![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Andria |
![]()
პოსტი
#1
|
God bless Georgia ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 71 რეგისტრ.: 29-August 06 მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA წევრი № 120 ![]() |
დედამიწაზე არის მილიონობით ადამიანი, რომლებმაც არ იციან რა არის ცხოვრები არსი, არ იციან თუ რისთვის ცხოვრობენ. ბევრს აზრადაც არ მოსდის, რომ თავის თავს ეს შეკითხვა დაუსვას, მაგრამ თუ გინდა გაიგო ჭეშმარიტება, თუ ვინ ხარ და რისთვის მოხვედი ამ ქვეყანაზე, მაშინ აუცილბლად მოგიწევს ღრმად ჩაწვდე საკუთარ თავს და ცხოვრებას...
უამრავი ცნობილი და ძლევამოსილი ხალხიც კი ხანდახან ვერ სცემდნენ პასუხს შეკითხვას: "რისთვის ვცხოვრობთ?" და ვერც მე გავეცი ამ შეკითხვას პასუხი სანამ უფალმა არ მიპოვა და არ ამომიყვანა ცოდვის და სიცრუის ჭაობიდან, რომელშიც ჩემი ფეხით შევედი... "ყველაზე დიდი მცნება არის, გიყვარდეს უფალი შენი, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და გიყვარეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი." "რას მოიგებს კაცი თუ მთელს მსოფლიოს დაიპყრობს და მე კი დამკარგავს" უფალი იესო ქრისტე, მაცხოვარი ... ერთი ძალიან პოპულალური მუსიკალური ჯგუფის, "Queen"-ის წევრები, რომლებმაც მთელი მსოფლიო დაიპყრეს თავიანთი მუსიკით და რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ ცხოვრებაში, ვერ სცემდნენ პასუხს, ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე თუ რისთვის ცხოვრობნენ. მათ სცადეს ყველაფერი (ცისფერობა და ნარკოტიკებიც კი, დარ რა ვიცი რაღა აღარ), მაგრამ ვერაფერი გამოუვიდათ. მათ ერთ-ერთ სიმღერაში, "The Show Must go on" კარგად არის აღწერილი, პრობლემა, რომ მსოფლიოს სუპერ მუსიკოსები ერთ მთავარ კითხვას What are we living for? პასუხს ვერ უძებნიდნენ. (თუ ვინმეს დაგაინტერესდებათ ამ სიმღერის ტექსტი, ინგლისურ ვერსიას დავდებ ფორუმზე ქართული თარგმანით) როცა ეს სიმღერა მოვისმინე, უფალი იესოს სიტყვები:"რას მოიგებს კაცი თუ მთელს მსოფლიოს დაიპყრობს და მე კი დამკარგავს" და ჩემი თავი გამახსენდა, მეც თითქმის არფერი მაკლდა, მაგრამ უფალს უარვყოფდი და ცხოვრებისათვის აზრის მიცემას სწავლაში ვარჯიშში და სხვადასხვა გართობასა თუ ცოდვებში ვცდილობდი, მაგრამ რომ ვერ ვიპოვე, მერე უფალს დავუწყე ძებნა და როცა ღმერთმა თვითონ მიპოვა, აი მაშინ აღმოვაჩინე ცხოვრების აზრიც და მიზანიც... -------------------- |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა მერე ვინ გითხრა, რომ ჰუმანიზმის იდეა განმანათლებლობის ეპოქის პირმშოა? ქართული ლიტერატურისა და ფილოსოფიის ისტორია(თუნდაც) "გააუქმე"? და მერე ვინ გითხრათ, რომ მათ ეკლესია იწყნარებს? ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Georg |
![]() ![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 ![]() |
და მერე ვინ გითხრათ, რომ მათ ეკლესია იწყნარებს? ![]() ვინ მითხრა და წმიდამღვდელმოწამე არქიმანდრიტმა გრიგოლ ფერაძემ, რომელმაც უნდა გითხრა, რომ როგორც პატროლოგიის პროფესორმა შენზე და ჩემზე მეტი იცოდა ამ თვალსაზრისით, იქნებ წმიდა მამამ მაინც დაგარწმუნოს, რომ სწორად არ ფიქრობ, ამისათვის იხილე: წმიდამღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე - "შოთა რუსთაველის რელიგია" ან "როგორ უნდა აღვნიშნოთ ემიგრაციაში შოთა რუსთაველის იუბილე?" ან კიდევ "ქართული კულტურის სამსახურში" და ბოლოს(ამ ჯერზე) "ვინ არის ჩვენთვის შოთა რუსთაველი" - ყველა ამ გამოკვლევის ქართულენოვანი ტექსტი შეგიძლია იხილო(სურვილის შემთხვევაში) საისტორიო ჟურნალ არტანუჯის 2003 წლის (11) წმიდამღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი ნომრის ფურცლებზე! უფალს ებარებოდე! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 03:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი