მირჩიეთ... დამაკვალიანეთ... პრობლემები..., ბიუროკრატიული და სხვანი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მირჩიეთ... დამაკვალიანეთ... პრობლემები..., ბიუროკრატიული და სხვანი... |
k@the |
Feb 9 2008, 07:31 AM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
თუ ვინმეს რაიმე რჩევა სჭირდება საზღვარგარეთთან დაკავშირებით, ან პრობლემა აქვს, გავუზიაროთ აქ ერთმანეთს.
იქნებ, ერთად შევძლოთ მათი გადაწყვეტა პ.ს. მსგავს პოსტებს მოვკრიბავ ამ თემაში... -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
კანონისტი |
Feb 13 2008, 12:12 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
staywhite
ციტატა ანუ არ ყოფილა ჯერ ორმაგი მოქალაქეობა დაგიზუსტებ... კონსტიტუციური ჩანაწერითაც და მოქალაქეობის კანონითაც ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს საქართველოს არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ ფაქტობრივად აქვს.... განგიმარტავთ რა და როგორ საქმე ისაა, რომ 2004 წლის ცვლილებებამდე საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ქვეყნის მოქალაქე. ამ წესში გამონაკლისი არ დაიშვებოდა. ამიტომ, პირს რომ ჩვენი მოქალაქეობა მიეღო, ჯერ უარი უნდა ეთქვა მოქმედ მოქალაქეობაზე, წარმოედგინა ჩვენთან საბუთი, რომ ის არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ იყო და შემდეგ დაეწერა განცხადება მოქალაქეობის მიღებაზე. ეს კი, ხვდებით ალბათ, დიდ სირთულეებთან იყო კავშირში. ამიტომ, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და ეს წესი გააუქმა. დღეს, საქართველოს ხელისუფლება აღარ ელოდება იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა დაიწყოს და დაასრულოს პროცედურები მოქმედი მოქალაქეობის გასაუქმებლად. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველს ან საქართველოს ყოფილ მოქალაქეს მხოლოდ განცხადების საფუძველზე, 6 თვეში მისცეს საქართველოს მოქალაქეობა. ამდენად გამოვა, რომ ამ მომენტიდან ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი იქნება რაც შეეხება ამ ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნებას. ეს მთლიანად არის დამოკიდებული იმ ქვეყნის კანონმდებლობაზე, რომლის მოქალაქეც არის ამავდროულად საქართველოს მოქალაქე. თუკი ის ქვეყანა უკრძალავს თავის მოქალაქეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას, მაშინ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დაკარგავს პირვანდელ მოქალაქეობას. ხოლო თუკი ეს დასაშვებია, მაშინ - შეინარჩუნებს. რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურს. თუკი პირს, რომელიც ქართული კანონმდებლობით ექვემდებარებოდა ჯარში სავალდებულო გაწვევას (მამაკაცი, სრული ჯანმრთელობით, 18-დან 27 წლამდე) სამხედრო სამსახური გავლილი აქვს სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში, სავალდებულო გაწვევას აღარ ექვემდებარება (საქ. კანონი "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ", მუხ. 29, პ. 1, "ბ") -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი