არამატერიალური ღირებულებები, რისი წაღება შეიძლება ევროპა-ამერიკიდან... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამატერიალური ღირებულებები, რისი წაღება შეიძლება ევროპა-ამერიკიდან... |
Genesis |
Feb 12 2008, 02:02 PM
პოსტი
#1
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
როგორც ჩანს საქართველო პრორუსულ ორიენტაციაზე არასდროს გადავა...
როცა რუსეთის განვითარებაზე დაკვირვებით ვსწავლობდით, ბევრი ჩვეულება და არამეტერიალური ღირებულებები გადმოვიღეთ რუსეთისგან... მაგალითად არაყზე ლუდის დაყოლება, ტელევიზორის ბრტყელტუჩათი გადართვა.. და ა.შ. დრო დგება როცა ევროპისგანაც ვიღებდეთ რაღაც ღირებულებებს... საინტერესოა... რა ცვლილებებს შეიტანდით საქართველოში... მე მაგალითად ვისურვებდი: საქართველოს ქალაქებში (თბილისის გარდა) ველოსიპედი გახდეს აქტუალური ტრანსპორტი... ამუშავდეს რესაიკლინგის სისტემა... არის ბევრი რამ მოსაწონი ევროპაამერიკაში და აუცილებელი კიარაა პირდაპირ თავისუფალ სექსთან გავაიგივოთ ევროპა -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
ქავთარაძე |
Feb 12 2008, 03:31 PM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
მდაა
ველოსიპედებს რაც შეეხება, ძალზედ მიზიდავს მეც , თბილისსშია საჭირო მეგობრებო ყველაზე მეტად. 1) უდანაკარგო ტრანსპორტია. 2)ეკოლოგიურად სუფთა. 3)ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ბილიკებს რაც შეეხება, ძალზედ საჭიროა დღეს. ეს ისე ერთისმხრივ გამოიწვევს გზების განთავისუფლებას ავტოებისგან (საზიზღრობა ხდება ქალაქში. მანქანით გადაადგილება 1-2 წელიწადში შეუძლებელი გახდება) ღირებულება , მე რაც ევროპელ ხალხში მომწონს არის (ზოგიერთ ქვეყანაში) კანონმორჩილება. რაც ქართული ფსიქიკისთვის მეტად სავაგლახო რამაა. კანონმორჩილი ქართველი იშვიათია. ამიტომ ყველაფერი უნდა გამკაცრდეს. ყველა კანონი რაც მანქანას შეეხება. ფასები უნდა გაიზარდოს და ის მძღოლი რომელსაც უყვარს სწრაფად სიარული შეუსაბამო ადგილებში უნდა დაისაჯოს სასტიკად!!! გავიგე აუქმებენო მომატებულ ჯარიმებსო ... ხალხის გულს იგებენ მაგით ასევე სისუფთავე მხიბლავს მაგ ხალხში... ჩვენთან სადარბაზოებში ყრიან "ფლოსტებს" და თავზე რაღაცას გიშვრებიან... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 03:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი