![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ეს საკითხი ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე ამაზე მსჯელობა
ხშირია შემთხვევები, როცა სასჯელის გაგება ხდება არა კანონიკურად, არამედ ძალიან მიწიერი და მატერიალური გაგებით - თითქოს ადამიანს ხელი რომ არ აქვს, ფეხი, ბრმა რომაა და ასე შემდეგ ეს იყოს სასჯელი. ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო. თუმცა, აბსოლუტური გაგებით, ჯოჯოხეთიც კი არ არის სასჯელი.... ამიტომ, როცა ვსაუბრობთ წინაპართა ცოდვების გამო პასუხისგებაზე, თუკი სასჯელს კანონიკურ ჭრილში განვიხილავთ, ცხადია - არ დავისჯებით, რაც არ უნდა მძიმე ცოდვილი იყოს ჩვენი მშობელი. მაგრამ თუკი ისე, როგორც ხშირად ხდება - მიწიერი გაგებით, მაშინ თავისუფლადაა შესაძლებელი ცოდვილ ადამიანს შვილი ხეიბარი ეყოლოს სწორედ იმიტომ, რომ იგი ცოდვილია. და ამ ხეიბარს ისეთივე წარმატებით აქვს შანსი ცხონდეს, როგორც სრულიად ჯანმრთელს. ამდენად, ეს არ იქნება სასჯელი მასზე, უფრო - მის მშობელზე ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკური ნაკლი მართლაა სასჯელი, გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ტყუილად ისჯება, რაკიღა ასეთები იბადებიან.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
.:Lela:. |
![]()
პოსტი
#2
|
![]() .:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 ![]() |
უფალს ჩვენთვის არ მოუცია აღთქმა , რომ აქ, ამქვეყნად მოგვანიჭებდა " ბედნიერებას" იმ გაგებით, როგორც ის ადამიანებს ესმით, რადგან ეს წუთისოფელი და დრო ამ წუთისოფელში, როგორც წმინდა ეფრემ ასური ამბობს , უფალმა სასწავლებლად, გამოცდისა და ღვაწლის ადგილად დაგვიწესა. ამიტომ არ უნდა წარვიკვეთდეთ სასოს მაშინ, როცა თავს განსაცდელები და მწუხარებები გვატყდება, პირიქით, უნდა ვხარობდეთ, ქრისტესა და ჭესმარიტების გამო ტკივილები და სატანჯველები რომ გვეძლევა, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ სწორი გზით ანუ წმინდათა გზით მივდივართ. თვით უფალიც, განკაცდა რა , მიირო რა ყოველივე ადამიანური, გარდა ცოდვისა, ჩვენი გამოსყიდვა ცოდვათაგან დიდი განსაცდელებითა და ტანჯვებით აღასრულა. ამიტომ თუ მწუხარებები და განსაცდელები გარს გვეხვიან, სწორედ ისინი გვიღებენ კარს სამოთხისას, ცხადია, თუ ამას ღვთისადმი მადლიერებებითა და იმ რწმენით მივიღებთ, რომ ყოველივე, საბოლოო ჯამში, ჩვენი გადარჩენისთვის ხდება და ამიტომ ყველაფერი რაც ხდება, ჩვენთვის საუკეთესოა...
განსაცდელთა და მწუხარებათა გარესე ვერავინ ვერ გადარჩება, ვერავინ ვერ შევა ცათა სასუფეველში. ჩვენ გვმართებს ტანჯვის ფასად შევიდეთ ღვთის სასუფეველში:" მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 10:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი