IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საზვერეები-მითი თუ რეალობა?
მნათე
პოსტი Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



IPB-ს სურათი



ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი).

ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს.

მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!)


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 8 2006, 06:50 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



საზვერეები არის გადატანითი სახე იმისა, რაც ელოდება ადამიანს ხორცთან გაყრის შემდეგ (ზოგჯერ კი თვით განსვლის ჟამს). რაციონალური აზროვნებისათვის მართლაც მრავალი რამ შეიძლება იყოს გაუგებარი. მაგრამ აქ არის ალეგორია, და არა მოთხრობა.

რატომ არის შედარებული ეშმაკი მეზვერეს, ალბათ გასაგებია. აქ ლაპარაკია არა სამართლიან ხარკის ამკრეფზე, არამედ უსამართლო და ბოროტ სულზე, რომელიც ცდილობს როგორმე დაისაკუთროს სხვისი (ამ შემთხვევაში ადამიანის სული, რომელიც ღმერთს ეკუთვნის). მას არ სჭირდება ქრთამი, რადგან სული უფრო ძვირფასია. ოქროს ფულის მიცემა ვერ ეტევა ჩვენთვის ცნობილ აღებ–მიცემობის ურთიერთობებში. ამ "ფულით" ვერც მოქრთამავ და ვერც გადაუხდი. ეს ოქრო არის ლოცვითი შეწევნა, რომელიც ათავისუფლებს სულს. ამ ლოცვის ძალა მადლმოსილებაშია. ის, კი არ ეწირება ეშმაკს იმისთვის, რომ მან დააგროვოს და სხვაგან გამოიყენოს, როგორც ჩვენ ვშვრებით ფულთან მიმართებაში, არამედ მიცემა არსი სახე ღმრთის მადლის შეხებისას ბოროტის ძალის განქარვებისა. უფრო მარტივად ვერ ავხსნი. მაგრამ არის კიდევ სხვა განმარტება. ადამიანს, რომელსაც უცდია უკომპრომისო ბრძოლა ვნებებთან და ცოდვებთან, საკუთარი უძლურებით გათანგულს, მიუმართავს მორწმუნეთათვის ლოცვითი შეწევნის მისაღებად, მიუღია ეს შეწევნა და უგრძვნია, როგორ აკლდება ძალა ცოდვას, ეს განმარტება საკუთარ გულში მოეპოვება. მაგრამ ამას მხოლოდ პირადი სულიერი ცხოვრების მაგალითზე თუ შეიმეცნებ.

ხოლო კითხვაზე, რატომ ვაძლევთ ბოროტს, როცა შევცოდეთ ღმერთს, თვით უფალი პასუხობს: " რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?" (მთ. 16.26) პირდაპირი გაგებით ჩვენ ვერც ღმერთს მივცემთ ვერაფერს, შეგვიძლია მხოლოდ ვითხოვოთ და ჩვენი ვედრება განვამტკიცოთ საქმით.

მაცხოვარი ბრძანებს, რომ მეორედ მოსვლის ჟამს მოკითხავს ადამიანებს საქმეებისამებრ (მთ. 25.31-46). ეს სიტყვები რომ სწორად გავიგოთ, გავიხსენოთ, რას ბრძანებს წმიდა მოციქული იაკობი: "რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა? რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშუელ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა და ჰრქუას ვინმე თქუენგანმან: წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით, და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცთაჲ, რაჲ სარგებელ არს? ეგრეთცა სარწმუნოებაჲ: უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ. 2,14-17). საქმე მოწმობს სარწმუნობას და ფასობს იმდენად, რამდენადაც არის სარწმუნოებრივი. ღმრთის მორჩილებისათვის ქმნილი საქმეების სიმრავლე არის სარწმუნოებრივი სიმხურვალის გამოვლინება. ამიტომ როცა საუბარია საქმეების აწონვაზე, იგულისხმება ის მდუღარება რწმენისა, რომელიც საქმეებით გამოჩნდა და არა საკუთრივ საქმეები სარწმუნოებრივი მოტივაციის გარეშე.

მხოფლიო კრებები მსჯელობდნენ სარწმუნოებრივი სწავლების სფეროში ფუძემდებლურ აღმსარებლობით საკითხებზე. ამ მსჯელობას მეტწილად პროვოცირებდა დროდადრო არმოცენებული მწვალებლობები. მრავალ ასეთ საკითხს ნაკლებად მოეპოვება ბიბლიური საფუძველი (დამეთანხმებით, ქერუბიმები წამების კარავში არ გვყოფნის ხატთა თაყვანისცემის არგუმენტად). მაგრამ მამები ეყრდნობოდნენ გარდმოცემასაც და ასკეტურ გამოცდილებასაც. საზვერეებზე არ უმსჯელიათ კრებებზე, რადგან ამის საჭიროება არც იყო. წმიდა მოციქულ პავლეს თქმით, ცისქვეშეთში მკვიდრობენ ისინი, ვინც ცდილობენ ჩვენს დაღუპვას (ეფ. 6.12). ზეცად აღსვლისას ისინი უწევენ ადამიანებს წინააღმდეგობას. ეს იცოდნენ ძველმა მამებმაც და ამაზე არავის უდავია. ამის ცოდნა საკმარისი იყო იმისათვის, რომ ადამიანებს ცოდნოდათ, თუ რასთან მოუწევდათ შეხება გარდაცვალების ჟამს. საზვერეების რაოდენობაზე კი არ საუბრობდნენ.

სწავლება საზვერეებზე არ არის ახალი, ან რუსული. წმიდა მღვდელმთავარს ეგანატეს (ბრიანჩანინოვს) წიგნის "О смерти" თავში – "Воздушные мытарства" მოჰყავს მრავალი მოწმობა იმისა, რომ სწავლება საზვერეებზე ჰქონდათ ძველ მამებს და არ არის მეათე საუკუნის ქმნილება.

ის, რომ ბასილი ახლის ცხოვრება გნოსტიციზმის აღზევების პერიოდში იწერება, არ არის არგუმენტი მისი გნოსტიკური წარმომავლობის დასამტკიცებლად. ამაზე შეგვიძლია წავიკითხოთ ბერძენ მიტროპოლიტ იეროთეოს (ვლაჰოსთანაც) წიგნში - "Рай и ад"]


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 8 2006, 07:30 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(დეკ. ანდრია @ Dec 8 2006, 07:50 PM) *




კიდევ ერთი რამ მამაო:

ონტოლოგიურად ეშმაკი უფრო არარსებულია ვიდრე არსებული, ის არ არის შექმნილი, ის შედეგია თავისუფალი ნების არასწორად წარმართვისა. ამიტომ იბადება კითხვა: განკითხვა რა არის? ადგილი სადაც მსჯავრს გვდებს ეშმაკი, პროკურორი მამა ღმერთია და ადვოკატი იესო? მაგრამ ეს პროტესტანტული სწავლებაა. მე იმას ვამბობ, რომ ეშმაკის რაიმე სახით "გამოყენება" ადამიანის ცხონებისთვის ეკლესიის სწავლების ფარგლებში არ ჯდება.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   საზვერეები-მითი თუ რეალობა?   Nov 30 2006, 12:21 PM
მარიამი   ამ კაცს სახეზე რომ ...   Nov 30 2006, 12:57 PM
მნათე   :blink: მტავარეპისკო...   Nov 30 2006, 01:16 PM
Sotiris   :blink: მტავარეპისკოპ...   Nov 30 2006, 05:20 PM
ლილიანა   ლევ პუჰალო რუსულ ე...   Nov 30 2006, 05:22 PM
კანონისტი   მარიამი და იმასაც ...   Nov 30 2006, 01:36 PM
მნათე   სადაც არ უნდა გამო...   Nov 30 2006, 01:57 PM
იოანა   ვინმე თეოდორა :blink: ...   Nov 30 2006, 03:14 PM
კანონისტი   იოანა: მოსაკლავი ხ...   Nov 30 2006, 03:17 PM
glaxa   მე მგონია რომ ეს მა...   Nov 30 2006, 03:24 PM
მნათე   საქმეც მაგაშია :blink:...   Nov 30 2006, 03:25 PM
იოანა   საქმეც მაგაშია :blink: ...   Nov 30 2006, 04:29 PM
ალექსანდრე   glaxa იცი შენ რას გეტყ...   Nov 30 2006, 03:50 PM
მნათე   გლახას უკიდურესო...   Nov 30 2006, 03:53 PM
glaxa   ალექსანდრე ალო ნუ ...   Nov 30 2006, 03:57 PM
ალექსანდრე   მნათე იცი ლევან სა...   Nov 30 2006, 04:03 PM
glaxa   ალექსანდრე მე ხომ ...   Nov 30 2006, 04:08 PM
ალექსანდრე   glaxa ნუ მეპათხალიმებ...   Nov 30 2006, 04:10 PM
glaxa   ალექსანდრე :wub: :wub: :wu...   Nov 30 2006, 04:13 PM
მნათე   აქამდე მეგონა რომ ...   Nov 30 2006, 04:20 PM
მნათე   რას ამბობ :D ეშმაკი ...   Nov 30 2006, 04:39 PM
იოანა   ვიცი, რომ არსებობს...   Nov 30 2006, 04:55 PM
მნათე   მაშინ უცნაურია შე...   Nov 30 2006, 05:02 PM
იოანა   მაშინ უცნაურია შე...   Nov 30 2006, 05:57 PM
glaxa   თაგვმა ხომ იცით რა ...   Nov 30 2006, 05:05 PM
მნათე   კონტექსტი? :D   Nov 30 2006, 05:07 PM
მნათე   საქმე ისაა რომ ამ ...   Nov 30 2006, 05:24 PM
Sotiris   ასევე საფუძვლიანი...   Nov 30 2006, 08:12 PM
ლილიანა   მნათე სად დევს ეს ნ...   Nov 30 2006, 05:25 PM
მნათე   ლილიანა ნოდარ ლად...   Nov 30 2006, 05:27 PM
ლილიანა   ლილიანა ნოდარ ლად...   Nov 30 2006, 05:35 PM
მნათე   ჰა არ მინდოდა დადე...   Nov 30 2006, 05:39 PM
მნათე   მართალი ხარ მაგრა...   Nov 30 2006, 05:59 PM
solomony   რაზეა ეს თემა და რა...   Nov 30 2006, 06:35 PM
იოანა   რაც შეეხება გარდა...   Nov 30 2006, 06:52 PM
მნათე   არავისთანაც არ ვხ...   Nov 30 2006, 06:44 PM
solomony   მნათე აბა ამ საკით...   Nov 30 2006, 06:50 PM
მნათე   ჩემო კარგო მიუხედ...   Nov 30 2006, 06:51 PM
solomony   გარწმუნებ მნათე ს...   Nov 30 2006, 07:00 PM
მნათე   წმ.ისააკ ასური წერ...   Nov 30 2006, 07:26 PM
solomony   აქ არსად არ არის ნა...   Nov 30 2006, 07:32 PM
მნათე   მოკლედ ეს ერთი კონ...   Nov 30 2006, 07:36 PM
solomony   ოღონდ კი მიწყივ ყო...   Nov 30 2006, 07:37 PM
მნათე   აი ეს ჰაერისმცველ...   Nov 30 2006, 07:40 PM
იოანა   აი ეს ჰაერისმცველ...   Nov 30 2006, 07:43 PM
მნათე   ზუსტად არც კი ვიცი...   Nov 30 2006, 07:50 PM
solomony   ხომ გახსოვთ მაკარი...   Nov 30 2006, 07:52 PM
მნათე   არ ვიცი მამა არჩილ...   Nov 30 2006, 08:00 PM
solomony   საზვერე (საბაჟო) - ა...   Nov 30 2006, 08:01 PM
მნათე   ყველა რუსი მამაა. . . ...   Nov 30 2006, 08:04 PM
solomony   ღირსი ბასილი ახალი...   Nov 30 2006, 08:05 PM
მნათე   solomony ეს ისტორია უკვ...   Nov 30 2006, 08:07 PM
მნათე   აუფ ეს რუსული მოაშ...   Nov 30 2006, 08:15 PM
Sotiris   რა კუთხით უნდა აღვ...   Nov 30 2006, 09:27 PM
solomony   ბოლოს ერთს ვიტყვი ...   Nov 30 2006, 08:33 PM
მნათე   სოლომონ მე ისინი მ...   Nov 30 2006, 08:37 PM
glaxa   solomony და რის საფუძვე...   Nov 30 2006, 08:38 PM
მნათე   ვაიმე შენ ნუ იწონე...   Nov 30 2006, 08:40 PM
solomony   მნათე კარგია თუ მა...   Nov 30 2006, 08:42 PM
glaxa   მნათე "ვუნდაღ კინ...   Nov 30 2006, 08:43 PM
მნათე   ხო მართალი ხარ თავ...   Nov 30 2006, 08:46 PM
მნათე   მაიცა ჯო, ახლა ეგრ...   Nov 30 2006, 09:32 PM
Sotiris   ეჰ, მნათე, გატყობ პუ...   Nov 30 2006, 10:26 PM
დათიკო   მეგობრებო, ხომ არ ს...   Nov 30 2006, 10:32 PM
კანუდოსელი   მეგობრებო, ხომ არ ს...   Dec 1 2006, 12:11 AM
მნათე   მართალი ხარ სერიო...   Nov 30 2006, 10:38 PM
Sotiris   მართალი ხარ სერიო...   Dec 1 2006, 06:37 PM
მნათე   კაი რაა მე არ ვიბრ...   Dec 1 2006, 06:40 PM
Sotiris   ახლა ისმის კითხვა, ...   Dec 8 2006, 07:36 PM
დეკ. ანდრია   სწავლება საზვერეე...   Dec 1 2006, 06:44 PM
მნათე   უღრმესი მადლობა თქ...   Dec 1 2006, 07:16 PM
დეკ. ანდრია   საზვერეები არის გა...   Dec 8 2006, 06:50 PM
კანუდოსელი   ხოლო კითხვაზე, რატ...   Dec 8 2006, 07:18 PM
კანუდოსელი   კიდევ ერთი რამ მა...   Dec 8 2006, 07:30 PM
კანუდოსელი   წმიდა მოციქულ პავ...   Dec 8 2006, 07:49 PM
Sotiris   ტკბილო, აბა ერთი მო...   Dec 9 2006, 05:32 AM
მნათე   დამლოცეთ თქვენო უპ...   Dec 8 2006, 07:23 PM
მნათე   რათქმაუნდა (!) თავ...   Dec 8 2006, 07:53 PM
Sotiris   მე მჯერა, რომ სულს ...   Dec 9 2006, 06:26 AM
მნათე   ხო ვიცი ეგ ნამეტან...   Dec 9 2006, 12:10 PM
glaxa   კანუდოსელი სად წე...   Dec 12 2006, 08:50 PM
solomony   კითხვები და კიდევ ...   Dec 13 2006, 03:14 AM
ალექსანდრე   glaxa შენ გაგაფრტხილე...   Dec 13 2006, 03:21 AM
glaxa   ალექსანდრე შენ შე...   Dec 13 2006, 10:46 AM
ალექსანდრე   glaxa აბა ცოტა გარკვე...   Dec 13 2006, 11:31 AM
glaxa   ალექსანდრე მეტი გ...   Dec 13 2006, 11:39 AM
ლილიანა   ალექსანდრე მეტი გ...   Dec 13 2006, 11:50 AM
glaxa   ლილიანა აი ტოლერან...   Dec 13 2006, 11:53 AM
დათიკო   ალექსანდრე ასე არ ...   Dec 13 2006, 01:37 PM
KAIROS   ვუერთდები "ქება...   Dec 13 2006, 04:37 PM
მნათე   KAIROS ამას ვის ვხედავ ...   Dec 13 2006, 04:44 PM
ალექსანდრე   ბოდიშს ვიხდი, ცოტა ...   Dec 13 2006, 06:11 PM
t.l.   ბოდიშს ვიხდი, ცოტა ...   Dec 13 2006, 06:15 PM
glaxa   ალექსანდრე ხომ გი...   Dec 14 2006, 10:43 AM
დათიკო   glaxa ასეთი რეპლიკები...   Dec 14 2006, 04:49 PM
glaxa   დათიკო ურაააააა..ა...   Dec 14 2006, 08:54 PM
დათიკო   glaxa ნუთუ სადმე დავწ...   Dec 14 2006, 09:13 PM
t.l.   glaxa ნუთუ სადმე დავწ...   Dec 14 2006, 09:16 PM
glaxa   დათიკო დათიკო აი ...   Dec 14 2006, 09:23 PM
დათიკო   ნამეტანი მატერილი...   Dec 14 2006, 09:27 PM
7 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 10:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი