ქართული ანბანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ანბანი |
lingvo |
Jul 17 2007, 12:53 AM
პოსტი
#1
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ქართული ანბანი - ჩვენი სიამაყე და დიდი საგანძურია. ის ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და ძველი ბაბილონური დამწერლობის მემკვიდრეა. ქართული ანბანი შეიცავს უამრავ სიმბოლიკას და ერთგვარი ფენომენიცაა ამ კუთხით. ქართული ანბანი უდიდესი სიბრძნის მატარებელია!
მაგალითად ასო-ბგერა "ქ" - ს რიცხვითი მნ-ბა 24-ია. ქ - წარმართლულ ხანაში როგორც ჯვარი, ქვეყნიერების სიმბოლიკა იყო, რომელიც აღნიშნავდა 4 მხარეს. ქართულ ამბანში ქ - ქრისტიანობა, ქართლი, ქვეყანა.... კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება თითოეულ ასოზე. ქართველმა მათემატიკოსებმა დაადგინეს უტყუარი კვაშირი ქართულ ანბანსა და კალენდარს შორის. მაშასადამე ქართული ანბანი კალენდარული ანბანია! გთხოვთ, ყველამ დაწერეთ ნებისმიერი საინტერესო ინფორმაცია ქართულ ანბანზე რაც კი მოგეპოვებათ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
komisia |
Jul 21 2007, 12:16 PM
პოსტი
#2
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
ამ თემაზე ერთი უშველებელი წიგნი აქვს დაწერილი ზურაბ ქაფიანიძეს. ზუსტად ამაზე.
-------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
mariam_andria |
Feb 13 2008, 01:57 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,853 |
ამ თემაზე ერთი უშველებელი წიგნი აქვს დაწერილი ზურაბ ქაფიანიძეს. ზუსტად ამაზე. ოღონდ ეგ არა რა, გთხოვთ .ამაზე ჯობია სპეციალისტის დაწერილი წიგნი ნახოთ. საერთოდ როცა ასეთ საკითხებს ვეხებით სჯობს ემოციები გვერდზე გადავდოთ. უნდა ვიყოთ მიუკერძოებლები. იდეალიზმი ხშირად შეცდომების დედად გვევლინება ხოლმე, ამ შემთხვევაში რეალიზმი სჯობს. ქართული ანბანი უნიკალური რომაა ეს მადლობა ღმერთს არაა სადაო, მაგრამ მოდით მეცნიერებას მეცნიერული თვალით შევხედოთ, ხშირად ამ თემას ჩანახატების დონეზე აკეთებენ. ხშირად წამიკითხავს "მეცნიერული" ნაშრომები არგუმენტების გარეშე. აქ ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ : რაიმე მოსაზრება დადასტურებულად რომ ჩაითვალოს, გამაგრებული უნდა იყოს ან წერილობითი წყაროთი და არქეოლოგიური არტეფაქტებით. არ შეიძლება ფანტაზიის დონეზე მივუდგეთ ასეთ სათუთ, ასეთ სერიოზულ საკითხებს. ასეა ეს და რა ვქნა? მოდით ლიტერატურასა და მეცნიერებას შორის ზღვარი გავავლოთ. ყველას ნაწერს ნუ ენდობით. ამ მეცნიერების შესწავლას წლები და დიდი მოთმინება სჭირდება და მოდით ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. მსახიობებმა კინოსა და თეატრს მიხედონ, არქიტექტორებმა შენობებს, მუსიკოსებმა მუსიკას და მეცნიერებმა მეცნიერებას. ძალიან ხშირად მინახავს ადამიანი, რომელიც არაა სპეციალისტი, ამ დროს თავგამოდებულია ძალიან, გგონია რომ მართლაც იცის რაღაც და ამ დროს შეიძლება ელემენტარულად გეოგრაფიული სახელიც კი დამახინჯებულად დაწეროს, იმიტომ რომ ინგლისურიდან აქვს პირდაპირ გადმოწერილი. ვისაც გაინტერესებთ ეს საკითხი ქაფიანიძეს კი არა ჯობს მზექალა შანიძეს ან თუნდაც ჯემალ შარაშენიძეს მიმართეთ. ქაფიანიძე ჩემი და ყველას უსაყვარლესი მსახიობია, მაგრამ ის მსახიობია და არა ასირიოლოგი. ლინგვო, გამარჯობა, ძალიან კარგი თემაა სად დაიკარგე? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი