მაქსიმე აღმსარებელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მაქსიმე აღმსარებელი |
კანუდოსელი |
Feb 12 2008, 12:49 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მინდა შემოგთავაზოთ ამ უდიდესი წმინდანის შესახებ თემა, სადაც მინდა ვისაუბროთ იმ ისტორიული წყაროების შესახებ, რომლებიც გვამცნობენ წმინდა მაქსიმეს ცხოვრებას და მის მოღვაწეობას.
აქვე მაქვს კონკრეტული კითხვა: ცნობილია, რომ წმინდა მაქსიმე აღესრულა საქართველოში, სადაც ის გადასახლებული იქნა მისი მართლმადიდებლური აღმსარებლობის გამო, მაგრამ ამავე დროს ცნობილია, რომ მისი წმინდა ნაწილი (ხელი) ინახება ათონის მთის პავლე საჭურისის მონასტერში. ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ეს წმინდა ნაწილი ათონზე? ძალიან დამავალებთ, თუ დამეხმარებით. წინასწარ დიდი მადლობა პატივისცემით კანუდოსელი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
athos |
Feb 13 2008, 04:53 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებაში წერია:
როცა კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 07:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი