![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ეს საკითხი ხშირად იწვევს მწვავე დისკუსიებს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე ამაზე მსჯელობა
ხშირია შემთხვევები, როცა სასჯელის გაგება ხდება არა კანონიკურად, არამედ ძალიან მიწიერი და მატერიალური გაგებით - თითქოს ადამიანს ხელი რომ არ აქვს, ფეხი, ბრმა რომაა და ასე შემდეგ ეს იყოს სასჯელი. ქრისტიანობა იცნობს ერთადერთ სასჯელს, ესაა წარწყმედა ცოდვების გამო. თუმცა, აბსოლუტური გაგებით, ჯოჯოხეთიც კი არ არის სასჯელი.... ამიტომ, როცა ვსაუბრობთ წინაპართა ცოდვების გამო პასუხისგებაზე, თუკი სასჯელს კანონიკურ ჭრილში განვიხილავთ, ცხადია - არ დავისჯებით, რაც არ უნდა მძიმე ცოდვილი იყოს ჩვენი მშობელი. მაგრამ თუკი ისე, როგორც ხშირად ხდება - მიწიერი გაგებით, მაშინ თავისუფლადაა შესაძლებელი ცოდვილ ადამიანს შვილი ხეიბარი ეყოლოს სწორედ იმიტომ, რომ იგი ცოდვილია. და ამ ხეიბარს ისეთივე წარმატებით აქვს შანსი ცხონდეს, როგორც სრულიად ჯანმრთელს. ამდენად, ეს არ იქნება სასჯელი მასზე, უფრო - მის მშობელზე ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ფიზიკური ნაკლი მართლაა სასჯელი, გამოდის, რომ უამრავი ადამიანი ტყუილად ისჯება, რაკიღა ასეთები იბადებიან.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
უფალი არასოდეს სჯის უმანკო შვილებს მამატა ცოდვების გამო. ყოველი ადამიანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ შეგნებულად, ნებაყოფლობიტად, გააზრეულად და განზრახულეიტად აღსრულეული პირადი ცოდვების გამო. შვილი მხოლოდ მაშინ ხდება უფლისაგან მსჯავრდადებული, როდესაც იგი მთელი განზრახულოითი შეგნებით შეუერთდეა მამისეულ ცოდვას და გაარრმავებს მას.
წმ. თეოფილაქტე ბულგარელი (კომენტარს უკეტებს იოანეს ასხარეის მეცხრე თავის მესამე მუხლს) "მან თვით სცოდა? არ შეიძლება ამის ტქმა, რადგან დაბადებიდან იყო ბრმა. ნუთუ მისმა მშობლემა? მაგრამ არც ეს შეიძლეა რადგან შვილი მამის გამო არ ისჯება... რამეტუ თუმცა ცოდვილნი იყვნენ მისი მშობლები, მაგრამ არ არის სამართლიანი, რომ მამათა ცოდვები დაედოს ბავშვებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
წმ. თეოფილაქტე ბულგარელი (კომენტარს უკეტებს იოანეს ასხარეის მეცხრე თავის მესამე მუხლს) "მან თვით სცოდა? არ შეიძლება ამის ტქმა, რადგან დაბადებიდან იყო ბრმა. ნუთუ მისმა მშობლემა? მაგრამ არც ეს შეიძლეა რადგან შვილი მამის გამო არ ისჯება... რამეტუ თუმცა ცოდვილნი იყვნენ მისი მშობლები, მაგრამ არ არის სამართლიანი, რომ მამათა ცოდვები დაედოს ბავშვებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. დამასწარი..ახლა უნდა დამედო ეს განმარტება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი