![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ერთერთ სტატიაში (სერბულ ენაზე წიგნი ქართველ წმინდანთა შესახებ, სადაც მიმოხილულია აგრეთვე ისტორიული პერიოდები ), წავიკითხე ორ ადგილას, რომ ბაგრატიონები არიან დავით მეფსალმუნის მემკვიდრენი, ასევე წერია ცალკე დავით აღმაშენებელზე (ცხადია, ისიც ბაგრატიონია). ერთერთი მონასტრის იღუმენმაც ახსენა ქართველ მეფეთა ბიბლიური წარმოშობა.
რაღაც მწირი ინფორმაცია ადრე სკოლის პერიოდიდან გადაკვრით გამახსენდა ახლა, თუ არ ვცდები სუმბათ დავითისძეს მტკიცება, მაგრამ როგორც ვთქვი, აღარ მახსოვს ზუსტად,თუ ვცდები მაპატიებთ. ძალიან გთხოვთ, თუ რამე ინფორმაცია გაგაჩნიათ ამ თემის ირგვლივ, დაწეროთ, მე პირადად ძალიან მაინტერესებს. სტატიას გადავუღე სურათი,სადაც ნახსენებია ზემოთხსენებული. ![]() ![]() წინასწარ მადლობა. |
![]() ![]() |
sable |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
staywhite
ეგ არის ერთგვარი ლეგენდა რომელიც ჩაისახა ქართველ ბაგრატიონთა წიაღში თითქოს ისინი იყვნენ დავითიან-სოლომონიანები და თავს იესიანებად მოიხსენიებდნენ დავით მეფსალმუნე მეფის მამის - იესეს სახელის მიხედვით. არის მრავალი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით იყვნენ თუ არა ისინი მართლაც ბიბლიური დავითის ისრაელის მეფის შთამომავლები ნაწილი მკვლევარების მიიჩნევს რომ იყვნენ და ნაწილი ამას უარყოფს. ქართულ ისტორიოგრაფიაში მაინც ცდილობენ ეს აზრი გაიზიარონ რათა არ მოხდეს ბაგრატიონების წარმომავლობის სომხურ შტოსთან დაკავშირება, რაც უფრო გაბატონებული უცხოურ ისტორიოგრაფიაში, ისინი კერძოდ ადონცი და თურმანოვი და სხვ. თვლიან რომ ბაგრატიონები (ბაგრატიდები, როგორც ისინი უწოდებენ სომეხ ბაგრტუნებსა და ქართველ ბაგრატიონებს) არიან ირანული წარმოშობის კერძოდ ორონტიდების ხაზის ჩამომავლები რომლებიც გამეფდნენ სომხეთში ერვანდიანების სახელით და საფუძველი დაუდეს სომეხ ბაგრატუნებს საიდანაც VIII ს. შუა წლებიდან ისინი მესხეთში მოვიდნენ და სათავე დაუდეს ქართველ ბაგრატიონებს. იმ ფაქტს რომ ქართველი ბაგრატიონები სომეხი ბაგრატუნებიდან წამოვიდა კატეგორიულად არ იზიარებს ქართული ისტორიოგრაფია, მაგრამ ის ფაქტი რომ ძველ წყაროებში ქართველი ბაგრატიონები იწოდებიან ბაგრატუნიანებად კარგად მიუთითებს იმ ფაქტს რომ სახელი ბაგრატუნიდან მოდის ამის უარყოფა თითქმის შეუძლებელია რაც შეეხება ფორმა ბაგრატიონს ის მოგვიანებით მივიღეთ ანუ თავიდან ისინი ბაგრატუნიანებად იწოდებოდნენ. თუმცა თურმანოვი იქვე დასძენს რომ ბაგრატიონების ღვთიური წარმოშობის თეორია პირველი ქართველ ბაგრატიონებში ჩაისახაო. პს. მოკლედ ბაგრატიონების გენეზისის თემა ბოლომდე ამოწურული არ არის და შემდეგ შესწავლას საჭიროებს. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
marine |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,931 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
staywhite ეგ არის ერთგვარი ლეგენდა რომელიც ჩაისახა ქართველ ბაგრატიონთა წიაღში თითქოს ისინი იყვნენ დავითიან-სოლომონიანები მართლმადიდებლური ეკლესია ლეგენდად არ თვლის ამას და ეყრდნობა სუმბატ დავითის ძის ცნობებს, რომელსაც გაშუქებული აქვს ბაგრატიონთა გენეალოგია ბიბლიის - დაბადების მიხედვით. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sable |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
მართლმადიდებლური ეკლესია ლეგენდად არ თვლის ამას და ეყრდნობა სუმბატ დავითის ძის ცნობებს, რომელსაც გაშუქებული აქვს ბაგრატიონთა გენეალოგია ბიბლიის - დაბადების მიხედვით. სუმბახტ დავითის ძის ქრონიკაში შეუსაბამოებია, ხოლო რაც შეეხება ბაგრატიონთა ჩამომავლობას ისინი ჯერ კიდევ ძვ.წ.II-I სს. იხსენიებიან სომხური წყაროების მიხედვით (მოვსეს ხორენაცი და სებეოსი) ასევე რომაულ წყაროებში (აპიანე), ასევე სპარსული ტიპის მონეტებზე (თარიღდება დაახ. ძვ.წ. VI-I სს.). ხოლო ქართული წყაროების მიხედვით გუარამი იყო ან ძე ან შვილიშვილი ბივრითიანისა ვახტანგ გორგასლის ერისთავისა სამცხეში (ოძრხე). ეს ბივრითიანი ცხოვრობდა (V ს. II ნახ.), ასე რომ ქართულ წყაროებშიც კი განსხვავებით სუმბახტ დავითის ძისგან ისინი უფრო ადრე მოსახლეობენ ქართლში ვიდრე ეს არის ნაჩვენები სუმბახტთან. ეს უკანასკნელი კი ამტკიცებს რომ ქართლში პირველად გუარამი(გურგენი) მოვიდა დაახ. VI ს. II ნახევარშიო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ახლად მოსული პიროვნება ვერაფრის დიდებით ვერ შეძლებდა იმ მდგომარეობის მიღწევას იმდროინდელ ქართლში რასაც 571/2 წ. მიაღწია გუარამმა. იმ დოინდელ ფეოდალურ საზოგადოებაში ეს გამორიცული იყო. სხვა საკითხია რატომ აფიქსირებს სუმბახტ ბაგრატიონი იმ თეზას თითქოს გუარამმი და მისი ძმები სწორედ ბაბილონიდან მოვიდნენ და ქართლს დამკვიდრდნენო. ამ ბოლო ხნებში საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გაჩნდა ამასთან დაკავშირებით, რომელსაც მე მოუსმინე ერთერთი ისტორიკოსისგან სახელი არ მახსოვს თუ არ ვცდები ელჩია სლოვაკეთში. მან გამოარკვია რომ სუმბახტი სარგებლობდა რაღაც უცნობი წყაროთი, რაც ცნობილი იყო მოვსეს ხორენცისთვისაცო (ლაპარაკია ფსევდო მოვსესზე, რადგან როგორც ჩვენ ვიცით მოვსეს არ დაუწერია ის რაც მას მიეწერება) სწორდ ამ უცნობ მემატიანესთან ფიქსირდება ბაგრატიონების დავითიანობა და როგორც ჩანს ის უნდა ყოფილიყო პირველი ვინც ეს დააფიქსირა. ამავე წყაროთი როგორც ისტორიკოსი ფიქრობს უნდა სარგებლობდეს კონსტანტინე პორფიროგენეტიც ბიზანტიის იმპერატორი (913-959 წწ), რომელიც ასევე უსვამს ხაზს ბაგრატიონების დავითიანობას, თუმცა, როგორც მისი ნარატივიდან ჩანს ბოლომდე მას არ ენდობა, თუმცა ვერც უარყოფს. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი