IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები, აქ განვათავსოთ,როგორც შევთანხმდით
guest
პოსტი Feb 12 2008, 03:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



აქ განვათავსოთ ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები და იყოს როგორც "საცავი ბიბლიოთეკა" smile.gif

თხოვნა თამართან (ცქნაფო) : შეძლებისდაგვარად, რამდენადაც დრო საშუალებას მოგცემს გადახედე გთხოვ , სტილისტიკურად ესაჭიროება შესწორება და მერე შევცვალოთ ჩასწორებულით. ეს თხოვნა ეხება ყველას, ვისაც ქართული ენის კარგი ცოდნის პრეტენზია აქვს, მოკლედ, ყველას შენიშვნებს ვღებულობთ smile.gif

ვიწყებ მოგროვებას, რაც ამ ფორუმზე დევს. ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი რაცაა ის ვიცი, თქვენაც გაიხსენეთ, რა გაქვთ განთავსებული და აქ მოიტანეთsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Feb 12 2008, 05:58 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



(* თარგმნის დროს არ მქონდა სახარება ქართულ ენაზე,ამიტომ სახარებიდან მოყვანილი ციტატების არაორიგინალურობისათვის ბოდიშს ვიხდი. )


წმინდა ნიკოლოზ სერბის სწავლებანი

მამაო ჩვენო

ქრისტიანო, როცა წარმოთქვამ ამ სიტყვებს : "მამაო ჩვენო", ამით შენ აღიარებ, რომ შენი ზეციერი მამა ამავე დროს მამაა შენი მოსამსახურის თუ უფროსის, ავადმყოფი მეზობლის თუ მდგმურის. შენ ხომ ძე ღვთისამ ასე დაგიტოვა სათქმელად : მამაო ჩვენო და არა მამაო ჩემო!

ორი აზრი და ორი გრძნობა. პიველი აზრია: უფლის მამობრიობა, მეორე აზრია : უფლის შვილთა ძმობა. პირველი გრძნობაა: შვილის სიყვარული მამის მიმართ, მეორე გრძნობაა: ძმური სიყვარული ძმათა მიმართ. ამ ორი ძირითადი და დიადი აზრისა და გრძნობისგან გამომდინარეობს მამისა და ძმათა მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.

და შენ ქრისტიანო, თუ მუდამ გემახსოვრება ეს ორი ძირითადი აზრი და მუდამ დაიცავ შენს გულს, რომ ეს ორი გრძნობა მასში არ განელდეს, ყველა შენი საქმე იქნება კეთილი და სუფთა, როგორი კეთილისმომტანი და კამკამაც სუფთა და სწრაფი წყაროს წყალია. შენი მთელი სიცოცხლე იქნება როგორც ლექსი, რომელსაც სიკეთით გარითმავენ შენს ირგვლივ მყოფი შენი ძმები. მხოლოდ ასე იქნება ადამიანთა ურთიერთობა წარმოუდგენლად საუკუთესოდ მოწესრიგებული და ულამაზესი.

თუ შენ კითხულობ, მამაო ჩვენოს, და ღმერთზე არ ფიქრობ, როგორც მამაზე, თუ შენ შენს მეზობელს უყურებ როგორც უცხოს, ყველა შენი საქმე იქნება უკუღმა, შენი გზა დაემსგავსება კაენის გზას, შენი ცხოვრება იქნება ბინძური წყაროს ამღვრეული წყალი, შენი დასასრული კი ემგვანება იუდას დასასრულს.

და თუ შენ ქრისტიანად იწოდები, და არ კითხულობ მამაო ჩვენოს, მაშინ შენ ხარ უკომპასო მოგზაური ზღვაში და სიბნელეში, ქარიშხალში მდგომი პოლარული ვარსკვლავის გარეშე, სასოწარკვეთაში, დაკარგული შეგნებით - საიდან, რატომ და ვისთან მიემგზავრები.

სულის ჰიგიენა

ჰიგიენაში იგულისხმება მეცნიერება სხეულებრივი ჯანმრთელობისა და უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ავადმყოფობებისაგან სხეულის დაცვის შესახებ სწავლება. სხეულის ჰიგიენა სულის ჰიგიენის მსგავსია. რამდენადაც სული სხეულზე მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანია სულის ჰიგიენაც სხეულის ჰიგიენასთან შედარებით.

სხეულის ჰიგიენის დასაცავად აუცილებელია სამი რამ, რის გარეშეც სხეული ჯანმრთელობას ვერ შეინარჩუნებს, ესენია: სინათლე, წყალი და საკვები. ასევე სულის ჰიგიენისთისაც აუცილებელია სამი მთავარი რამ, რომელთა გარეშეც სული ჯანსაღი ვერ იქნება, ესენია: ღმერთი, ლოცვა და უფლის სიტყვა.

ღმერთი სულისთვის იგივეა, როგორც სინათლე სხეულისთვის.

ლოცვა სულისთვის იგივეა, როგორც ჰაერი სხეულისთვის.

ღვთის სიტყვა სულისთვის იგივეა, როგორც საკვები სხეულისთვის.

სულის სინათლე

ღმერთი სულის სინათლეა. რამდენადაც მეტად იმყოფება სული სინათლეში , მით უფრო ჯანმრთელია ის, მხიარული და ძლიერი. ღმერთი გონიერი სინათლეა, რომელიც ყველაფერს განმჭოლად ხედავს და უყურებს . ღმერთი ხედავს და უყურებს კაცთა აზრებს, სურვილებს, მიზნებს.

ღმერთი ხედავს ! როცა ადამიანს შეგნებული აქვს, რომ უფალი ხედავს, ის მაშინ ცუდ აზრებს, ცოდვიან სურვილებს თუ უსამართლო მისწრაფებებს ირცხვენს. ასე ვლინდება ადამიანში ღვთის შიში, რომელიც სულს წმინდავს. სიბრძნის დასაწყისი უფლის შიშია.

ღმერთი ხედავს. მისი ხედვა მზეზე გამჭოლია. მის ხედვას ვერაფერი დაემალება. და როგორ უნდა დაემალოს? ღმერთისგან დამალვა იგივეა ვით ხრწნა. სხეულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მედიცინის მასწავლებლები გვირჩევენ მზეზე ყოფნას, რათა გამხნევდეს სხეული და შხამისგან გათავისუფლდეს. მართლმადიდებლური სწავლება დასაბამიდან ურჩევს ხალხს გაუღონ ღმერთს სულის კარები, რათა დასხივდნენ უფლის სინათლით, რომელიც დაწვავს ყველაფერს ავადმყოფურს მასში , ყველაფერს რაც ბინძური და ცოდვიანია.

ღმერთი ხედავს. თუ შენ მიხვედრისთვის ჭკუა გაგაჩნია , გაიხსენე, რომ ღმერთი ხედავს!

ღმერთი ხედავს. თუ შენ გიხარია სხვისი უბედურება, თუ შენ არ ხარ მოწყალე ღარიბთა მიმართ, გაიხსენე, რომ ღმერთი ხედავს !

ღმერთი ხედავს. თუ შენ გამოგეცხადა ამპარტავნების ან ვერცხლთმოყვარეობის ვნება, იცოდე რომ ღმერთი ხედავს!

ღმერთი ხედავს. მუდამ იფიქრე ამაზე. რასაც გაიფიქრებ, რასაც ისურვებ ან რასაც მიზნად დაისახავ, გახსოვდეს, რომ ღმერთი ხედავს. ტყუილად ნუ ეცდები ამ ხედვას გაექცე, არამედ შენი სული გადაუშალე ამ მარადიულ ხედვას. ის მასში დასაბამიდან დაწვავს ყოველივე უსუფთაოს და ცოდვიანს.

ასე შეინარჩუნებს შენი სული ჯანმრთელობას. ის მუდამ იბანავებს ღმერთის სინათლის სხივებში. ის მუდამ იქნება თბილი უფლის სინათლის სითბოს წყალობით,ის მუდამ იქნება ნოყიერი ნიადაგი ყველანაირი უფლისმიერი თესლის დასათესად. უფლის მიერ დათესილი სული შენი კი არ შეშინდება ღმერთის ხედვისგან, არამედ იხარებს და მოძებნის მას, ისევე როგორც მზესუმზირა უცქერის და ეძებს მზეს.

სულის ჰაერი

ეს არის უფლის მიმართ ლოცვა. ისეთივე სიხშირით უნდა ვილოცოთ მის მიმართ, როგორაც ვსუნთქავთ. ასე სუნთქავდნენ ლოცვებით უწმინდესი და სრულყოფილი სულები. შენ კი , თუ ამ სრულყოფილებისგან შორს ხარ, იმეცადინე მაინც ლოცვის გახშირებაში.
უფალმა თავის მოსწავლეებს აღუთქვა , ელოცათ შეუწყვეტლად, და ისინიც მუდმივი ლოცვით სუნთქავდნენ.

სანამ ბავშვი დედის მუცელშია, ის ჰაერს არ სუნთქავს, როგორც კი დაიბადება, იწყებს სუნთქვას. სანამ ადამიანი ქრისტეს მიერ სულიერად არ დაიბადება, ის ვერ ისუნთქებს ლოცვით, ის ვერც კი გრძნობს ლოცვის აუცილებლობას. ლოცვის გარეშე სული ვერ იცოცხლებს, ისევე როგორც სხეული ჰაერის გარეშე.

ციფრთა ათეულში ცხრა ბოლო ციფრია, დედის მუცლის ბნელ წიაღში უსინათლოდ და სუნთქვის გარეშე გატარებული ცხრა თვე მიაგავს იმ ხალხის ცხოვრებას, რომლებიც მათ ცხოვრებას ღვთიური სინათლისა და ლოცვის გარეშე ატარებენ. რიცხვი ათი კი ნიშნავს ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო ჟამს. ვინც სიცოცხლის დასასრულს მიახლოებული მაინც დროში შეიგნებს და მოინანიებს ქრისტეს წინაშე, ისიც იგემებს ღვთიური ხედვის სინათლის სითბოს და ლოცვით სუნთქვის სიტკბოს.

სულის საკვები

უფალმა გვითხრა: ადამიანი არ საზრდოობს მხოლოდ პურით, არამედ უფლის სიტყვებით. პურით იკვებება სხეული, სული კი უფლის სიტყვებით. პური სხეულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მაგრამ სულის სიჯანსაღისთვის კი უფლის სიტყვაა აუცილებელი.
უფლის სიტყვაში კი იგულისხმება ღვთის სწავლება, რაც კაცთ უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით გამოუცხადდა. უფლის სიტყვა თვით ქრისტემ ასე განმარტა: მე ვარ პური მოვლენილი ზეცისგან, ვინც ამ პურს იგემებს, იცოცხლებს სამარადისოდ (* ზუსტად ქართულად იხ. იოანე 6,51) .

ისინი, ვინც საკუთარ სხეულს კვებავს სხვადასხვანაირი ტკბილეულობით, მალე ავადდებიან. ასევე ისინიც, ვინც საკუთარ სულს კვებავენ სხვადასხვა ცრუ თეორიების და ფილოსოფიის სიტკბოებით, უჭირვებენ სულს და ავადდებიან. სულისთვის ერთი სრულიად საკმარისი და სრულიად ჯანმრთელი საკვებია უფალი იესო ქრისტე, მარადი სიტყვა ღვთისა, ხორცშესხმული და ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მიერ დაბადებული ღმერთკაცი. ამ საკვებით კი სული ვერასოდეს ვერ დანაყრდება, რამდენიც არ უნდა იგემოს. ეს საკვები კი არ აავადებს, არამედ კურნავს ყოველგვარ ავადმყოფობას.

ესე იგი, სულის ჰიგიენა მოიცავს სამ რამეს: ღმერთს, ლოცვას და უფლის სიტყვას, რომელიც წარმოადგენს: სინათლეს, ჰაერს და საკვებს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანსათვის.

ნაკლები წუხილი მეტი რწმენა

რაც ნაკლებია წუხილი, მით მეტია რწმენა. სარწმუნოების ერთერთი მთავარი მადლი იმაში გამოიხატება, რომ რწმენა ადამიანს ბევრი ჭმუნვისაგან ათავისუფლებს . სანამ შვილმა იცის, რომ ყავს მამა, რომელიც ოჯახზე და საოჯახო საქმეებზე ზრუნავს, ყველა მისი ყოველდღიური ფიქრი ოჯახზე სიმღერით მთავრდება. ადამიანი რაც უფრო მეტად საკუთარი ძალისხმევით ეცდება გადაჭრას მაჭირვებელი საფიქრალი, უფრო მეტად ეფლობა განსაცდელში და ემატება წუხილი და მასში ბოლოს სიხარული კვდება, მისგან რჩება მრისხანებით აღვსილი სულიერად გამხმარი ტყავის ჩანთა, რომელიც საფლავისთვისაა განკუთვნილი.

-რა არის თქვენი წუხილი?

ეს არის მაცხოვრის მიერი ერთერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა კაცობრიობის მიმართ: რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით მიაღწიოს თავისი მონაგარის გაზრდას ? რაში გამოგადგებათ თქვენ წუხილი, თუკი ხვალ თქვენთვის მზე არ დაიბადება? ის კი, ვინც ფიქრობს დილით მზის ამოსვლაზე, წუთების სიზუსტით დადგენილ მზის ამოსვლაზე, რათქმაუნდა იფიქრებს თქვენს უმნიშვნელო წუხილთა შესახებაც.

დიდი ეპიკტეტი:

-გაუნათლებელი ადამიანი სხვას აყვედრის მის წარუმატებლობას ; ის კი, ვინც ეს-ესაა ჩამოყალიბება დაიწყო, ის საკუთარ თავს აყვედრის. ხოლო განსწავლული კაცი კი არც თავს აყვედრის და არც სხვას!

სტოიანური ფილოსოფოსისთვის ნასწავლი კაცი ის არის, ვინაც ყველაფერი მსოფლიო გონს მიანდო.

გავიხსენოთ წინასწარმეტყველი ისაია:

-გეუბნებით თქვენ, ჩემი მომდევარნი გულში სიხარულით იმღერებენ, თქვენ კი (ვინც უფალი მიატოვა) , თქვენ საწყლად იდრტვინებთ გულებით და აჭირვებთ თქვენს სულებს (65,14 ).

წინასწარმეტყველი ისაიასთვის უფლის მონა ისაა, ვინც თავისუფალი ნებით ემორჩილება და მიყვება უფლის ნებას - მწუხარებისა და შიშის გარეშე.

თვით უფალი იესო ქრისტე განმარტავს ამას: ბევრ რამეს ეცდები და სწუხხარ? მაგრამ მხოლოდ ერთი რამეა აუცილებელი, და რა არის ეს ერთი რამ?

-რწმენა : 1) რომ მამა ცოცხალია, 2) რომ ის ფიქრობს ყველაზე და ყველაფერზე, 3)რომ შვილი საკუთარი ძალისხმევით ვერაფერს ვერ შექმნის (იოვ. 5,19).

მაშ როგორ, ყველა თქვენი საფიქრალი არ იცვლება სიმღერით? თუ თქვენ ჭეშმარიტად გწამთ ცოცხალი და ფხიზელი მამის არსებობა, მაშინ თქვენი ყველა ამქვეყნიური წუხილი აფსურდად მოგეჩვენებათ. თქვენი მრავალრიცხოვანი დარდით მხოლოდ თქვენს მიერ უფლისადმი უნდობლობას ამტკიცებთ. მაგრამ თუ თან სიტყვით ამტკიცებთ, რომ მორწმუნენი ხართ და მიუხედავად ამისა ისრისებით მწუხარების უღლის ქვეშ, მაშინ თქვენი რწმენა უაზრო ყოფილა. თითქოსდა ქვეყნიერების მამასახლისმა ვერ ითავა, ან არ ისურვა ან ვერ შეძლო საკუთარი სახლის მართვა და მოჯამაგირეები დაიქირავა. განა გადაარჩენენ მოჯამაგირენი სახლს, თუ ამას თვით მამასახლისი არ იტვირთავს ?

თქვენ მე შემისწორებთ : შვილები და არა მოჯამაგირენი. კარგით, მაგრამ შვილები , რომლებიც მამას უძღვნიან საკუთარ გულს და აზრებს, რომლებიც ასრულებენ მამის სურვილს და ენდობიან, სჯერავთ მამის სიძლიერისა საფიქრალნი მოიფიქროს, ისინი არიან ნამდვილი შვილები, სხვა ყველანი კი მოჯამაგირენი.

არავის არ შეუძლია თავს უწოდოს განათლებული, თუ ის ვერ გრძნობს საკუთარ თავში ზეციური მამისადმი მსგავსებას. ყველა დანარჩენი არის ბნელი ბრბო, დამწუხრებული და დანაღვლიანებული, იქნებიან ესენი უმაღლეს სკოლა დამთავრებულნი თუ უწიგნურნი , სულერთია.

რწმენა, ეს არის როგორც ჯოჯოხეთის მცხოვრებთათვის გაწვდილი ცივი თითი. სხვა ყველაფერი ცეცხლით არის ანთებული, გარდა ამ ერთი თითისა. უჭკუონი ცხელ გადამდნარ რკინას გავარვარებულ გადამდნარ კალაში ურევენ. ცეცხლით კი ცეცხლი არ ქრება.

მეტი რწმენა - ნაკლები წუხილი.

სრულყოფილი რწმენა - სრულყოფილი უდრტვინველობა.

სრულყოფილი რწმენა - სრული სიხარული.

"გიხაროდეთ და მხიარულობდეთ !"

-და ამას გეუბნებით მე თქვენ: ჩემი სიხარული თქვენთან დარჩება და თქვენი სიხარული აღსრულდება (იოვ. 5,19).

ისე არ მისდევდა ღმერთს მოსე, როგორც პატარა ბავშვი თავის მამას? ასევე აბრაამი, ისააკი და იაკობი,ასევე სამუელი და დავითი. ნახეთ, როცა მოსეს უჭირდა, როცა დავითს უჭირდა, განა მაშინ მათ დაკარგეს უფლისადმი რწმენა? განა მათ დაიტვირთეს საკუთარი გულები წუხილით? ეცდებოდნენ ისინი საკუთარი ძალისხმევა ღმერთის ნებისთვის შეედარებინათ? თვით იესო? ნუთუ ქრისტე, როგორც მამის ყველაზე სრულყოფილი შვილი , არ უსმენდა მის მამას და არ ჰქონდა მისი რწმენა?

ქრისტეს სახარება არის სიხარული, და არა დარდი. დარდის შემსუბუქება და არა წუხილის მომატება.

რწმენის გრამი მეტად ფასობს, ვიდრე ტონობით წუხილი.

ქრისტიანი, რომელმაც ეს ვერ გაიგო და ვერ შეითვისა, ის მხოლოდ წყლით ყოფილა მონათლული და არა სულით.

მოძღვარი, ვინც ეს ვერ გაიგო და ვერ შეითვისა, მთის ძირში გორაობს, საიდანაც წესით სხვებს მთაზე ასვლაში უნდა ეხმარებოდეს.

ღვთის კურთხევა, მშვიდობა და ჯანმრთელობა არ მოაკლდება იმ მორწმუნეს, ვინც შეძლებს მთელი სულით წარმოსთქვას:

-ჭეშმარიტებაა, მეტს მიაღწევ რწმენით, ვიდრე წუხილით!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
staywhite   ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები   Feb 12 2008, 03:22 AM
staywhite   [size=2]წმინდა სასწაულ...   Feb 12 2008, 03:37 AM
staywhite   [b]წმინსა მამა ბასილ...   Feb 12 2008, 04:05 AM
k@the   staywhite მადლობა ნანა :მ...   Feb 12 2008, 04:21 AM
staywhite   [size=2]საქმიანობები თ...   Feb 12 2008, 04:28 AM
staywhite   მე კიდევ მაქვს რამ...   Feb 12 2008, 04:57 AM
staywhite   (* თარგმნის დროს არ ...   Feb 12 2008, 05:58 AM
staywhite   [size=2]მოყვასის სიყვა...   Feb 12 2008, 06:09 AM
xornabujeli   :ფიქრი: :)   Feb 12 2008, 08:04 AM
ლილიანა   დიდი მადლობა ! :) ძ...   Feb 12 2008, 10:33 AM
მხევალი ნინო   მაპატიეთ, შეიძლება...   Feb 12 2008, 11:10 AM
F3niX   მაპატიეთ, შეიძლებ...   Feb 13 2008, 12:09 AM
staywhite   არაფერია არეული ნი...   Feb 12 2008, 09:42 PM
staywhite   მაპატიეთ, შეიძლებ...   Feb 12 2008, 10:28 PM
F3niX   არ მინდოდა , მაგრამ...   Feb 13 2008, 12:11 AM
KAIROS   კაი ახლა ნუ ანერვი...   Feb 12 2008, 11:52 PM
თამარი_ცქნაფო   სათაური შეუცვალეთ:...   Feb 13 2008, 12:05 AM
staywhite   დათიკოს გარდა თამუ...   Feb 13 2008, 12:10 AM
თამარი_ცქნაფო   F3niX რაღაც ფინთად გად...   Feb 13 2008, 12:13 AM
F3niX   F3niX რაღაც ფინთად გა...   Feb 13 2008, 12:17 AM
staywhite   მადლობა F3niX, ჩემი ნა...   Feb 13 2008, 12:14 AM
თამარი_ცქნაფო   staywhite სერბულიდან თარ...   Feb 13 2008, 12:15 AM
staywhite   თამარ, კი,სერბულიდ...   Feb 13 2008, 12:17 AM
თამარი_ცქნაფო   თამარ, კი,სერბულიდ...   Feb 13 2008, 12:21 AM
staywhite   ორიგინალურია ის გე...   Feb 13 2008, 12:29 AM
თამარი_ცქნაფო   ორიგინალურია ის გ...   Feb 13 2008, 12:31 AM
staywhite   მე ვნახე ნიკოლოზ ს...   Feb 13 2008, 12:36 AM
თამარი_ცქნაფო   მე ვნახე ნიკოლოზ ს...   Feb 13 2008, 12:37 AM
staywhite   წიგნიც ყოფილა "მი...   Feb 13 2008, 12:40 AM
staywhite   ეს არის ღირსი მამა ...   Mar 24 2008, 09:17 AM
მეხელი   staywhite, ახალხანს ვნახ...   Mar 27 2008, 04:45 PM
თამარი_ცქნაფო   staywhite, ახალხანს ვნახ...   Mar 27 2008, 06:28 PM
მეხელი   სერბულად ნახე, თუ რ...   Mar 28 2008, 02:54 PM
თამარი_ცქნაფო   რუსულად საინტერე...   Mar 28 2008, 03:24 PM
aia   staywhite ძალიან დიდი მა...   Mar 27 2008, 08:55 PM
staywhite   staywhite ძალიან დიდი მა...   Mar 28 2008, 02:45 AM
staywhite   staywhite, ახალხანს ვნახ...   Mar 28 2008, 10:40 PM
დავით ივერიელი   ახლახანს ვთარგმნე ...   Mar 28 2008, 11:15 PM
staywhite   დავით :მპუა2: მშვენი...   Mar 28 2008, 11:18 PM
დავით ივერიელი   staywhite კი :wub: ეს ადამია...   Mar 28 2008, 11:20 PM
elenele   staywhite რა კარგი რამ მო...   Dec 29 2008, 07:32 PM
staywhite   elenele მადლობთ, ელენელ...   Dec 30 2008, 04:54 PM
Atman   ჩემი ნათარგმნი წიგ...   Oct 21 2009, 07:48 PM
b-a-r-b-a-r-e   ნან როგორ მომენატ...   Oct 21 2009, 08:13 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th August 2025 - 11:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი