ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#101
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
guest |
Feb 13 2008, 11:11 AM
პოსტი
#102
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
"ევთანაზია უძველეს დროში იყო ცნობილი. მაგალითად, სპარტაში ხოცავდნენ იმ ჩვილებს, რომლებიც სუსტები და სნეულები იბადებოდნენ. ზოგიერთ პირველყოფილ ტომს წესად ჰქონდა, მოეკლა ან ზედამხედველობის გარეშე დაეტოვებინა მოხუცები, რომლებიც ოჯახს ტვირთად დააწვნენ. XX საუკუნეში კი ევთანაზია პირველად ფაშისტურ გერმანიაში გამოიყენეს, შემდეგ კი ჰოლანდიაში გახდა ოფიციალურად ნებადართული." დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი) ფაშისტურ გერმანიაში ინვალიდებს კლავდნენ, მაგრამ დღეს გერმანიაში ევთანაზია კანონით ისჯება და გადის მკვლელობის რანგში და ქვია "მკვლელობა მოთხოვნის გამო" (Tötung auf Verlangen), საკმაო რაოდენობის წლებს უსჯიან, თუმცა "ჩვეულებრივ" მკვლელობასთან შედარებით, რომელიც 11 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვადითაა, ცხადია ნაკლებია, მაგრამ მინიმუმ 8 წელია მაინც. ჰოლანდიაში კი დაშვებულია ოფიციალურად. (*ასევე კანონის მიხედვით მკვლელობაში ითვლება აბორტი, რომელიც დედის თანხმობის გარეშე ხდება, ან დაძალებით,ან დაშინებით ან რაიმე ნებისმიერი მეთოდით, რომელიც განზრახ არის მიმართული დედის ნების გარეშე ბავშვის მოცილებით, იქნება ეს წამლების მიწოდება, ხსნარების თუ ა.შ.) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი