![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ეს საკითხი ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე ამაზე მსჯელობა
ხშირია შემთხვევები, როცა სასჯელის გაგება ხდება არა კანონიკურად, არამედ ძალიან მიწიერი და მატერიალური გაგებით - თითქოს ადამიანს ხელი რომ არ აქვს, ფეხი, ბრმა რომაა და ასე შემდეგ ეს იყოს სასჯელი. ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო. თუმცა, აბსოლუტური გაგებით, ჯოჯოხეთიც კი არ არის სასჯელი.... ამიტომ, როცა ვსაუბრობთ წინაპართა ცოდვების გამო პასუხისგებაზე, თუკი სასჯელს კანონიკურ ჭრილში განვიხილავთ, ცხადია - არ დავისჯებით, რაც არ უნდა მძიმე ცოდვილი იყოს ჩვენი მშობელი. მაგრამ თუკი ისე, როგორც ხშირად ხდება - მიწიერი გაგებით, მაშინ თავისუფლადაა შესაძლებელი ცოდვილ ადამიანს შვილი ხეიბარი ეყოლოს სწორედ იმიტომ, რომ იგი ცოდვილია. და ამ ხეიბარს ისეთივე წარმატებით აქვს შანსი ცხონდეს, როგორც სრულიად ჯანმრთელს. ამდენად, ეს არ იქნება სასჯელი მასზე, უფრო - მის მშობელზე ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკური ნაკლი მართლაა სასჯელი, გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ტყუილად ისჯება, რაკიღა ასეთები იბადებიან.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
athos |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ციტატა ზოგადად რატომ ავადმყოფობს ადამიანი? იმიტომ რომ ზამთარში (თუმცა ზაფხულშიც შეიძლება) ცივდება, გრიპი ემართება და სიცხე უწევს. ცოდვას დავაბრალოთ რომ გაცივდა? თუ გარემო პირობებს? მაგრამ ხომ შეიძლება რომ თბილად ჩავიცვათ და არ გავცივდეთ. ასე რომ ხშირ შემთხვევაში ეს ჩვენი უყურადღებობის ბრალია. რაც შეეხება პატარას, გასაგებია რომ ის უმწეოა და ვერაფრის შემძლებელი, ამიტომ მასზე მშობელი ზრუნავს. დავუშვათ მშობლის უყურადღებობის გამო პატარა ავად გახდა, ან სხვა რაიმე დაავადება შეემთხვა და გარდაიცვალა. ვისი ბრალი იქნება ეს? მშობლის, მისი უყურადღებობის და არა პატარას ცოდვის, რომელიც არ აქვს მას ელემენტარულად, მაშ რატომ გარდაიცვალა იგი, რა დააშავა თუკი მშობელმა უყურადღებობა გამოიჩინა? მას არაფერი არ დაუშავებია, სიკვდილი სასჯელი არაა. უფალი არ ზემოქმედებს ადამიანის თავისუფალ ნებაზე, მან უთხრა მშობელს ყურადღებით იყავი, მაგრამ მასზე ზემოქმედება არ მოუხდენია. მშობელმა ყურად არ იღო ეს გაფრთხილება და ასეთ შედეგამდე მივიდა. რა იოლად გადაწყვიტე ყველაფერი. როგორ ჩანს რომ საავადმყოფოსთან შეხება არ გქონია. ბავშვთა ონკოლოგია გაგიგია? რა შუაშია აქ მშობლის უყურადღებობა? რატომ იტანჯებიან თვეობით ბავშვები? ერთი თმის ღერიც არ ვარდება ღვთის გარეშეო... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 09:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი