![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
XI ს.ის მეორე ნახევრიდან ვიდრე XV ს.ის საუკუნის მეორე ნახევარამდე, დროის ამ არცთუისე დიდ პერიოდში ქრისტიანულმა ეკლესიამ უზარმაზარი დანაკლისი განიცადა, მოხდა პირველი დიდი განხეთქილება, და შემდეგ უკვე განხეთქილებაში მოხდა ისევ ახალი განხეთქილება, ეს მოვლენები, ასეთუისე ყველასათვის ცნობილია, მაგრამ თემის დანიშნულება არის ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, მოვძებნოთ და შევაგროვოთ ლიტერატურა ამ თემაზე, ობიექტურად ვნახოთ, მაინც რა ხდებოდა იმ შავბნელ საუკუნეებში, აღმოსავლეთს პოლიტიკური პრობლემა აქვს, აქ ბიზანტია ეცემა, იქ ქრისტიანობა ქუცმაცდება, რას ფიქრობენ თავად განხეთქილების ავტორები? ვინ იყვნენ ისინი? ვინ იყო ვიკლიფი, ჰუსი, სავონაროლა, ლუთერი, კალვინი? რა ბულები გამოსცა პაპურმა რომმა, მოკლედ საინტერესო საკითხია და თქვენს აქტიურ მონაწილეობას ველი
![]() იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ა. ლიტურგიკული გადახვევები 1. უფუარით ზიარება 2. აკრძალულის ჭამა ( იგულისხმება დახრჩობილის ჭამა) 3. უწვერულობა 4. შაბათის მარხვა 5. ყველიერით მარხვა მძიმე მარხვისას 6. ერთგზის შთაფვლითი ნათლისღება ( აქ ინფორმაცია არასწორია, კათოლიკებში ხდება სამგზითი, მაგრამ სხურებითი ნათლობა) მალევე დავუბრუნდები ამ თემას და გავაგრძელებ, აქ უნდა დავამატოთ შემდეგი ლიტურგიკულ-კანონიკური სხვაობები, ამ დოკუმენტში ПОСЛАНИЕ СВЯТЕЙШЕГО ПАТРИАРХА КОНСТАНТИНОПОЛЬСКОГО МИХАИЛА КИРУЛАРИЯ БЛАЖЕННЕЙШЕМУ ПАТРИАРХУ АНТИОХИЙСКОМУ ПЕТРУ (1054 г.) დამატებითი სახით მომყავს გაგრძელება, კერძოდ: 1. ბერების მიერ ხორცის ( და "სალის" რუს. ( პროშუტო იტ.) ქართ. ? ) ჭამის უფლება, თუმცა აქაც გადაჭარბებაა, რადგან თქვენი მონა-მორჩილი ძალიან ბევრ იღუმენს და ეპისკოპოსს იცნობს, რომლებიც იმასთან ერთად ბერები არიან, ძალიანაც გეახლებიან ხინკალ-მწვადეულ-სალეულს ![]() 2. ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის შაბათის მარხვით შეცვლა ( ესეც დღეს სხვანაირადაა, ანუ ოთხშაბათი არა აქვთ, მაგრამ პარასკევს ხორცს არ ჭამენ) 3. ხსენებული დოკუმენტი ცალკე განმსხვავებელ ნიშნად ანუ კანონიკურ დანაშაულად მიიჩნევს ასევე "ეპისკოპოსთა მიერ ბეჭედთა ტარებასაც" 4. ნათლისღების საიდუმლოსას, ახლადმონათლულისათვის პირში მარილის ჩადება ( სახარებისეული მარილის სიმბოლო), რაც უცხო იყო ქრისტიანული სამყაროსათვის მოკლედ მოვხაზეთ ძირითადი ასპექტები რამაც განაპირობა დასავლეთ და აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს დაშორება, შემდეგში შევეხებით რა ხდებოდა თვითონ დასავლეთში, ანუ როგორ მოხდა მეორე განხეთქილება, როგორ დაიბადა ლუთერანიზმი... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 06:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი