![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ეს საკითხი ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე ამაზე მსჯელობა
ხშირია შემთხვევები, როცა სასჯელის გაგება ხდება არა კანონიკურად, არამედ ძალიან მიწიერი და მატერიალური გაგებით - თითქოს ადამიანს ხელი რომ არ აქვს, ფეხი, ბრმა რომაა და ასე შემდეგ ეს იყოს სასჯელი. ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო. თუმცა, აბსოლუტური გაგებით, ჯოჯოხეთიც კი არ არის სასჯელი.... ამიტომ, როცა ვსაუბრობთ წინაპართა ცოდვების გამო პასუხისგებაზე, თუკი სასჯელს კანონიკურ ჭრილში განვიხილავთ, ცხადია - არ დავისჯებით, რაც არ უნდა მძიმე ცოდვილი იყოს ჩვენი მშობელი. მაგრამ თუკი ისე, როგორც ხშირად ხდება - მიწიერი გაგებით, მაშინ თავისუფლადაა შესაძლებელი ცოდვილ ადამიანს შვილი ხეიბარი ეყოლოს სწორედ იმიტომ, რომ იგი ცოდვილია. და ამ ხეიბარს ისეთივე წარმატებით აქვს შანსი ცხონდეს, როგორც სრულიად ჯანმრთელს. ამდენად, ეს არ იქნება სასჯელი მასზე, უფრო - მის მშობელზე ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკური ნაკლი მართლაა სასჯელი, გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ტყუილად ისჯება, რაკიღა ასეთები იბადებიან.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
afxazi
მიდგომა მართებულია ეგეთი ტიპის დაავადებების მიმართ. მაგრამ აქ საუბარია მძიმე დაავადებებზე.... მოკლედ, მარტივად: ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, როგორც ასეთს და ეს არის წარწყმედა. შესაბამისად, ადამიანი პასუხს აგებს უფლის წინაშე მხოლოდ თავისი ცოდვების გამო და მწვალებლობაა ე.წ. კოლექტიური პასუხისმგებლობის გადმოტანის მცდელობა კანონიკურ სამართალში. ამიტომ პირადი პასუხისგება ნიშნავს, რომ ადამიანი როცა წარდგება უფლის წინაშე, ის განისჯება მხოლოდ მის მიერ ჩადენილი ცოდვის გამო და თუკი მადლს ვერ ჰპოვებს უფლის თვალში, განეჩინება მას ჯოჯოხეთსა შინა მყოფობა. ეს არის სასჯელი ამასთან, მძიმე ცოდვილის სინანულისაკენ მოსაბრუნებლად შეიძლება ადამიანზე მოიწიოს განსაცდელმა, ავადმყოფობამ, სნეულებამ, პატიმრობამ, ასევე მის შვილზეც. ეს არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს მისი შვილი ისჯება ან პასუხს აგებს მშობლის ცოდვის გამო. ფიზიკური ნაკლოვანებები საღვთო სასჯელი არ არის, ამიტომ ბრმად შობილ ბავშვზე ვერ ვიტყვით, რომ ის დაისაჯა, რადგან ჯერ ერთი, როგორც აღინიშნა, ეს სასჯელი არ არის, მეორეც, მაშინ ყველა ასეთი დასჯილი გამოდის. აქ შეიძლება დავუშვათ, რომ მსგავსმა განსაცდელმა მოიწია მის მშობელზე რაიმე მძიმე ცოდვისა გამო. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 10:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი