ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი |
ქავთარაძე |
Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni |
nuca_ge |
Feb 14 2008, 12:57 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
სიყვარული
შენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაოცებს შენი გამზრდელი, ვინც შენ გაგზარდა დედამა... კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ, მე გულს მაწევხარ ნისლადა, მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე, გულზე მობმულო ღვიძლადა, მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ: ვერ ვსძლევ შეჩვეულ გრძნობასა, მთელის ხმელეთის სწორი ხარ, ვინ მიზამს შენოდნობასა? ვინა სთქვა: ტრფობა ბერდება და სატრფიალო საგანი, ყინულის ეკალს დაისხამს წამწმები ცრემლით ნაბანი, ცრემლითა ნასურვილევით, დრო რა გაივლის და ხანი?!“ ცოცხალი პირქვე დამმარხეთ, დამხურეთ მიწის საბანი, თუ ჩემს შენდამო სიყვარულს დაეკლოს ერთი ცვარია. თუმცა რაც პირველად გნახე, მას შემდეგ კარგა ხანია; ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს, თუ ავდარი, თუ დარია, საფლავშიც შენზე ვიფიქრებ, შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია! 1891 -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი