სასჯელის კანონიკური გაგება, შეიძლება დავისაჯოთ წინაპართა ცოდვებისთვის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასჯელის კანონიკური გაგება, შეიძლება დავისაჯოთ წინაპართა ცოდვებისთვის? |
კანონისტი |
Feb 13 2008, 12:31 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ეს საკითხი ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე ამაზე მსჯელობა
ხშირია შემთხვევები, როცა სასჯელის გაგება ხდება არა კანონიკურად, არამედ ძალიან მიწიერი და მატერიალური გაგებით - თითქოს ადამიანს ხელი რომ არ აქვს, ფეხი, ბრმა რომაა და ასე შემდეგ ეს იყოს სასჯელი. ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო. თუმცა, აბსოლუტური გაგებით, ჯოჯოხეთიც კი არ არის სასჯელი.... ამიტომ, როცა ვსაუბრობთ წინაპართა ცოდვების გამო პასუხისგებაზე, თუკი სასჯელს კანონიკურ ჭრილში განვიხილავთ, ცხადია - არ დავისჯებით, რაც არ უნდა მძიმე ცოდვილი იყოს ჩვენი მშობელი. მაგრამ თუკი ისე, როგორც ხშირად ხდება - მიწიერი გაგებით, მაშინ თავისუფლადაა შესაძლებელი ცოდვილ ადამიანს შვილი ხეიბარი ეყოლოს სწორედ იმიტომ, რომ იგი ცოდვილია. და ამ ხეიბარს ისეთივე წარმატებით აქვს შანსი ცხონდეს, როგორც სრულიად ჯანმრთელს. ამდენად, ეს არ იქნება სასჯელი მასზე, უფრო - მის მშობელზე ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკური ნაკლი მართლაა სასჯელი, გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ტყუილად ისჯება, რაკიღა ასეთები იბადებიან.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
Feb 13 2008, 02:04 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ცალკეული მოძღვრების ქადაგების შედეგია ამ თემის გახსნის მოტივი, ამიტომაც მართლაც ხომ არ აჯობებდა უფრო ინტენსიურად გავრცელებული და კომპენტენტური არგუნტები გაგეცნოთ ერთმანეთისთის (ჩვენთვის) . პრინციპში, რომ იქადაგება ეს, ამის გამოც მიდის აქ კამათი, რომ არასწორი უნდა იყოს.
ისე,ამ პრინციპით გამოდის რომ ყველაფერი ცოდვის შედეგია: პრობლემები,ავადმყოფობა, სისუსტე, სიკვდილიანობა და ა.შ., მაგრამ რამდენი ადამიანია აშკარად რომ ტირანობს, და ამ ქვეყანას კი სიამტკბილობით ატარებს, მაშინ ცოტა ლოგიკის ბარიერს ვაწყდები ამ კუთხით თუ ვიფიქრე. ერთადერთი ის, რომ არ გვესმის რა რა არის ეს იქნება ალბათ ამ ულოგიკობის განმარტება, ანუ პირდაპირად არ უნდა აღვიქვამდეთ მოვლენას, რამეთუ არ ვუწყით უფლის განგების შესახებ ზუსტად. მე მაინტერესებს ტქვენი აზრი და მტკიცებები, იქნებ გავიგო, თუ გაგებადია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2024 - 02:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი