![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Geogeorgia |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 6-February 08 წევრი № 3,879 ![]() |
მართლმადიდებელი ეკლესია - ღმერთთან მისასვლელი ერთადერთი გზა!
" ვინაითგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარ-გვიყოფიეს, და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკლ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწვალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებთა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ". წმიდა გიორგი მთაწმიდელი -------------------- საქართველო - წმიდა ივერია ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
..." გარნა არათუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტებაი". |
![]() ![]() |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
ციტატა რა საინტერესოა. არამართლმადიდებელი ქრისტიანები რომლებსაც ღმერთთან უნდათ მისვლა ისინი ვერ მივლენ ღმერთთან? ერთი ძალიან საინტერესო პარალელი იყო გავლებული სსხვა თემაში რომელიღაც ფორუმელის მიერ და ზუსტ ციტატას ვერ მოვიყვან მაგრამ შინაარს გადმოგცემ, სულ უბრალო მაგალითზე ვთქვათ: მშვენიერი კუნძულის პატრონმა ორი ძმა მიიწვია თავისთან და თან რუკა დაუტოვა, რომ ადვილად მიეგნოთ მისთვის.( რადგან , მათ რთული და საშიში გზა უნდა გაევლოთ) თავიდან ერთად მიდიოდნენ , მაგრამ გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ერთმა ძმამ გვერდზე გადაუხვია და მარტომ განაგრძო გზა, ისე რომ რუკის წაღება ვერ შეძლო და ამის გამო იმ კუნძულამდე ვერასდროს მივა თუ რუკით მითითებულ გზას არ დაადგა. მეორე ძმა კი თუმცა მიატოვა მან , და გაჭირვებით მიდის წინ , აუცილებლად მივა იმ კუნძულძე და დატკბება და გაიხარებს იმ ბატონის მასპინძლობით და სამუდამოდ დარჩება მასთან. მაგრამ ის წუხს დაზე, რომელიც მას ჩამოშორდა და სიყვარულით ელის მისი ხმის გაგონებას, რომ დახმარების ხელი გაუწოდოს და ერთად დაასრულონ ეს სახიფათო გზა და მივიდნენ იმ კუნძულზე. ორივენი ერთად მიდიოდნენ უფლისაკენ და რუკად უფლის მიერ დატოვებული უცვლელი სწავლება ჰქონდათ. მაგრამ როგორც იმ ძმამ, ამ ნაწილმაც , რომელსაც შემდეგ კათოლიკე ეწოდა, გადაუხვია გზიდან და დარჩა რუკის გარეშე ანუ ჩამოშორდა იმ სწავლებას რაც უფალმა მასთან მისასვლელად მოგვცა. მაგრამ მაინც არ მიმაჩნია მართებულად ვიმსჯელოთ იმაზე, ვინ ცხონდება და ვინ არა. ეს პირიქით ცოდვაში ჩაგვაგდებს, რადგან ცხონება არ ცხონება ჩვენ არ გვეხება, ეს უფლის გადასაწყვეტია და ჩვენ ამაზე არ უნდა ვკამათობდეთ. ჩვენ ვიცით რომ ვართ სწორი სარწმუნოების მადიდებლები და მაცხონებელი სარწმუნოების მსახურნი ვართ, ვინც ამ სარწმუნოებას განუდგა ჩვენ დიდი მოთმინებით ველოდებით რომ რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდნენ ისინი რადგან ერთად მივაღწიოთ კუნძულს, დანიშნულების წერტილს სადაც თავიდან ერთად მივდიოდით. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველითვის გაუწვდის ხელს მას ვინც მოინანიებს და მოისურვებს სხვა სარწმუნოებიდან მართალ სარწმუნოებაში დაბრუნებას... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 08:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი