საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Dec 1 2006, 06:40 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა დანარჩენს თანდათან დავწერ, დრო რომ მექნება. ამდენ ფრონტზე ბრძოლა არ შემიძლია კაი რაა მე არ ვიბრძვი ქრისტე გვაერთიანებს ასე რომ მთავარია ერთიანობა, მეორეხარისხოვანია მრავალფეროვნება, ყველაფერში სიყვარული ახლა ისმის კითხვა, კარგი მივიღეთ რქიანი ურჩხულების ცნება, საზვერეთა "გვირაბისებრი" ფორმა, მაგრამ რა ვუყოთ საგადასახადო სისტემას???? ძალიამ მაინტერესებს ვინ ნახა მაკარი დიდი საზვერეების გავლისას. . . -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Dec 8 2006, 07:36 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ახლა ისმის კითხვა, კარგი მივიღეთ რქიანი ურჩხულების ცნება, საზვერეთა "გვირაბისებრი" ფორმა, მაგრამ რა ვუყოთ საგადასახადო სისტემას???? ძალიამ მაინტერესებს ვინ ნახა მაკარი დიდი საზვერეების გავლისას. . . მნათე, ჯერ ვიდრე საზვერეებზე გადავიდოდეთ, ერთი რამე მაინტერესებს: სულის სხეულთან გაყრის შემდეგ რომ ადამიანის სულს კერძო მსჯავრი ელოდება, ეს თუ გჯერა, და რომ ეს სამსჯავრო განსხვავებულია უფლის მეორედ მოსვლისას საზოგადო მსჯავრისგან? თუ ამაში ეჭვი გეპარება, მაშინ შევეცდები როგორც წმ. წერილიდან, ასევე წმ. მამების ნაშრომებიდან ციტატებით დაგისაბუთო. საზვერეების შესახებ სწავლების მიღება-არმიღება მნიშვნელოვანწილად სწორედ კერძო მსჯავრის შესახებ სწავლების მიღება-არმიღებასთანაა დაკავშირებული. საზვერეები არის ხატოვანი მცდელობა აღწერისა, თუ რა ელოდება სულს სიკვდილის შემდეგ და როგორ მიმდინარეობს კერძო მსჯავრი. ისე კი საზვერეებისთვის მეათე საუკუნის გნოსტიკური სწავლების ძახილს მოეშვი, თორემ კირილე ალექსანდრიელი არც მეათე საუკუნეში ცხოვრობდა და არც გნოსტიკოსი იყო, რამდენადაც ჩვენ ვიცით -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th June 2024 - 05:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი