საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Dec 9 2006, 12:10 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ძალიან კარგი. მაშინ ერთი ლაზარე პუჰალოს აზრებიც წაგეკითხა, რას ფიქრობს ამ საკითხების შესახებ (ინგლისურიდან ან რუსულიდან რომ გითარგმნო, არ მცალია მაგდენი). ხო ვიცი ეგ ნამეტანი მოუვიდა აქ მოყვანილ ნაშრომშიცაა ბლომად ეგეთი აზრები ციტატა საწამებელი სისტემა კი არა, სამსჯავროა ციტატა მნათე, მაშინ მითხარი რა საჭიროა სულის იმ "ოთახში" გაგზავნა, სადაც იგი დაცემული ანგელოზებით იქნება გარშემორტყმული? ღმერთი ისე ვერ დასჯიდა ადამიანს? მაგრამ როგორც მიტროპოლიტი მაკარი ამბობს, თუ ამ ცხოვრებაში ხშირად მიუშვებს ეშმაკს უფალი ჩვენივე სარგებლისათვის (1 კორინთ. 5,5: მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა), რა გასაკვირია რომ თავისი მართლმსაჯულების აღსრულებისასაც გამოიყენოს ბოროტი სულები. სიმართლე ითქვას ამ ცხოვრებაში ჩვენი უმსგავსო ქმედებით სავსებით ვიმსახურებთ ამას. მაგრამ ეშმაკი როგორღა ხედავს ჩვენს სულს? მას ხომ ჩვენი აზრების გაგებაც არ შეუძლია? თან ეშმაკნი ხომ განსჯამდე ტანჯავენ ადამიანს ? ? ? როგროც აღმოჩნდა ეს ტანჯვა გარდაუვალია, რაც არ უნდა კარგად იცხოვრო (თეოდორა ხომ წმინდანი იყო) უსამართლოდ არ გეჩვენება? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 11:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი