![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ეს საკითხი ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე ამაზე მსჯელობა
ხშირია შემთხვევები, როცა სასჯელის გაგება ხდება არა კანონიკურად, არამედ ძალიან მიწიერი და მატერიალური გაგებით - თითქოს ადამიანს ხელი რომ არ აქვს, ფეხი, ბრმა რომაა და ასე შემდეგ ეს იყოს სასჯელი. ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო. თუმცა, აბსოლუტური გაგებით, ჯოჯოხეთიც კი არ არის სასჯელი.... ამიტომ, როცა ვსაუბრობთ წინაპართა ცოდვების გამო პასუხისგებაზე, თუკი სასჯელს კანონიკურ ჭრილში განვიხილავთ, ცხადია - არ დავისჯებით, რაც არ უნდა მძიმე ცოდვილი იყოს ჩვენი მშობელი. მაგრამ თუკი ისე, როგორც ხშირად ხდება - მიწიერი გაგებით, მაშინ თავისუფლადაა შესაძლებელი ცოდვილ ადამიანს შვილი ხეიბარი ეყოლოს სწორედ იმიტომ, რომ იგი ცოდვილია. და ამ ხეიბარს ისეთივე წარმატებით აქვს შანსი ცხონდეს, როგორც სრულიად ჯანმრთელს. ამდენად, ეს არ იქნება სასჯელი მასზე, უფრო - მის მშობელზე ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკური ნაკლი მართლაა სასჯელი, გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ტყუილად ისჯება, რაკიღა ასეთები იბადებიან.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
KAIROS
ვაჰ... "შეიძლება"-მეთქი! რა, არ შეიძლება? ![]() ![]() seminarieli lela ციტატა ვიცნობ ერთ ადამიანს რომელიც ურწმუნო იყო და ასევე მის გარშემო ხალხიც,მაგრამ მას მერე რაც დაბრმავდა ,თვითონაც ხომ მოექცა რათქმა უნდა ეგრევე არა თანდათან და ყველა მისი ახლიბელი ასე რომ ამან(დაავადებამ) პირიქით კარგი ნაყოფი გამოიღო,სწორედ ამან მოაქცია მისი ახლობლები და თვითონ და საერთოდ ვფიქრობ რომ ავადმყოფის მოვლა მშობლისთვის დიდი ჯვარია იქნებ ამან აცხოვნოს ღვთის გზები გამოუცნობია კარგი მაგალითია ახლა ვეკითხები კაიროსს და კანუდოსელს: მისი სიბრმავე ღვთის სასჯელი იყო? სასჯელის კანონიკური გაგებით? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 10:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი