"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 13 2008, 01:09 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
პატრიარქის სიტყვა:
საქართველოში იყო ეკლესიასთან ის ადამიანი, რომელიც შემდეგ ღირსეულ მეფედ უნდა კურთხეულიყო ფსალმუნში ვკითხულობთ: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერთი თვისი მშვიდობით.“ ეს არის ის სანატრელი მდგომარეობა, რომელზეც ფიქრობდა და ფიქრობს ქართველი ადამიანი. როდესაც ჩვენ ძალის შესახებ ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, სულიერ ძალას ვგულისხმობთ, - მადლს სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მადლი სულისა წმინდისა გვაახლოებს უფალთან და უფალს აახლოებს ჩვენთან. ეს მადლი ადამიანს აქცევს ტაძრად სულისა წმინდისა. გარდა ამისა, დავით მეფსალმუნის ამ სიტყვებში ასევე იგულისხმება ფიზიკური ძალაც და მასთან ერთად მშვიდობაც - შინაგანი სიმშვიდე, მშვიდობა ადამიანის გულსა და გოენებაში, და ასევე იგულისხმება მშვიდობა ადამიანის გარშემო, მშვიდობა ქვეყანასა ზედა. როდესაც ძალასა და მშვიდობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთიც და მეორეც, რათქმაუნდა, ღვთისგანაა ბოძებული; მაგრამ უფალი ამ მადლს ერს იმ შემთხვევაში უბოძებს, თუკი იგი ამას იმსახურებს. დაუკვირდით, რას ამბობს დავით მეფსალმუნე: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს“, - ე.ი. ერთი ღვთისა უნდა იყოს, ღვთის გზით უნდა დადიოდეს, ღვთის მცნებებს უნდა ასრულებდეს და მხოლოდ მაშინ მისცემს უფალი მას ძალასა და მშვიდობას. თქვენ გახსოვთ, 1801 წელს შეწყდა ბაგრატიონთა დინასტიის მეფობა საქართველოში და აქედან მოყოლებული ქართველი ხალხის ოცნება იყო, აღედგინა ეს უძველესი ღვთივკურთხეული დინასტია. დღეს ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი გამოთქვამს ასეთ აზრს, რომ საქართველოში უნდა დამყარდეს კონსტიტუციური მონარქია. განგიმარტავთ, თუ რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა; და შეიძლება, მომავალში ქართველმა ხალხმა ამის შესახებ იფიქროს. როდესაც კონსტიტუციურ მონარქიაზე ვსაუბრობთ, - მსგავსი ქვეყნების მაგალითებზე ვხედავთ, რომ მათ სტაბილური სახელმწიფოები აქვთ. მაგალითისთვის გავიხსენოთ თუნდაც დიდი ბრიტანეთი ან ესპანეთი. კონსტიტუციური მონარქიის პირობებში, თუკი ქვეყანაში კრიტიკული ვითარება შეიქმნა, მეფე ძალაუფლებას თავის ხელში იღებს და ქვეყანაში მშვიდობას ამყარებს; როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ესპანეთში, როცა პარლამენტში შეთქმულება მოხდა, - მეფემ ისარგებლა თავისი ძალაუფლებით და ქვეყანა დაამშვიდა. უფალი დავით მეფე წინასწარმეტყველის ფსალმუნში ბრძანებს: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.“ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაგრატიონთა გვარი მართლაც რჩეული იყო ქართველთა შორის. შემთხვევით არ იყო, რომ ეს დიდება ხვდა წილად ბაგრატიონთა გვარს. როცა უფალი ირჩევს ერს ან ადამიანს, მას ასევე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც აკისრებს. საუკუნეების განმავლობაში ამ უდიდეს პასუხისმგებლობას ტვირთულობდა პაგრატიონთა გვარი და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ის დიდებული კულტურული საგანძური, რომელიც საუკუნეების მანძილზე შეიქმნა, ბაგრატიონთა გვარის ხელმძღვანელობითა და მეთაურობით გაკეთდა. არც ისაა შემთხვევითი, რომ დღეს, როცა ჩვენ სახელმწიფო გერბზე ვფიქრობთ, მიიჩნევენ, რომ ბაგრატიონთა გერბი უნდა იქცეს სახელმწიფო გერბად. და არც ისაა შემთხვევითი, რომ ბაგრატიონთა გვარი სათავეს მეფე დავით წინასწარმეტყველისა და სოლომონისაგან იღებს. ხშირად იხსენებს ქართველი კაცი იმ დიდებულ ფურცლებს ჩვენი ისტორიისა, როდესაც მეფობდნენ დიდი თამარი და დავით აღმაშენებელი და ოცნებობს იმაზე, რომ შეიძლება უფალმა დაუშვას და კვლავ აღდგეს სამეფო დინასტია. ღმერთმა ინებოს, რომ მომავალში ავმაღლდეთ ისე, რომ ქართველი ერი ღირსი გახდეს ამ დიდებისა. მაგრამ, ამავე დროს, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელიც მზად იყოს ამისთვის. ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ წყობაზე საუბარი არ არის მარტივი საქმე. ქართველი ხალხი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ეს წყობა მიიღოს; შესაბამისად, ბაგრატიონთაგან უნდა იყოს გამორჩეული სამეფო კანდიდატი. შეიძლება იგი საგანგებოდაც აღვზარდოთ. ასე იყო უწინ, ბავშვობიდან იზრდებოდა და ტახტისთვის საგანგებოდ მზადდებოდა, უპირველეს ყოვლისა, სიახლოვეში იყო ეკლესიასთან ის ადამიანი, რომელიც შემდეგ ღირსეულ მეფედ უნდა კურთხეულიყო. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ბაგრატიონთა გვარის ბავშვებზე. ცუდი არ იქნება, რომ საქართველოში მცხოვრები ბაგრატიონის გვარის წარმომადგენელი ბავშვები ეკლესიასთან აღზრდილიყვნენ. შეიძლება უცხოეთიდანაც ჩამოვიყვანოთ პატარა ბაგრატიონები და აქ, მშობლიურ წიაღში გაიზარდონ. მერე ღმერთი თვითონ ამოირჩევს რჩეულსა ერისაგან თვისისა. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ საქართველო დიდი მადლითაა მოცული, რადგან წყალობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა დიდია საქართველოსა ზედა. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ სამშობლოსათვის. ყოველი ადამიანი ამქვეყნად მოსულია თავისი მისიით, ყოველ ადამიანს ღვთისაგან აქვს ბოძებული თავისი ჯვარი და ეს ჯვარი ადამიანმა ბოლომდე უნდა მიიტანოს. შევთხოვ უფალს, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, ერთსულოვნება და თუ იქნება ნება ღვთისა, აღდგეს კონსტიტუციური მონარქია. ბევრია დამოკიდებული თვითონ ჩვენზეც, ბევრია დამოკიდებული ხალხზე. უნდა გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. ამიტომ ღვთის ნება იყოს საქართველოზე! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი