![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ეს საკითხი ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე ამაზე მსჯელობა
ხშირია შემთხვევები, როცა სასჯელის გაგება ხდება არა კანონიკურად, არამედ ძალიან მიწიერი და მატერიალური გაგებით - თითქოს ადამიანს ხელი რომ არ აქვს, ფეხი, ბრმა რომაა და ასე შემდეგ ეს იყოს სასჯელი. ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო. თუმცა, აბსოლუტური გაგებით, ჯოჯოხეთიც კი არ არის სასჯელი.... ამიტომ, როცა ვსაუბრობთ წინაპართა ცოდვების გამო პასუხისგებაზე, თუკი სასჯელს კანონიკურ ჭრილში განვიხილავთ, ცხადია - არ დავისჯებით, რაც არ უნდა მძიმე ცოდვილი იყოს ჩვენი მშობელი. მაგრამ თუკი ისე, როგორც ხშირად ხდება - მიწიერი გაგებით, მაშინ თავისუფლადაა შესაძლებელი ცოდვილ ადამიანს შვილი ხეიბარი ეყოლოს სწორედ იმიტომ, რომ იგი ცოდვილია. და ამ ხეიბარს ისეთივე წარმატებით აქვს შანსი ცხონდეს, როგორც სრულიად ჯანმრთელს. ამდენად, ეს არ იქნება სასჯელი მასზე, უფრო - მის მშობელზე ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკური ნაკლი მართლაა სასჯელი, გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ტყუილად ისჯება, რაკიღა ასეთები იბადებიან.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
athos |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
მაშინ გამოდის რომ არც მოზრდილი ადამიანის ავადმყოფობას არ ქონია არავითარი ზნეობრივი მნიშვნელობა, ანუ ყველაფერი მხოლოდ ვირუსებზე დაიყვანება.
შემთხვევით შეგხვდა რაღაც ვირუსი და ავად გახდი... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მაშინ გამოდის რომ არც მოზრდილი ადამიანის ავადმყოფობას არ ქონია არავითარი ზნეობრივი მნიშვნელობა, ანუ ყველაფერი მხოლოდ ვირუსებზე დაიყვანება. შემთხვევით შეგხვდა რაღაც ვირუსი და ავად გახდი... კი და არა კი იმიტომ, რომ მოხდა რაღაც ფიზიკური მოვლენა - ავარია, უყურადღებობა, გენეტიკური პრობლემა ან სხვა რამ არა - იმიტომ, რომ თუნდაც ეგრე რომ იყოს,ღმერთი მაშინაც არ გტოვებს,და ვინაიდან მას სხვა საქმე არ გააჩნია გარდა იმისა, რომ გაცხოვნოს და გაცხოვნოს, ის იმ შენს მდგომარეობას შენდა სასიკეთოდ დაგანახებს - ეცდება რომ ასე ქნას. ამისი კარგი მაგალითია მოგვების ისტორია, რომლებიც ცალსახად ასტროლოგიურმა გამოკვლევებმა მიიყვანა ბეთლემში, მაგრამ განა ასტროლოგია ღმერთმა შეუქმნა ადამიანებს (რომ ისინი თავისთან მიეყვანა) ან მოუწონა ზოგადად ასტროლოგია? - არც ერთი და არც მეორე, უბრალოდ ღმერთმა არ მიატოვა ის წარმართებიც. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 09:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი