![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ეს საკითხი ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე ამაზე მსჯელობა
ხშირია შემთხვევები, როცა სასჯელის გაგება ხდება არა კანონიკურად, არამედ ძალიან მიწიერი და მატერიალური გაგებით - თითქოს ადამიანს ხელი რომ არ აქვს, ფეხი, ბრმა რომაა და ასე შემდეგ ეს იყოს სასჯელი. ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო. თუმცა, აბსოლუტური გაგებით, ჯოჯოხეთიც კი არ არის სასჯელი.... ამიტომ, როცა ვსაუბრობთ წინაპართა ცოდვების გამო პასუხისგებაზე, თუკი სასჯელს კანონიკურ ჭრილში განვიხილავთ, ცხადია - არ დავისჯებით, რაც არ უნდა მძიმე ცოდვილი იყოს ჩვენი მშობელი. მაგრამ თუკი ისე, როგორც ხშირად ხდება - მიწიერი გაგებით, მაშინ თავისუფლადაა შესაძლებელი ცოდვილ ადამიანს შვილი ხეიბარი ეყოლოს სწორედ იმიტომ, რომ იგი ცოდვილია. და ამ ხეიბარს ისეთივე წარმატებით აქვს შანსი ცხონდეს, როგორც სრულიად ჯანმრთელს. ამდენად, ეს არ იქნება სასჯელი მასზე, უფრო - მის მშობელზე ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკური ნაკლი მართლაა სასჯელი, გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ტყუილად ისჯება, რაკიღა ასეთები იბადებიან.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
athos |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ციტატა ბავშვი რომ კვდება ეს არის ერთის მხრივ ცოდვის გამო - ზოგადად სიკვდილი შემოვიდა ცოდვთ, მეორეს მხრივ კონკრეტულად მშობლის ან სვა მიზეზების მიერ გამოწვეული გავლენა (მშობლის გენეტიკური ან სხვა დაავადება, და სხვა) რა შუაშია მშობლის გენეტიკა მაგალითად პნევმონიასთან? უბრალოდ არსებობს მღვდელი ალექსი გრაჩოვის წიგნი "როცა ბავშვი ავადმყოფობს" ციტატა ამ წიგნიდან: "აი, ეს არის სწორედ პასუხი კითხვაზე: რატომ იტანჯებიან ბავშვები ჩვენი ცოდვების გამო; იმის გამო, რომ არ ვზრუნავთ არც საკუთარი და არც მათი სულების ცხონებაზე. ჩვენი, როგორც მშობლების, ამოცანა მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ შვილების ფიზიკური არსებობა უზრუნველვყოთ, არამედ, პირველ რიგში - სულიერად აღვზარდოთ ისინი, გავუხსნათ მათ ღვთისკენ მიმავალი გზა. აი, მაცხოვრის სიტყვები: „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლუად ჩემდა, და ნუ აყენებთ მათ“ (მათე 19, 14). თუ ჩვენ არ დაგვყავს ბავშვები ეკლესიაში, არ ვასწავლით ლოცვას, თუ შინ არა გვაქვს სახარება, ხატები, არ ვცდილობთ ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაბრკოლებთ მათ, ხელს ვუშლით მივიდნენ ქრისტესთან. და ეს არის ჩვენი უმთავრესი ცოდვა, რომელიც ბავშვებზე გადადის. აი, რატომ იტანჯებიან ჩვენი ცოდვების გამო ბავშვები, იმ შემთხვევაშიც, როცა თვითონ ამ ცოდვებში ბრალი არ მიუძღვით. ჩვენ მათთან უხილავი ძაფებით ვართ დაკავშირებულნი, მათში - ჩვენი სისხლია და სული. ისინი ჩვენი შვილები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენს გამო არ დაიტანჯებოდნენ" -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 09:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი