IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები, აქ განვათავსოთ,როგორც შევთანხმდით
guest
პოსტი Feb 12 2008, 03:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



აქ განვათავსოთ ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები და იყოს როგორც "საცავი ბიბლიოთეკა" smile.gif

თხოვნა თამართან (ცქნაფო) : შეძლებისდაგვარად, რამდენადაც დრო საშუალებას მოგცემს გადახედე გთხოვ , სტილისტიკურად ესაჭიროება შესწორება და მერე შევცვალოთ ჩასწორებულით. ეს თხოვნა ეხება ყველას, ვისაც ქართული ენის კარგი ცოდნის პრეტენზია აქვს, მოკლედ, ყველას შენიშვნებს ვღებულობთ smile.gif

ვიწყებ მოგროვებას, რაც ამ ფორუმზე დევს. ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი რაცაა ის ვიცი, თქვენაც გაიხსენეთ, რა გაქვთ განთავსებული და აქ მოიტანეთsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Feb 12 2008, 06:09 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მოყვასის სიყვარულის შესახებ

(მამა ილარიონ ალფეევი)

ერთი ხანშიშესული ქალი მოვიდა ჩემთან და მითხრა: "მამაო, აღარ შემიძლია ჩემი ქმრის ატანა, მირჩევნია მოვკვდე და სამოთხეში ვიყო, სიკვდილი მირჩევნია მის დანახვას!" , მე მას ვუპასუხე: "ძვირფასო ჩემო, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ შენ სამოთხეში აღმოჩნდე - მხოლოდ ქმრის ერთად, მის გარეშე კი მხოლოდ ჯოჯოხეთზე შეგიძლია იფიქრო", მან კი მომიგო: " მის ერთად სამოთხეც კი არ მინდა! თუნდაც ჯოჯოხეთი იყოს, რაც გინდა ის იყოს, ოღონდ მის გარეშე!".

ხშირად ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლებელია "აღმოჩნდნენ" სამოთხეში და ამით თავი დააღწიონ მათთვის არასასურველ ადამიანებს. ნუთუ შესაძლებელია უფალთან აღმოჩნდე და ამავე დროს დაივიწყო მოყვასი, ახლობელი? ბევრი ეკლესიას ისე უყურებს, როგორც რაღაც ადგილს, სადაც შეიძლება განცალკევება, მოცილება სხვებისგან, როგორც ჩუმი, წყნარი კუთხე, სადაც ვერავინ გამჩნევს. მაგრამ ეკლესიასა და ამქვეყნიურ გარემოს შორის ის განსხვავებაა, რომ ეკლესიაში ხალხი ერთმანეთის პირისპირ "დგანან", ერთმანეთის მიმართ განხსნილნი არიან. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი, ეკლესიის გარეშე შესაძლებელია ისინი შეკრულნი, შებორკილნი არიან, მათ ერთმანეთი არ უყვართ ან ერთმანეთს უარყოფენ. განა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის ის განსხვავება არაა, რომ სამოთხეში ყველაფერი გაერთიანებულია უფლის სიყვარულით, ერთმანეთის სიყვარულით, ჯოჯოხეთში კი თითოეული მოცილებულია ღმერთს და სხვებს,თითოეული იმყოფება უკიდურეს იზოლაციაში, სიმარტოვეში და უთვისტომობაში?

როგორ შევიყვაროთ ახლობელი?

პირველ რიგში მოყვასში მისი გარეგნობის გარდა უნდა შევნიშნოთ მისი შინაგანი სამყარო, შინაგანი სიღრმე, არსი. უნდა მივაგნოთ მასში იმ სულიერ "ადგილს",სადაც როგორც ყველა ადამიანში , უფლის სახე ჩანს. ხშირად ჩვენ ადამიანში მხოლოდ მის გარეგნობას და გარე სამყაროს ვხედავთ, მოცულს ცოდვებით, ვნებებით აღვსილს, ამავე დროს კი ვერ ვამჩნევთ მის იმ შრეს, სადაც მისი ღვთაებრივობა გარეგნული "ეფექტების" წყალობით იმალება. საჭიროა დავინახოთ მასში ეს ღვთაებრივობა და პატივი ვცეთ მას - ნებისმიერ ახლობელს, მოყვასს.

გავრცელებული შეცდომა, რაც ხშირად კონფლიქტის მიზეზია, ის არის, რომ ჩვენ ახლობელს ისე კი არ აღვიქვამთ როგორიც არის, არამედ მასში ვეძებთ ისეთ პიროვნებას, როგორიც ჩვენ გვინდა და გვაწყობს. ჩვენი შეფასებებით, მას ახასიათებს ესა თუ ის ცუდი თვისება, ამათუ იმ საკითხში შეიძლება იყოს უკეთესი და ა.შ. ვადგენთ რაღაც ხელოვნურ სქემას და გვსურს, რომ ის ამ სქემას "მოერგოს". თუ კი ის ამ სქემას აცდება, იწყება გარდაუვალი კონფლიქტი ჩვენს წარმოსახვასა და რეალობას შორის - თუ როგორi გვინდა იყოს ის და როგორია იგი სინამდვილეში. როცა ვისწავლით იმის დანახვას ნებისმიერ ახლობელში, რაც ჩვენ უფლისგან ნაბოძები გვაქვს, კარდინალურად შეიცვლება ჩვენი დამოკიდებულებანი ირგვლივ მყოფ ადამიანთა მიმართ.

რაც აუცილებელი და მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთს ნებისმიერი ჩვენგანი უყვარს ისეთი, როგორიც ვართ. დიახ, უფალი ელოდება იმასაც, რომ ცოდვილნი შევინანებთ, გამოვწორდებით,მას მივმართავთ. დიახ, მას სურს, თითოეული ჩვენგანი იყოს უკეთესი, ის განიცდის ჩვენს არასრულყოფილებას, ჩვენს ცოდვებს, ის განიცდის იმასაც, რომ ჩვენ მას ვცილდებით და ვივიწყებთ, მაგრამ ეს ყველაფერი ღმერთს ხელს არ უშლის იმაში, რომ ჩვენ ვუყვარდეთ.
ღირსი მამა ისააკ სირიელის (*ისაკ სირინ) მიხედვით კი უფლის მიერი ჩვენდამი სიყვარული მაშინაც კი არ იკლებს, თუნდაც ეს ცალმხრივი იყოს, ასევე გავიხსენოთ უძღები შვილის პატერიკი, მამას ის მაშინაც კი უყვარდა, როდესაც შვილმა მამა მიატოვა.

ხშირად ერთი ოჯახის წევრები ერთმანეთს ერთმანეთის მიმართ ნაკლებ სიყვარულს ჰყვედრიან, რასაც კონქლიქტებამდე მივყავვართ. მაგალითად, ქმარს გონია, რომ ის ცოლს საკმარისად არ უყვარს, ამის გამო ქმარი ხდება აგრესიული, მოუთმენელი და ჩხუბის მიზეზიც იძებნება. ამის გამო მცირდება მისივე სიყვარულიც მეუღლის მიმართ, რამეთუ ფიქრობს, რომ ეს სიყვარული ცალმხრივია... თუმცა უსიამოვნებანი შეიძლება "გადაჭარბებულმა" სიყვარულმაც შექმნას, როცა სიყვარული ხდება ვნებიანი, ბრმა, ეგოისტური, როცა ერთი მეორეს როგორც საკუთრებას ისე უყურებს, აქ კი იბადება ეჭვიანობა, უსამართლო ბრალდებები, დაუმსახურებელი შენიშვნები. ასე რომ, ოჯახი შეიძლება დაინგრეს როგორც სიყვარულის ნაკლებობის , ასევე გადაჭარბებული სიყვარულის შეგრძნებითაც.

არც თუ იშვიათად მშობლები შვილების ცხოვრების წესით უკმაყოფილონი არიან, მიიჩნევენ, რომ ისინი არ აკეთებენ იმას, რაც საჭირო და უკეთესია, არ არიან მორჩილნი, უყურადღებონი არიან და ა.შ. დიახ, შვილები უნდა იყვნენ ,რა თქმაუნდა, მშობელთა მიმართ მორჩილნი, შვილები უნდა ზრუნავდნენ მშობლებზე, დიახ, მშობლები შვილთა საქციელების პასუხისმგებელნი არიან , დიახ, მშობლები ხშირად უნდა ჩაერიონ შვილების პირად ცხოვრებაშიც კი, უნდა ეხმარებოდნენ მათ, საკუთარი გამოცდილებებიდან აძლევდნენ რჩევებს, მიუთითონ ახალგაზრდობით გამოწვეულ შეცდომებზე, მაგრამ ამავე დროს მშობელს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ მისი შვილი ასევე თავისუფალი ნების მქონე პიროვნებაა, რომელსაც აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მისი მომავალი ცხოვრების გზა, მიჰყვეს საკუთარ ინტერესებს, თავისუფალი ნებით აირჩიოს სამეგობრო წრე და სხვა მრავალი. ხშირად მშობელი მკაცრად ექცევა შვილს, ზღუდავს მას მაქსიმალურად, აკონტროლებს მის ყოველ ნაბიჯს, აიძულებს იმეგობროს ან იქორწინოს მხოლოდ მათთან და მასზე, ვისაც მშობელი აურჩევს.

გამონაკლის შემთხვევებს არ მიეკუთვნება ასევე ის ფაქტიც, რომ თითქოსდა მორალური პრინციპებიდან გამომდინარე მშობლები შვილებს უშლიან ტელეგადაცემების ყურებას, კინოში წასვლას, ეზოში თამაშს და სხვა მსგავსი. ამავე დროს ასეთ მშობლებს არ გააჩნიათ იმის არგუმენტირებული ახსნა, თუ რატომ უშლიან ამას თუ იმას შვილებს, არ აძლევენ ბავშვებს მაგალითს, როგორ მოერგონ ცხოვრებას, მის რიტმს, არამედ მხოლოდ უკრძალავენ უამრავ რამეს, ისიც ყოველგვარი აზრის გარეშე. ოდესღაც კი ასეთი ,თუნდაც დამთმენი ბავშვი, ვეღარ იტანს ამდენ უმოტივო აკრძალვას და გარკვეულ ასაკში , იქნება ეს ტექვსმეტიდან ოცამდე თუ ინდივიდუალური ასაკი, ხდება აგრესიული, მოუთმენელი, მოთმინებასთან ერთად კარგავს რწმენასაც.

ხშირად ქრისტიანი, რომელიც ისეთ ოჯახში ცხოვრობს, სადაც ოჯახის სხვა წევრები არ იზიარებენ მის რელიგიურ შეხედულებებს, ოჯახის დანარჩენ წევრებს ცხოვრებას "ურთულებს", ზღუდავს რა მათ იმ საქმიანობების კეთებაში, რაც მას არაქრისტიანულად მიჩნია. მაგლითად, ოჯახში დედა არის ღრმადმორწმუნე ქრისტიანი, მაგრამ ურწმუნოა მამა, შვილები კი თუნდაც დედის ერთად ეკლესიაში დადიან, მთლიანად ეკლესიურ ცხოვრებას არ ეწევიან. აი, ახლოვდება ახალი წელი, ქმარს და შვილებს სურთ ახალი წლის აღნიშვნა, დედა კი, რომელიც ამტკიცებს რომ ახალი წელი არ არის ქრისტიანული დღესასწაული, ეწინააღმდეგება მათ ახალი წლის საზეიმოდ აღნიშვნას, თუნდაც იმიტომ, რომ ახალ წელს ჯერ ერთი მარხვაა. მაგრამ რა, განა უკეთესი არ იქნებოდა რომ დედას გაეღო "მსხვერპლი" და ქმარ-შვილისთვის მოემზადებინა საზეიომო სუფრა? მერე კი რამდენიმე დღის შემდეგ ასევე დიდი ზეიმი - ქრისტეშობა ასევე საზეიმოდ აღენიშნათ ყველას ერთად? სწორედაც ამაშია ქრისტიანობის არსი, რომ გამოვავლინოთ ახლობლის სიყვარული, დავივიწყოთ საკუთარი თავი, მსხვერპლად მივიტანოთ რაღაც გაგებით ჩვენი "მე" და ვიცხოვროთ სხვებისთვის, ვეცადოთ მოყვასს მივანიჭოთ სიხარული, განა ეს არ არის ქრისტიანობის მნიშვნელობა?

არც თუ იშვიათია აგრეთვე შემთხვევები, რომ და-ძმათა სიყვარული და-ძმების მიმართ და მშობელთა სიყვარული შვილთა მიმართ მთელი ცხოვრება "ტვირთი" ხდება - დაუშვებელია სიყვარულის , როგორც პიროვნული "ძალადობის" აღქმა !

მახსენდება ერთი საშინელი, ტრაგიკული შემთხვევა , რომელიც ცამეტი წლის გოგონას შეემთხვა. ამ გოგონას დედა მისგან ითხოვდა მისდამი აბსოლუტურ გულწრფელობას,თვლიდა რა, რომ მას თავის ქალიშვილთან "განსაკუთრებული" დამოკიდებულება აქვს და თავის შვილს არ აქვს უფლება რაიმე დაუმალოს "ასეთ მოსიყვარულე" დედას. ერთხელაც, გოგონამ სკოლაში ორიანი მიიღო და შეეშინდა გაემხილა დედისათვის, დედამ კი რაღაცნაირად მაინც გაიგო ეს ამბავი და სასწრაფოდ გამოცხადდა სკოლაში, რომ თავის ქალიშვილთან და მასწავლებლებთან გაერკვია სიტუაცია. გოგონამ კი, სკოლის ეზოში დაინახა რა სკოლისაკენ მიმავალი დედა, შეშინებულმა და ფსიქიურად ნაწამებმა დედის მიერ არასასრველი ამბის გაგებით მოსალოდნელი უსიამოვნების მოლოდინით, რომ მას დედა გაუწყრებოდა, რომ მისგან დამალა რაღაც, გაიქცა სკოლის ეზოს მიმდებარე ქუჩისკენ და სხვა ბავშვების თვალწინ მომავალ მანქანას ქვეშ ჩაუვარდა, რამდენიმე საათში ეს საწყალი ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი იმის თქმა მოასწრო, რომ მას თავის მოკვლა არ უნდოდა, არამედ მხოლოდ დედის "შეშინება", რომ დედის ყურადღება მოეცილებინა მიღებული ნიშნისგან.

ასე რომ, ყოველთვის არ ხდება ისე, რომ ყველა ადამიანი მზადაა იგივე ხარისხით დააბრუნოს ის , რასაც ჩვენ ვაძლევთ, არ ძალუძს აბსოლუტურად იდენტურად გამოაჩინოს გრძნობა, როგორც ჩვენ ვიჩენთ მათ მიმართ. არ შეიძლება ადამიანისგან მოველოდოთ იმას, რისი მოცემაც მას არ შეუძლია, თუნდაც ეს ადამიანი ჩვენი შვილი იყოს,ჩვენი და ან ძმა, ჩვენი დედა, ჩვენი მშობელი, მეგობარი თუ მეუღლე. დაე, ყოველმა იმდენად გაგვიხსნას გული, რამდენადაც მისთვის შესაძლებელია. შეუძლებელია ძალით "შევანგრიოთ" ადამიანის სული, რამეთუ სული - ერთერთი სიწმინდეა და მასში შეღწევა მხოლოდ მაშინაა მოსახერხებელი, თუ მის კარებს გაგიღებენ და შიგნით მიგიწვევენ. ხანდახან შეიძლება იდგე კარებთან და აკაკუნო, ისევე როგორც ქრისტე აკაკუნებს ადამიანთა სულების კარებებთან, მაგრამ მშვიდად და არადამქანცველად, მოკრძალებით... თუ კარს არ გაგიღებენ, უმჯობესია წახვიდე, ვიდრე ანგრიო...

მოყვასის სიყვარული ბრძნული უნდა იყოს, უნდა იყოს მსხვერპლმწირავი, ისევე როგორც ქრისტესმიერი სიყვარული ჩვენს მიმართ, რომელმაც ისეთები შეგვიყვარა, როგორნიც ვართ. სიყვარული ახლობლის მიმართ ახლობელს სიხარულს უნდა ანიჭებდეს და არა "ტვირთი" ხდებოდეს მათთვის, ძნელად საზიდავი ტვირთი...მოყვასის სიყვარული უნდა იყოს აბსოლუტური, მაგრამ ადექვატური არ უნდა ვითხოვოთ მათთაგან. მოყვასის სიყვარული არ უნდა გადავზარდოთ ეჭვში, რომელიც შურს, ეგოიზმს და ჩხუბს დაბადებს, რომელიც შეზღუდავს საყვარელი ადამიანის თავისუფლებას, სიყვარული არ უნდა გავხადოთ ეგოისტური, არც უნდა შევამციროთ, თუ საპირისპიროს ვერ დავინახავთ . გავიხსენოთ მოციქული პავლესმიერი სიყვარულის განმარტება: "სიყვარული ბევრს ითმენს, სიყვარული მოწყალეა, სიყვარულს არ შურს...სიყვარული არ ეძიებს თავისას... სიყვარული არასოდეს წყდება..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
staywhite   ჩვენს მიერ ნათარგმნი სტატიები   Feb 12 2008, 03:22 AM
staywhite   [size=2]წმინდა სასწაულ...   Feb 12 2008, 03:37 AM
staywhite   [b]წმინსა მამა ბასილ...   Feb 12 2008, 04:05 AM
k@the   staywhite მადლობა ნანა :მ...   Feb 12 2008, 04:21 AM
staywhite   [size=2]საქმიანობები თ...   Feb 12 2008, 04:28 AM
staywhite   მე კიდევ მაქვს რამ...   Feb 12 2008, 04:57 AM
staywhite   (* თარგმნის დროს არ ...   Feb 12 2008, 05:58 AM
staywhite   [size=2]მოყვასის სიყვა...   Feb 12 2008, 06:09 AM
xornabujeli   :ფიქრი: :)   Feb 12 2008, 08:04 AM
ლილიანა   დიდი მადლობა ! :) ძ...   Feb 12 2008, 10:33 AM
მხევალი ნინო   მაპატიეთ, შეიძლება...   Feb 12 2008, 11:10 AM
F3niX   მაპატიეთ, შეიძლებ...   Feb 13 2008, 12:09 AM
staywhite   არაფერია არეული ნი...   Feb 12 2008, 09:42 PM
staywhite   მაპატიეთ, შეიძლებ...   Feb 12 2008, 10:28 PM
F3niX   არ მინდოდა , მაგრამ...   Feb 13 2008, 12:11 AM
KAIROS   კაი ახლა ნუ ანერვი...   Feb 12 2008, 11:52 PM
თამარი_ცქნაფო   სათაური შეუცვალეთ:...   Feb 13 2008, 12:05 AM
staywhite   დათიკოს გარდა თამუ...   Feb 13 2008, 12:10 AM
თამარი_ცქნაფო   F3niX რაღაც ფინთად გად...   Feb 13 2008, 12:13 AM
F3niX   F3niX რაღაც ფინთად გა...   Feb 13 2008, 12:17 AM
staywhite   მადლობა F3niX, ჩემი ნა...   Feb 13 2008, 12:14 AM
თამარი_ცქნაფო   staywhite სერბულიდან თარ...   Feb 13 2008, 12:15 AM
staywhite   თამარ, კი,სერბულიდ...   Feb 13 2008, 12:17 AM
თამარი_ცქნაფო   თამარ, კი,სერბულიდ...   Feb 13 2008, 12:21 AM
staywhite   ორიგინალურია ის გე...   Feb 13 2008, 12:29 AM
თამარი_ცქნაფო   ორიგინალურია ის გ...   Feb 13 2008, 12:31 AM
staywhite   მე ვნახე ნიკოლოზ ს...   Feb 13 2008, 12:36 AM
თამარი_ცქნაფო   მე ვნახე ნიკოლოზ ს...   Feb 13 2008, 12:37 AM
staywhite   წიგნიც ყოფილა "მი...   Feb 13 2008, 12:40 AM
staywhite   ეს არის ღირსი მამა ...   Mar 24 2008, 09:17 AM
მეხელი   staywhite, ახალხანს ვნახ...   Mar 27 2008, 04:45 PM
თამარი_ცქნაფო   staywhite, ახალხანს ვნახ...   Mar 27 2008, 06:28 PM
მეხელი   სერბულად ნახე, თუ რ...   Mar 28 2008, 02:54 PM
თამარი_ცქნაფო   რუსულად საინტერე...   Mar 28 2008, 03:24 PM
aia   staywhite ძალიან დიდი მა...   Mar 27 2008, 08:55 PM
staywhite   staywhite ძალიან დიდი მა...   Mar 28 2008, 02:45 AM
staywhite   staywhite, ახალხანს ვნახ...   Mar 28 2008, 10:40 PM
დავით ივერიელი   ახლახანს ვთარგმნე ...   Mar 28 2008, 11:15 PM
staywhite   დავით :მპუა2: მშვენი...   Mar 28 2008, 11:18 PM
დავით ივერიელი   staywhite კი :wub: ეს ადამია...   Mar 28 2008, 11:20 PM
elenele   staywhite რა კარგი რამ მო...   Dec 29 2008, 07:32 PM
staywhite   elenele მადლობთ, ელენელ...   Dec 30 2008, 04:54 PM
Atman   ჩემი ნათარგმნი წიგ...   Oct 21 2009, 07:48 PM
b-a-r-b-a-r-e   ნან როგორ მომენატ...   Oct 21 2009, 08:13 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th August 2025 - 11:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი