საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დეკ. ანდრია |
Dec 8 2006, 06:50 PM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
საზვერეები არის გადატანითი სახე იმისა, რაც ელოდება ადამიანს ხორცთან გაყრის შემდეგ (ზოგჯერ კი თვით განსვლის ჟამს). რაციონალური აზროვნებისათვის მართლაც მრავალი რამ შეიძლება იყოს გაუგებარი. მაგრამ აქ არის ალეგორია, და არა მოთხრობა.
რატომ არის შედარებული ეშმაკი მეზვერეს, ალბათ გასაგებია. აქ ლაპარაკია არა სამართლიან ხარკის ამკრეფზე, არამედ უსამართლო და ბოროტ სულზე, რომელიც ცდილობს როგორმე დაისაკუთროს სხვისი (ამ შემთხვევაში ადამიანის სული, რომელიც ღმერთს ეკუთვნის). მას არ სჭირდება ქრთამი, რადგან სული უფრო ძვირფასია. ოქროს ფულის მიცემა ვერ ეტევა ჩვენთვის ცნობილ აღებ–მიცემობის ურთიერთობებში. ამ "ფულით" ვერც მოქრთამავ და ვერც გადაუხდი. ეს ოქრო არის ლოცვითი შეწევნა, რომელიც ათავისუფლებს სულს. ამ ლოცვის ძალა მადლმოსილებაშია. ის, კი არ ეწირება ეშმაკს იმისთვის, რომ მან დააგროვოს და სხვაგან გამოიყენოს, როგორც ჩვენ ვშვრებით ფულთან მიმართებაში, არამედ მიცემა არსი სახე ღმრთის მადლის შეხებისას ბოროტის ძალის განქარვებისა. უფრო მარტივად ვერ ავხსნი. მაგრამ არის კიდევ სხვა განმარტება. ადამიანს, რომელსაც უცდია უკომპრომისო ბრძოლა ვნებებთან და ცოდვებთან, საკუთარი უძლურებით გათანგულს, მიუმართავს მორწმუნეთათვის ლოცვითი შეწევნის მისაღებად, მიუღია ეს შეწევნა და უგრძვნია, როგორ აკლდება ძალა ცოდვას, ეს განმარტება საკუთარ გულში მოეპოვება. მაგრამ ამას მხოლოდ პირადი სულიერი ცხოვრების მაგალითზე თუ შეიმეცნებ. ხოლო კითხვაზე, რატომ ვაძლევთ ბოროტს, როცა შევცოდეთ ღმერთს, თვით უფალი პასუხობს: " რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?" (მთ. 16.26) პირდაპირი გაგებით ჩვენ ვერც ღმერთს მივცემთ ვერაფერს, შეგვიძლია მხოლოდ ვითხოვოთ და ჩვენი ვედრება განვამტკიცოთ საქმით. მაცხოვარი ბრძანებს, რომ მეორედ მოსვლის ჟამს მოკითხავს ადამიანებს საქმეებისამებრ (მთ. 25.31-46). ეს სიტყვები რომ სწორად გავიგოთ, გავიხსენოთ, რას ბრძანებს წმიდა მოციქული იაკობი: "რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა? რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშუელ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა და ჰრქუას ვინმე თქუენგანმან: წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით, და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცთაჲ, რაჲ სარგებელ არს? ეგრეთცა სარწმუნოებაჲ: უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ. 2,14-17). საქმე მოწმობს სარწმუნობას და ფასობს იმდენად, რამდენადაც არის სარწმუნოებრივი. ღმრთის მორჩილებისათვის ქმნილი საქმეების სიმრავლე არის სარწმუნოებრივი სიმხურვალის გამოვლინება. ამიტომ როცა საუბარია საქმეების აწონვაზე, იგულისხმება ის მდუღარება რწმენისა, რომელიც საქმეებით გამოჩნდა და არა საკუთრივ საქმეები სარწმუნოებრივი მოტივაციის გარეშე. მხოფლიო კრებები მსჯელობდნენ სარწმუნოებრივი სწავლების სფეროში ფუძემდებლურ აღმსარებლობით საკითხებზე. ამ მსჯელობას მეტწილად პროვოცირებდა დროდადრო არმოცენებული მწვალებლობები. მრავალ ასეთ საკითხს ნაკლებად მოეპოვება ბიბლიური საფუძველი (დამეთანხმებით, ქერუბიმები წამების კარავში არ გვყოფნის ხატთა თაყვანისცემის არგუმენტად). მაგრამ მამები ეყრდნობოდნენ გარდმოცემასაც და ასკეტურ გამოცდილებასაც. საზვერეებზე არ უმსჯელიათ კრებებზე, რადგან ამის საჭიროება არც იყო. წმიდა მოციქულ პავლეს თქმით, ცისქვეშეთში მკვიდრობენ ისინი, ვინც ცდილობენ ჩვენს დაღუპვას (ეფ. 6.12). ზეცად აღსვლისას ისინი უწევენ ადამიანებს წინააღმდეგობას. ეს იცოდნენ ძველმა მამებმაც და ამაზე არავის უდავია. ამის ცოდნა საკმარისი იყო იმისათვის, რომ ადამიანებს ცოდნოდათ, თუ რასთან მოუწევდათ შეხება გარდაცვალების ჟამს. საზვერეების რაოდენობაზე კი არ საუბრობდნენ. სწავლება საზვერეებზე არ არის ახალი, ან რუსული. წმიდა მღვდელმთავარს ეგანატეს (ბრიანჩანინოვს) წიგნის "О смерти" თავში – "Воздушные мытарства" მოჰყავს მრავალი მოწმობა იმისა, რომ სწავლება საზვერეებზე ჰქონდათ ძველ მამებს და არ არის მეათე საუკუნის ქმნილება. ის, რომ ბასილი ახლის ცხოვრება გნოსტიციზმის აღზევების პერიოდში იწერება, არ არის არგუმენტი მისი გნოსტიკური წარმომავლობის დასამტკიცებლად. ამაზე შეგვიძლია წავიკითხოთ ბერძენ მიტროპოლიტ იეროთეოს (ვლაჰოსთანაც) წიგნში - "Рай и ад"] -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
კანუდოსელი |
Dec 8 2006, 07:18 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ხოლო კითხვაზე, რატომ ვაძლევთ ბოროტს, როცა შევცოდეთ ღმერთს, თვით უფალი პასუხობს: " რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?" (მთ. 16.26) პირდაპირი გაგებით ჩვენ ვერც ღმერთს მივცემთ ვერაფერს, შეგვიძლია მხოლოდ ვითხოვოთ და ჩვენი ვედრება განვამტკიცოთ საქმით. მამაო დამლოცეთ მაინტერესებს: სახარების ტექსტი ეშმაკისადმი რამის მიცემასთან დაკავშირებით რა შუაშია? ეგ ტექსტი იმაზე მიანიშნებს, რომ სული იმდენად ძვირფასია, რომ რაში უნდა გავცვალოთ და თუ გავცვლით, განა ისეთს რას მოვიგებთ? აი ამ აზრით არის ეგ ნათქვამი. თან იოანე ოქროპირი და მრავალი სხვა ეშმაკს მანდ არ ახსენებს არანაირი თვალსაზრისით. ეგ მეორედ მოსვლლის კონტექსტშია ნახსენები, რაზეც მოწმობს შემდგომი სტრიქონი: ибо приидет Сын Человеческий во славе Отца Своего с Ангелами Своими и тогда воздаст каждому по делам его. დამეთანხმებით, ქერუბიმები წამების კარავში არ გვყოფნის ხატთა თაყვანისცემის არგუმენტად ეს მეჩვენება, რომ მთლად ლოგიკური მსჯელობა არაა. წმინდა წერილში არის მაგალითი არაერთი, როდესაც მიმდინარეობდა ლოცვა ხელითქმნილის პირდაპირ ღმერთის მიმართ. ასევე ვართ ჩვენ, ვლოცულობთ უფლის ხატის პირდაპირ ღმერთის მიმართ. ჩვენ ხატებს თაყვანს არ ვცემთ, არამედ უფრო სწორი იქნებოდა ვთქვათ: პატივს მივაგებთ. თაყვანისცემას კი ღმერთს აღვუსრულებთ. პროტესტანტებმა არასწორად გაიგეს სამწუხაროდ ბიბლია. ხელით ქმნილთა მიმართ პატივის მიგება მრავლადაა ბიბლიაში. თუ ვცდები,შემისწორეთ პატივისცემით -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი