გამოჩნდება კიდეც. 2. როდესაც გარეთ სიცივეა, კაცი ყველაზე მეტად სახლში ცეცხლის პირას ყოფნას ამჯობინებს, ასევე სულიერი ადამიანი ჩაეფლობა საკუთარ თავში,სადაც ის თავის თავს ყველაზე მეტად მოხერხებულად, თბილად და დაცულად გრძნობს. გარე სამყარო მისთვის ერთფეროვანია, მისთვის სულერთია. ის სასწაული, რასაც თვით საკუთარ თავში აღმოაჩენს, სხვა სასწაულებზე მეტია. 3.დაინტერესებული ხარ იმით, რაც შენშია, და არა იმითი, რაც ირგვლივ ხდება. ემსგავსები საკუთარ დედას, როცა იგი შენ გულის ქვევით გატარებდა, სანამ შენ მასში იზრდებოდი. დედა მთელი თავისი ფიქრებით შენზე ზრუნავდა, გიფრთხილდებოდა, მთელი სამყარო მისთვის უფასური იყო, მხოლოდ შენ გქონდა მისთვის ფასი, თუმცაღა ის შენ თვალით ვერ გხედავდა, მხოლოდ გრძნობდა შენ. 4. შენში რაღაც იზრდება. ღვთის სიტყვისაგან შენში , როგორც კეთილი თესლისაგან რაღაც იზრდება, ღმერთკაცი, ღვთისშვილი...ისევე როგორც შენი დედა გრძნობდა შენ მასში , ასევე შენ აღიქვამ შენში უფალს და უფალში საკუთარ თავს. ეზიარე და გააძლიერე ღვთიური სასწაული შენში. შეამკე იგი ქებითა და ილოცე მის მიმართ, გაბრწყინდი სიყვარულით. ის კი შენ უფრო მეტად გაკურთხებს და გაგანათლებს. იანვარი ----------- 1.ეს თვე იწყება უფლის წინდაცვეთის დღესასწაულით. შენც დაცვითე შენს სულში ყოველი,რაც არ არის ღმერთისგან, ღმერთის ხათრით და ღმერთისათვის. მაცხოვრის (*Спаситеља) წინდაცვეთა იყო მხოლოდ სხეულებრივად, რამეთუ მის წმინდა და ნათელ სულს არ ესაჭიროებოდა წინდაცვეთა. მან თავისთავზე დაუშვა სხეულებრივი წინდაცვეთა, არა იმიტომ რომ სხეულით წინდაცვეთილიყო, არამედ იმიტომ რომ გაეღვიძებინა შენში შენი სულიერი წინდაცვეთა. მისთვის ეს საჭირო არ იყო, შენთვის კი შესაძლებელი და აუცილებელია. 2.იანვრის ყინვა, რომელიც სხეულს აკრთობს და ავიწროვებს, შეგახსენებს შენ ცდუნებათა შესახებ., რომელიც შენ შენი სრულყოფილებისა და გადარჩენის გზაზე გხვდებიან (*პირდაპირ თარგმანში - გირტყამენ, ударају) . ვისაც უნდა რომ გადარჩენს, ის დევნილი უნდა იყოს,ამბობს უფლის მოციქული. თვით უფალმა კი ასე უთხრა მის მოციქულთ: თქვენ შეგიძულებთ ქვეყანა. ეს სიძულვილი კი,მიმართული ღვთისმოსავთა და ღვაწლიანთა მიმართ, წააგავს იანვრის ყინვას. დაე ნუ შეგაშინებს ეს ყინვა შენ! ყველაფრის მხილველი ხედავს შენს ცდუნებებს და ავალებს მის ანგელოზებს გაგამხნევონ და დაგიცვან ბოროტის ზრახვებისაგან. 3. როდესაც ქვეყანა შენს სიყვარულზე უარს ამბობს, შენ ეძიე ღვთის ხალხი. როდესაც ქვეყანა შენ გამცირებს, მიეახლე იმას (*იგულისხმება უფალი ალბათ,რადგან ნაცვალსახელი "იმას" დიდი ასოთი იწყება), ვინც შენ გაფასებს. როდესაც შენ ადამიანთა ან დემონთა ყინვა გიმსჭვალავს გვერდებს, მამის (*ღმერთის) ფრთის ქვეშ შეაფარე თავი. 4. დაფიქრდი დროზე გრძელი და სივრცეზე ფართო სულით და აღმოჩნდები ღმერთში. იქნები ისე ,თითქოს აღარ ხარ, უფალი დაიკავებს შენს ადგილს, დარჩება ღმერთი შენს ადგილას და წუთისოფელი (*ქვეყანა) ვერაფერს დაუშავებს მას. შენ დაფარული იქნები უფლით, და თითქოს აღარ ხარ. როდესაც ამგვარად შენ უარს იტყვი საკუთარ თავზე და დაიფლობი ღვთის უკიდეგანო არსებაში, მაშინ გიბოძებს შენ უფალი ახალ მეს,ახალ ნათებას და ახალ დიდებას. თებერვალი --------------- 1.ვზეიმობთ მირქმის დღესასწაულს. ეს ზეიმი არ ნიშნავს მხოლოდ ისტორიული მოვლენის გახსენებას, ანუ მართალი სვიმეონის მიერ ყრმა უფლისადმი მიგებებას. მირქმის დღესასწაული უნდა ვიზეიმოთ როგორც საკუთარი , პირადი შეხვედრა დიდებულ მეუფესთან და ღმერთთან ჩვენთა. ეს შეხვედრა მისთვისაც გასახარებელია, და თუ შენ გადადგამ ერთ ნაბიჯს მის შესახვედრად, ის ორი ნაბიჯით წამოიწევს შენსკენ. 2.გაიხსენე ქრისტეს მოწმობა იმის შესახებ, თუ როგორ ჩქარობს ციური მამა თავისი გზააცდენილი, მაგრამ მონანიე შვილის შესახვედრად. როდესაც დარცხვენილი შვილი დაუბრუნდა მამას თვისას, შორიდანვე დაინახა მამამ იგი, შეეგება და ეამბორა. ასევე შენი ციური მშობელი იჩქარვის შენსკენ , რათა მიგიღოს ისევ და ცრემლიანს განუგეშოს. 3.შეუწყვეტლივ ამბობდე აღსარებას შენივე გულში, შეუწყვეტლივ იყავი სინანულში და შეუწყვეტლივ ილოცე. თუ ასე იმოქმედებ, ერთ დღესაც შეამჩნევ, რომ მამამ შენმა ისწრაფა შენსკენ და მოაღწია შენამდე, რომ ჩასახლდა შენში ძითა თვისითა და წმინდითა სულითა. იზეიმებს გული შენი, შენ კი სიხარულის ცრემლებით ადიდებ შენს შეხვედრას უფალთან. მარტი -------- 1.მარტში ვზეიმობთ ხარების დღესასწაულს. ვზეიმობთ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამზე ღვთის მაცნის გამოცხადებას. ამ თვეში მთელი ბუნება შენს ირგვლივ გაგიცხადებს უფლის სასწაულმოქმედი საიდუმლოს კეთილ ამბავს. ის რაც მიწის ქვეშ გათოშილი და მკვდარი იყო, გაცოცხლდა და გამწვანდა. შეათვალიერე შენც შენი სული და გალხვი, რამეთუ მასში გაცხადდა ხარება. ნუთუ ამითი არ უნდა გაღვივდეს და აღმოცენდეს შენში ღვთის სიტყვის თესლი, რაც ცდუნებათა ქარიშხლებით მიქუჩულიყო და რაც წუთისოფლის სიცივით გაყინულიყო? 2.ყველაფერი მწვანდება და ცოცხლდება, როცა შეინარჩუნებ იმედს შემოქმედი უფლისას და არ ჩავარდები სასოწარკვეთაში. შემოღობე და მიხედე შენი სულის ყანას. მარტში მძიმე ბოძებით ამაგრებენ მამულების,ბაღების, ბოსტნების ღობეებს, ასევე გააკეთე შენც შენი სულისათვის. შეევედრე შენს მფარველ ანგელოზს დაგეხმაროს სულიერი სამაგრის გამყარებაში.უფრო სწორად, შენ მიეხმარე მას , ის კი უფლის სახელით ყველაფერს გააკეთებს შენთვისაც და ღმერთისთვისაც. 3.გაზაფხული მეორედ თესვის ჟამია. როგორც მიწიური თესლია სხვადასხვა ჯიშის,ასევე სხვადასხვაა ციური თესლიც. თუ შენ პირველადი თესვის დროს დათესე რწმენისა და იმედის თესლი, ახლა დროა დაითესოს შეწყნარების, სიკეთის, სიყვარულის თესლი: მთავარია შენს სულში ჩათესო უფლისმიერი თესლი. რწმენა და იმედი ზამთრის წინ დათესილს წააგავს, თუ ის გადაურჩება ზამთრის სიცივეს და უამინდობას, მაშინ სიხარულით თესე შენს სულიერ ყანაში სულიერი ხილი და ყვავილები. 4.წმინდა წერილის კითხვით შეიყვანე სულში უფლის სიტყვა . არ შეწყვიტო ,სანამ შენი სულის ყოველ ნაწილში არ ჩაისახება უფლის სიტყვის მარცვალი აპრილი ---------- 1.წითელი პარასკევი და აღდგომა უწევს ძირითადად ამ თვეში. თუ შენი სულიერი ხედვა თანახლავს განკაცებული ძე ღვთის მიერ განვლილი გზის ყოველ ნაბიჯს: ბეთლემიდან გოლგოთის ჯვრამდე მისი დიდებული აღდგომის ჩათვლით, გებოძება სიწრფელე და ნუგეში, ძალა და სიბრძნე, სიხარული და სიყვარული. 2.ის არაფერს არ ელოდება შენგან, გარდა მის მიერ შენდამი სიყვარულის შენსმიერი პასუხისა. გიყვარს იგი? და გინდა რომ გიყვარდეს? ის კი ელოდება შენს პასუხს: ან კი ან არა ! რასაც ის შენგან ელოდება , სრულიად ბუნებრივია და ნურაფერს დაინახავ მასში არაბუნებრივს. ჩვეულებრივია გვიყვარდეს ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ. და შენ თუ არ გიყვარს ქრისტე, აი ეს არის მხოლოდ არაბუნებრივი. 3.თუ შენ მას ახლიხარ მის მიერ გავლილ გზაზე, იცოდე რომ ყველა მისი ნაბიჯი , ყველა მისი სიტყვა, ყოველი მისი საქმე და ყოველი მისი ვნება შენდამი სიყვარულის გამო იყო. მარადიული დიდებიდან ის დედამიწაზე დაეშვა და სხეულით მოგევლინა - მხოლოდ შენი სიყვარულის გამო. ის იყო დამცირებული, ნაცემი, ჯვარსგაკრული შენდამი ნატიფი სიყვარულის გამო, რათა აღსდგე შენ სულიერი სიკვდილისაგან. 4.მოაცილე შენს გულს ყინული და შენი გონების წყვდიადი გაფანტე და შეიყვარე ის, ვისაც შენ უყვარდი, ვისაც შენ უყვარხარ შეუდარებელი და ჩვენი აზრისათვის ჩაუწვდომელი სიყვარულით. მაისი ------- 1.ვზეიმობთ უფლის აღდგომას. მაცხოვარმა დაასრულა მისი შემოქმედება მიწაზე, ამაღლდა ცად და დაბრძანდა მამა ღმერთის მარჯვნივ. ამაღლდი შენც შენი გულით ცათამდე , შენი ლოცვით და შენი ფიქრებით. შენსკენ, მხოლოდ შენსკენ ჩემო მოყვარულო და ჩემო მეუფეო ! ასე უნდა იმეორებდე ხშირად, სადაც ის არის - იქ არის შენი სამშობლო და ყოველივე შენი. 2.მისი სამშობლო შენი სამშობლოა. ასე უნდოდა მას და ასე სურდა, ამიტომაც ილოცავდა იგი თავისი მამის მიმართ: მამაო, ისინი ,ვინც შენ მე მიბოძე, იქ იქნებიან სადაც მე ვარ! ეს არის ნება და სურვილი იმისა , ვისაც შენ მოსიყვარულე სიყვარულით უყვარხარ, ისეთი სიყვარულით, რომელიც აჭარბებს ყველა სასიყვარულო ოცნებას დედამიწაზე - მის დროებით სამშობლოში. 3. ის იცქირება, ის გელოდება. არავინ არ გიცქერის შენ ისე ამ ქვეყნად, როგორც ის თვითონ და არავინ არ გელის შენ ამქვეყნად იმხელა სიყვარულით და სიხარულით, როგორც თვითონ ის. გამოგიწოდა ხელი, შენც მიეახლე. შენ მას თვისივე ანგელოზთა აღმატებულად უყვარხარ, რამეთუ მან შენთვის დაღვარა სისხლი და არა ანგელოსთათვის. 4. დაე, დაინახონ დიდება ჩემი ისეთი, როგორც შენ მე მიბოძე, მამაო - უთხრა უფალმა მამას მისას. მას სურს შენ შეგიყვანოს ისეთ დიდებაში, რაც ჯერ თვალს უხილავს, ყურს არ სმენია , ადამიანს არ მოფიქრებია. არაფერს არ ითხოვს შენგან, მიიღე მხოლოდ მის მიერ გამოწვდილი სიყვარული, რათა შემდგომ გძალგიძდეს მისივე დიდების გაზიარება. ო, მიწაო, ო, ადამიანთა ცდუნებავ! ქრისტეს სიყვარულის ერთ წუთსაც კი არ ღირხარ! ივნისი --------- 1.მოციქულთა თვეა. მოციქულთა მარხვა.მოციქულთა ვნება (*страдање). მოციქულთა დიდება. თუ შენ უბრალო ადამიანი ხარ, ოდნავადაც არ დამწუხრდე მაგაზე. ქრისტეს მოწაფენიც უბრალო ხალხი იყვნენ, მაგრამ სულიწმინდით ისინი მთელი სამყაროს განმანათლებლები და მასწავლებლები გახდნენ . ისინი იესოს სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობდნენ, ამისთვისაც ებოძათ თვით ქრისტესგან ყოველი სიკეთე: ჭეშმარიტებაც, სიბრძნეც, შეძლებაც და სასწაულმოქმედებაც. განათლებულ ფილოსოფოსებს არ განუნათლებიათ ქვეყნიერება,არამედ ღვთის მოციქულებმა - უბრალო ადამიანებმა. 2.თუ ქრისტეზე მიბაძვა არ გძალგიძს, მოციქულთ მაინც მიბაძე, მოციქული პავლე ამბობდა : შემხედე მე ისე, როგორც მე ქრისტეს ვუყურებ. თუ შენ ცოდვილი კაცი ხარ, ნუ წარიკვეთ სასოს ამის გამო. თვით მოციქული პავლე აღიარებს , რომ ცოდვილი იყო და ცოდვილთა შორის უპირველესი. მაგრამ ჭეშმარიტებამ და სიყვარულმა განბანა ის ცოდვებისაგან. 3.და შენც, რაც არ უნდა ცოდვიანი იყო, შეიცან ჭეშმარიტება და იგივე ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ ცოდვისაგან. აავსე შენი გული უფალი იესო ქრისტეს სიყვარულით და ეს სიყვარული გადაიქცევა ყოველი ბიწის მწველად შენში. 4.თავი დაიცავი ცდუნებისაგან. რაც მეტი და მწიფე სულიერი ხილია შენში, მით მეტია დემონის შემოტევა შენივე მიმართ. რაც მეტად ხარ სულიერად აღჭურვილი, მით უფრო მეტად გიტევს ბოროტი. ამპარტავანია ეს თვე. ამპარტავნობის სიმძიმე კი მხოლოდ უფლისადმი ლოცვით მსუბუქდება, სინანულით და ზიარებით სძლიე მას. ღმერთი დაგეხმარება, ნუ შეშინდები! ივლისი ----------- 1. ეს არის ძირითადად გვალვების თვე. ხალხს ეშინია სიცხემ ნათესები არ გაუჩანაგოს. ღმერთს წვიმის მოსვლას შესთხოვენ. დაიცავი შენი სული ვნებათა გვალვებისგან. ბოროტი სული დაგლახვრავს ხან უეცარი უამინდობით, ხანაც აუტანელი სიცხით. ხან ცეცხლში ჩაგაგდებს,ხანაც მომეტებული წყალდიდობით წაგლეკავს. იღვაწე, რომ არ გაგინელდეს გული და არ განიდევნოს სიყვარული, იშრომე რომ არ დაანთოს შენს სულში ვნების ცეცხლი და არ ამოგწვას. 2. ნუ ჩავარდები ქალისთვის ვნებებში. ქალმაც უნდა იზრუნოს მისი სულის გადრჩენისთვის, ნუ აცდუნებ მას. მასაც იგივე სხეული აქვს , როგორც შენ, განკუთვნილი მიწისა და მატლისათვის. ნუ მიეცემი ვერცხლთმოყვარეობის ვნებას, რომელიც ყოველი ბოროტის დასაბამია. ნუ მიეცემი დიდების მოყვარეობის ვნებას, არამედ მუდამ გახსოვდეს ქრისტეს მუდმივი დიდება. ნუ მიეცემი ნაყროვანების ვნებას, მაგით შენი გული ძნელად გასაღები ხდება უფლისთვის. ღმერთმა გასწავლა შენ: ნუ დაამძიმებ შენს სულს გემოთმოყვარეობითა , მემთვრალეობით და ამა სოფლის მაცდუნებლებზე ფიქრით, იცოდე და დაიხსომე: ყოველი ვნება ეშმაკის ცეცხლის ალია, რომლითაც დემონი შენს მთლიან სულს დაწვავს. 3. ყველაზე მძიმე ცდუნება მოდის სიყვარულისგან დაცლილი, გაცივებული გულისაგან და აგრეთვე დემონის მოგონილ ვნებათა ცეცხლის მიერ დამწვარი გულისგან. ამ ორ უბედურებას კი უნდა ებრძოლო საპირისპიროთი: არ გააცივო გული ღვთის სიყვარულისგან და არ აანთო ეშმაკის ვნების ცეცხლით. 4. ხშირად შეხედე იესო ქრისტეს ჯვარცმას, ხშირად შეხედე ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის ხატებს. იფიქრე უფლის წმინდა ანგელოზებზე. ილოცე უფლის წმინდანთა მიმართ, რომლებიც დაიცავენ შენს გულს დემონური სიცივისაგან და დემონური ცეცხლისაგან. მთლიანად მიენდე ქრისტეს და ნუ გეშენია. აგვისტო ------------ 1. ვზეიმობთ უფლის ფერიცვალებას, ასევე უნდა მოვიმოქმედოთ ჩვენც. მიწიერი ცხოვრების დასასრულის წინ უფალმა ქრისტემ ფერი იცვალა. შენთვისაც ამასოფლის დასასრულია. თუ ადამიანური დროთაღმწერით ჯერ კიდევ 50 წელი გაშორებს ამქვეყნიური სიცოცხლის დასასრულს, ღმერთის დროის საზომით იქნებ 50 წუთზეც ნაკლებია. იფიქრე მოახლოებულ სიკვდილზე. ეგებ ჯერ არ მოახლოებულა , მაგრამ ყველა მხრიდან გარემოგიცავს იგი შენ. გახოსვდეს სიკვდილი ! შენი თავი დაინახე სოფლად მკვდარი და უფალში ცოცხალი. 2.თაბორის მთაზე ფერიცვალებისას უფალი იესო გარდაცვლილებთან: მოსესა და ილიასთან , ლაპარაკობდა. შენც გახსოვდეს გარდაცვლილები. გაიხსენე შენი მეგობრები და ახლობლები, რომლებიც შენ იმქვეყნად გელოდებიან და ღმერთს ევედრებიან რაც შეიძლება მალე შეგახვედროს მათ. განსაკუთრებით გახსოვდეს ის მართალი ხალხი, მართალი დედები, მართალი გოგონები - ღვთის რჩეულები, წმინდა უმწიკვლო, უცოდველი ბავშვები, რომლებიც შენზე ადრე გადასახლდნენ სასრულიდან დაუსრულებელში. მოეკვეთე ქვეყანას და სასწრაფოდ მოემზადე გზისთვის. 3. კიდევ უფლის რამდენიმე წუთი და შენ აღმოჩნდები მეორე მხარეს, გარდაცვლილთა კრებულში, შენ იქ წარსდგები ჩაცმული თუ შიშველი, სუფთა თუ დასვრილი, გარდაქმნილი თუ გარდაუქმნელი, უფლის შვილი თუ ჯოჯოხეთის ნაწილი - ეს ჯერ კიდევ უცნობია. ან მოიგე ყოველი, ან დაკარგე ყოველი. ცოტაც კიდევ და თამაში დასრულდება. შეკრთი შიშით და შეევედრე ქრისტე ღმერთს შენი გადარჩენა. იყვირე : მიხსენ მე უფალო , მე დაღუპული! გაფრთხილდი, ის შენ ხელს გამოგიწვდის და როგორც პეტრეს , ისე მოგმართავს: რამ შეგაშინა ? ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ! მიიღეთ ,ღვთის შვილებო, წმინდა ჟიჩიდან ეს რჩევანი და კურთხევა. (*ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მადლად შეგწეოდეთ წმინდა ნიკოლოზ სერბის ლოცვანი) კვირის დღეები (* ორიგინალში მოცემულია აგრეთვე ლოცვანი სრულყოფილად, მაგრამ ეხება მონაზვნებს და ამიტომ მხოლოდ რაც საერო პირთათვისაა განკუთვნილი, იმას მოვიყვან აქ). ორშაბათი ------------- ეს დღე ეძღვნება ციურ უსხეულო ძალებს : მთავარანგელოზებსა და ანგელოზებს. ამიტომაც ორშაბათობით აღვამაღლოთ ჩვენი გონება ცად. გვიხაროდეს და გვიკვირდეს ანგელოსთა სილამაზე და უკვდავება. ყოველდღიური ლოცვების ერთად ამ დღეს არაერთხელ მოვიხსენიოთ წმინდა ანგელოზნი , და ვილოცოთ მათ მიმართ დაახლოებით ასეთნაირად ( * შეგვიძლია წავიკითხოთ მთავარანგელოსთა და მფარველ ანგელოზის მიიმართ არსებული ლოცვები) : წმინდა მთავარანგელოზნო და ანგელოზნო, ილოცეთ ჩემთვის, ცოდვილისათვის უფლის წინაშე. წმინდა მთავარანგელოზნო და ანგელოზნო, ილოცეთ ჩემი ხსნისათვის. წმინდა მთავარანგელოზნო და ანგელოზნო, ილოცეთ, ილოცეთ ჩემი ხსნისათვის. თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის მხედართმთავარნი, მე კი სუსტი და უძლური, შემეწიეთ მე. თქვენ ხართ ნათელი სანთელნი უფლის წინაშე ანთილნი, მე კი პტარა სანთელი ქართა შორის. შემეწიეთ მე, რათა არ ჩაქრეს ჩემში ნათელი. წმინდაო მთავარანგელოზნო მიხეილ და გაბრიელ, იყავით ჩემი მეოხე, რათა არ შევფერხდე მე ცოდვილი. ანგელოზო ჩემო, მფარველო ჩემო, მაცილე მე ყოველგვარ განსაცდელს გევედრები. ამინ. სამშაბათი ------------ სამშაბათი დღე ეძღვნება წმინდა იოანე ნათლისმცემელს. ამიტომაც ამ დღეს უნდა მის მიმართ ვილოცოთ . დღის განმავლობაში ბევრჯერ მოვიხსენოთ სახელი მისი, შევთხოვოთ იყოს მეოხე ჩვენი უფლისა მიმართ : წმინდაო იოანე ნათლისმცემელო, ილოცე უფლის მიმართ ჩემთვის ცოდვილისათვის. წმინდაო იოანე ნათლისმცემელო, ილოცე უფლისა მიმართ ჩემთვის ცოდვილისათვის. წმინდაო იოანე ნათლისმცემელო, ილოცე უფლისა მიმართ ჩემთვის ცოდვილისათვის. (* აქ კი ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ) >>>>>ყოვლადწმინდა ქალწულო მიხსენ მე. ოთხშაბათი -------------- ოთხშაბათი ეძღვნება ჯვარს და ქრისტეს ვნებას. ოთხსაბათს ქრისტეს გამყიდველმა მიიღო 30 ვერცხლი თავისივე უფლის გაყიდვისათვის. ამ დღეს მუხლს ვიდრეკთ ჯვრის წინაშე და ვმარხულობთ. დღეში რამდენჯერმე ვეთაყვანებით ცხოველმყოფელ ჯვარს და ვლოცულობთ მის მიმართ. ხუთშაბათი -------------- ეძღვნება წმინდა მოციქულთ და წმინდა ნიკოლოზს. მოიხსენიეთ და ილოცეთ ქრისტეს წმინდა 12 მოციქულისა და წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის მიმართ. საკუთარი სიტყვებით მაგალითად დაახლოებით ასე; წმინდანო, დიდებულნო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულნო , ილოცეთ ჩვენთვის ცოდვილისათვის (*სახელები ან დათა, ძმათა, დედათა და ა.შ.). პარასკევი ------------ პარასკევი ეძღვნება პატიოსან ჯვარს და უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მოწამეობრივ გარდაცვალებას. მართლმადიდებელი ქრისტიანნი ამ დღეს მარხულობენ და პატიოსანი ჯვარს თაყვანისცემით მიაგებენ პატივს. გონებრივად იყავი ჯვრის ქვეშ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ერთად. დღის ლოცვებთან ერთად ილოცეთ ჯვრის მიმართ ლოცვებით. გახსოვდეთ ქრისტეს წამება და თქვით: ქვეყნიერების ცოდვებისთვის შენ ჯვარს ეცვი, უფალო ჩემო, მიუტევე ყველას. ჩვენი ცოდვებისთვის შენ ეწამე, უფალო, შეგვიწყალე ცოდვილნი. საშინელი იყო უფალო, შენი წამება ჯვარსა ზედა. საშინელი იქნება შენი სასამართლოც. უფალო, შეგვიწყალე და გვიხსენი ჩვენც უცოდვილესნი. მოწყალებითა, მოწყალებითა, მოწყალებითა უფალო. ამინ ! შაბათი --------- შაბათი ეძღვნება ქრისტესთვის წმინდა მოწამეთ და ყველა წმინდანთ. ასევე ყველა ქრისტესმიერ მიცვალებულთ. ამ დღეს ყოველდღიური ლოცვების ერთად ვადიდებთ წმინდანებს, ხმამაღლა ან გულში, დაახლოებით ასე: წმინდა წმინდანნო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენსა სულთა ჩვენთათვის. კვირა -------- კვირა არის ქრისტეს აღდგომის დღე. ქრისტე აღსდგა! დღე ქრისტეს გამარჯვების - ქრისტე იმარჯვებს!. დღე ქრისტეს დიდების - ქრისტე დიდდება ! დღე ქრისტეს ზეიმის - ქრისტე ზეიმობს! დღე სიკვდილის დათრგუნვის - სიცოცხლე გაბრწყინდება ! დღე დედობრივი სიხარულის - ღვთისმშობელი ცრემლებს მოგწმინდავს ! დღე ბავშვთა მხიარულების - ბავშვთა მოყვარე აღსდგა ! დღე მარადიული ხედვის - გაახილე თვალი და იხილე ! დღე სიმართლის აღსრულების - სიმართლე სძლევს უსამართლობას ! დღე ჭეშმარიტების გაცხადების - ჭეშმარიტება ანათებს სიბნელეს ! დღე ქრისტეს ღვთიურობის აღიარების - ღმერთი ქრისტეში ცხადდება ! დღე კაცთა წარმომავლობის განცხადებისა - უფლის შვილები ვართ ! დღე ანგელოსთა მოვლინებისა - ძმანი ვართ ანგელოსთა ! დღე საიდუმლოს განხსნისა - ზეცაა ჩვენი მამული ! დღე სიყვარულის დიდებისა - სიყვარული სიკვდილზე აღმატებულია ! დღე მკვდრეთით აღდგომისა ! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th August 2025 - 11:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი