![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ეს საკითხი ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე ამაზე მსჯელობა
ხშირია შემთხვევები, როცა სასჯელის გაგება ხდება არა კანონიკურად, არამედ ძალიან მიწიერი და მატერიალური გაგებით - თითქოს ადამიანს ხელი რომ არ აქვს, ფეხი, ბრმა რომაა და ასე შემდეგ ეს იყოს სასჯელი. ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო. თუმცა, აბსოლუტური გაგებით, ჯოჯოხეთიც კი არ არის სასჯელი.... ამიტომ, როცა ვსაუბრობთ წინაპართა ცოდვების გამო პასუხისგებაზე, თუკი სასჯელს კანონიკურ ჭრილში განვიხილავთ, ცხადია - არ დავისჯებით, რაც არ უნდა მძიმე ცოდვილი იყოს ჩვენი მშობელი. მაგრამ თუკი ისე, როგორც ხშირად ხდება - მიწიერი გაგებით, მაშინ თავისუფლადაა შესაძლებელი ცოდვილ ადამიანს შვილი ხეიბარი ეყოლოს სწორედ იმიტომ, რომ იგი ცოდვილია. და ამ ხეიბარს ისეთივე წარმატებით აქვს შანსი ცხონდეს, როგორც სრულიად ჯანმრთელს. ამდენად, ეს არ იქნება სასჯელი მასზე, უფრო - მის მშობელზე ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკური ნაკლი მართლაა სასჯელი, გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ტყუილად ისჯება, რაკიღა ასეთები იბადებიან.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ციტატა რატომ უნდა მომკვდარიყო ვიღაც აათეისტის 3 შვილი 17 წლის ასაკშI,როცა მათ არაფერი არ ჩაუდენიათ? და კიდევ მათი დაღუპვა გულისხმობს თუ არა ავტომატურად მათ ცხონებას? თუ არა, მაშინ რა გამოდის წარწყმდნენ "ნაადრევად"? კაიროს, ეს რა არგუმენტია? 1. ამიხსენი ფრაზა "რატომ უნდა მომკვდარიყო ვიღაც აათეისტის 3 შვილი 17 წლის ასაკშI,როცა მათ არაფერი არ ჩაუდენიათ?" ![]() რატომ მოკვდა გრიგოლ ხანძთელი? ნუთუ მასზე ცოდვილი ვერავინ მოიძებნა კლარჯეთში? ![]() ![]() 2. შედარებით კარგი არგუმენტია: "და კიდევ მათი დაღუპვა გულისხმობს თუ არა ავტომატურად მათ ცხონებას? თუ არა, მაშინ რა გამოდის წარწყმდნენ "ნაადრევად"?" ავტომატურად ცხადია არ ნიშნავს. თუმცა ერთიცაა - ათეისტს მაღალი ალბათობაა რომ შვილიც ასეთივე ჰყავდეს, იქნებ ნაადრევად გაიყვანა უფალმა და უფრო დიდ ცოდვას ააცილა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd August 2025 - 04:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი