![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ეს საკითხი ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე ამაზე მსჯელობა
ხშირია შემთხვევები, როცა სასჯელის გაგება ხდება არა კანონიკურად, არამედ ძალიან მიწიერი და მატერიალური გაგებით - თითქოს ადამიანს ხელი რომ არ აქვს, ფეხი, ბრმა რომაა და ასე შემდეგ ეს იყოს სასჯელი. ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო. თუმცა, აბსოლუტური გაგებით, ჯოჯოხეთიც კი არ არის სასჯელი.... ამიტომ, როცა ვსაუბრობთ წინაპართა ცოდვების გამო პასუხისგებაზე, თუკი სასჯელს კანონიკურ ჭრილში განვიხილავთ, ცხადია - არ დავისჯებით, რაც არ უნდა მძიმე ცოდვილი იყოს ჩვენი მშობელი. მაგრამ თუკი ისე, როგორც ხშირად ხდება - მიწიერი გაგებით, მაშინ თავისუფლადაა შესაძლებელი ცოდვილ ადამიანს შვილი ხეიბარი ეყოლოს სწორედ იმიტომ, რომ იგი ცოდვილია. და ამ ხეიბარს ისეთივე წარმატებით აქვს შანსი ცხონდეს, როგორც სრულიად ჯანმრთელს. ამდენად, ეს არ იქნება სასჯელი მასზე, უფრო - მის მშობელზე ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკური ნაკლი მართლაა სასჯელი, გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ტყუილად ისჯება, რაკიღა ასეთები იბადებიან.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
გემახსოვრებათ, მე რომ წიოქი ავტეხე სასანთლის გატეხვასტან დაკავშირებით, როცა შვილი ავად მყავდა. მე ვითხოვე მაშინ: გამიმეორეთ კიდევ, რომ ჩემი ცოდვების გამო ბავშვი არ დაისჯება ანუ ცუდი არ შეემტხვევა. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ სიმწრის დროს უფრო ითავისებ ადამიანი ცოდვებს, გეხსნება გულისყური მაგ მხრივ, ვარდები სინანულში და თანახმა ხარ ყველაფერზე, ოღონდ საკუთარმა ბოროტებამ შენს საყვარელ ხალხს არაფერი ავნოს, ეს შიში ინსტიქტურია, თავის ყვედრების ეფექტია, მას ვერ გააკონტროლებ , რომ თავშიც არ გაგიელვოს, ამ დროს მე არ მიფიქრია უფფლის პროკურორობა, არამედ სამართლიანობა, ან სულაც მაგალითი და სიყვარული , რომ ენახებინა რა არის სიურჩე, ჭკუაზემოსაყვანი მეთოდი, რაც ყველაზე მეტად გეწვის იმით დანახება.
საინტერესო ფენომენია და საინტერესოა ისე სინამდვილეში როგორაა. ჩემი აზრით კი შემთხვევითი არაფერია. არ ვიცი სწორად თუ გადმოვეცი,რა შეიძლება იყოს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 01:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი