![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Genesis |
![]()
პოსტი
#1
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
როგორც ჩანს საქართველო პრორუსულ ორიენტაციაზე არასდროს გადავა...
როცა რუსეთის განვითარებაზე დაკვირვებით ვსწავლობდით, ბევრი ჩვეულება და არამეტერიალური ღირებულებები გადმოვიღეთ რუსეთისგან... მაგალითად არაყზე ლუდის დაყოლება, ტელევიზორის ბრტყელტუჩათი გადართვა.. და ა.შ. დრო დგება როცა ევროპისგანაც ვიღებდეთ რაღაც ღირებულებებს... საინტერესოა... რა ცვლილებებს შეიტანდით საქართველოში... მე მაგალითად ვისურვებდი: საქართველოს ქალაქებში (თბილისის გარდა) ველოსიპედი გახდეს აქტუალური ტრანსპორტი... ამუშავდეს რესაიკლინგის სისტემა... არის ბევრი რამ მოსაწონი ევროპაამერიკაში და აუცილებელი კიარაა პირდაპირ თავისუფალ სექსთან გავაიგივოთ ევროპა ![]() -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
გენეზის
![]() პლასკაგუბცი კია რუსული სიტყვა ,მარა მისი გამოყენება რა პრობლემაა "ქართულად" ![]() ![]() ისე, ბევრი რამ მე მომწონს აქ ![]() ![]() მომწონს აგრეთვე პოლიციელების მართლა დამცავი პოზიცია, აქ მათ არავინ აგინებს, პირითით, ნამდვილად რომ გაგიხარდება ქუჩაში პატრულთა ხილვა (ახლა მანქანით როცა ხარ და წესს არღვევ, იქ ჯობია ფრანგი პოლიციელი ![]() კიდევ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ქუჩაში რომ ვინმეს დაეკითხო სად რა არის ანუ მიგასწავლოს, თუ არ იცის, ძალიან შეწუხდება და შენს ერთად ეცდება ვინმე ნახოს ვინც იცის, თუ იცის, ისე გულდასმით, გარკვევით აგიხსნის, გესიამოვნება. ამ მხრივ გერმანელებს ბადალი არ ყავთ. მომწონს აგრეთვე კაფე-რესტორნებში მომსახურების წესები, თავაზიანი პერსონალია ძირითადად. საბოლოოდ კი ყველაფერს ერტად გავაერთიანებ და წესრიგს ვუწოდებ: როგორც კი გავცდი გერმანიას, მაშინ მივხვდი ამ ქვეყანაში არსებული წესრიგის ყადრი და ასევე ის, რომ თუ როგორ დაცულად ვგრძნობდი აქ თავს. ეკონომიური სიტუაცია აქც გაფუჭდა,მაგრამ მაინც არის ბევრი რამ, რაც ჩვენთვის მისაღები და მისასალმებელია. პ.ს. სეფისკვერების და მსგავსის დარიგებისას თავპირისმტვრევააო ჩვენტან ეგ გამიკვირდა ![]() 25-30-35 წლის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს , იმათზე აქ ამბობენ, რომ ცხოვრობენ "ჰოტელ მამა" -ში (Hotel "Mama") ![]() ველოსიპედებს აქაც იპარავენ... მარა ძირიტადად უცხოელები ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 06:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი