არქეოლოგიური გათხრები საქართველოში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არქეოლოგიური გათხრები საქართველოში |
marine |
Feb 13 2008, 02:52 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დამჭირდა ყველანაირი ინფორმაცია საქართველოში არქეოლოგიურ გათხრებაზე და არქეოლოგიაზე.
ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის გახსნა. მოხარული ვიქნები, თუ მასალებს მომაწვდით. ამ ეტაპზე ინტერნეტში რაც მოვიძიე, მეც განვათავსებ ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს . მეცნიერების მტკიცებით, სწორედ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. IV-VIII საუკუნეებში ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა ეგრისის სამეფოს დედაქალაქი - არქეოპოლისი, რომელსაც მისი ზომებისა და საფორტიფიკაციო მონაცემებით მთელს კავკასიაში ანალოგი არა მოეპოვება. ქალაქის შიგნით, რომლის ფართობი 19 ჰექტარია, განლაგებული იყო 6 ეკლესია, 2 სასახლე, 2 აბანო და ა.შ... აღმ. კარიბჭე: http://www.nokalakevi.ge/geo/home/index.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 14 2008, 12:37 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ketino
უღრმესი მადლობა, ქეთინო რაც შეეხება დმანისს, საიტს მივაგენი: http://www.dmanisi.com.ge/ ძალიან დამაინტერესა დმანისურმა სტელამ: ადრექრისტიანული ხანის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს წარმოადგენენ სტელა-ჯვრები და ქვაჯვრები. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ არა მარტო ქართული ხელოვნების, არამედ საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის და წარმოადგენენ უნიკალურ წყაროთმცოდნეობით მასალას, რადგან ისინი თანადროული ეპოქისათვის დამახასიათებელი ორნამენტების გარდა შეიცავენ ლაპიდარულ წარწერებსაც და წარმოადგენენ ეპიგრაფიულ ძეგლებს. საქართველოში ქვაჯვრების ძირითადი კერა ქვემო ქართლია, V-VI სს-ის ძეგლების ასეთი სიმდიდრე ჯერ არსად საქართველოში არ მოიპოვება. ამ პერიოდის ძეგლების განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა დმანისის რაიონი. სოფ. განთიადთან ტოპონიმ “ნაგზაურის” ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩნდა V-VI სს-ის საეკლესიო კომპლექსი, სხვა მასალასთან ერთად გამოვლინდა სტელა. იგი თითქმის მთელია, აკლია მხოლოდ დაბოლოება. სტელა ოთხწახნაგოვანია. წინა მხარეზე გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში. კაპიტელის 4 წახნაგი გრეხილი ორნამენტით აქვს შემოსაზღვრული. ყოველი წახნაგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ხატს. მესამე წახნაგზე, ღვთისმშობლის მარჯვნივ გამოსახულია ლომი, ხოლო მეოთხეზე - ღვთისმშობლის უკანა მხარეს _ ფარშევანგი. იქ, სადაც ლომია გამოსახული დაფიქსირდა ქართული ასომთავრული წარწერა, სადაც იკითხება ორი სიტყვა _ სტეფანე შეიწყალე. http://www.dmanisi.com.ge/istoria.htm -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი