სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Feb 11 2008, 05:45 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვაგრძელებ თემას - აქტუალური ლექსები კიდევ ფოცხიშვილის ლექსი უნდა დავდო ძალიან მოსაწონია, თიკო და ჩვენც მოგვწონს აქტუალურ ლექსებში მეც შემოგიერთდი მერანის ნალი უკუნში ელავს არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე) მერანის ნალი უკუნში ელავს, თვალები მიგავს მშიერ მიმინოს, შუაზე გავგლეჯ, შოთა, აკაკი, ანდა ილია ვინმემ მიგინოს... მე არ ვაპირებ ვინმეს სიბრალულს, გზა, არავის ვთხოვ, რომ შემირბილოს, მიყვარს დავითი, თამარი, საბა, ვერ ვიტან ფერშლის იწილ-ბიწილოს... ფიცხლად შეღმუის არაგვი ქარაფს, მტკვარის ზოზინი ახრჩობს კალაპოტს, ვინ როგორ შეძლო, ისე ებრძოლა, დროის ტკივილის ქარს და ქარაშოტს... ტირიან ლომის ბოკვრები ან რატომ უნდა მოგვეცეს ის, რაც გვქონდა და დავკარგეთ?! მოცემაც იმისგან მოხდა, ვინც რომ წართმევას განაგებს. ისიც ხომ ბრძანა უფალმა, ვინც შრომობს, ვინც მადლს ამრავლებს, მეც იმასთან ვარ, მის ბეღელს ჩემი ბეღლიდან ვამატებ! მუდამ პირთამდე სავსეა, მართალი კაცის საწყაო, მუდამ ავასხებს მართალი, მუდამ დღე მისგან იღებენ მაინც სავსეა, მაინც და, ისიც დღეს ლოცვით ითენებს! მართალი ხელგაშვერილი, პურის სათხოვრად დამდგარი, არ მინახავსო, დავითიც თავის ფსალმუნში გვასწავლის... მაშ, ჩვენ რამ გაგვავბედითა? მთელი მსოფლიოს წინაშე, გაგვიშვერია ხელი და რაა, რომ აღარ ვიკადრეთ?! პურზე გავყიდეთ სულები, მოვზიდეთ სექტა სექტაზე, ტელევიზორში - ავხორცი, და რადიოში სექტანტი... სქიზმა, სექტა და წუწუნი, ტირილი, თავში ხელის რტყმა, „რა გვეშველებას“ ძახილი, „ვაიმე, ღმერთმა შეგვრისხა.“ ღმერთს ჯერ არ შევურისხივართ, ჯერ ისევ ღმერთი ჩვენთან არს და ელოდება გონს მოსვლას ჩვენში ცვლილების შეტანას... რომ დაგვიბრუნოს, მოვუვლით? რომ მოგვცეს, შევინარჩუნებთ? მომვლელნი თუკი ვიყავით, მაშინ რატომღა წაგვართვეს?! რომ დაგვიბრუნოს - დავკარგავთ, რომ მოგცეს, - გავანიავებთ, თუ არ შევცვალეთ მიდგომა, ჩარხი არ შევატრიალეთ, არ მივუბრუნდით ჩვენს მამებს და არ ვისწავლეთ იმათგან ლოცვა, შრომა და შენება... და მტკიცე სარწმუნოება. შუბლნატყვიარი, ნაჯაფი, თავს დაგვდგომია ილია, გრიგოლ ხანძთელის ტაძრები, ტაო-კლარჯეთში ტირიან!.. ტირიან ლომის ბოკვრები, ალგეთში მამას ტირიან, ვერ მორევიან სატევარს და მაინც მტერზე მიდიან! - კიდევაც დაიზრდებიან! მხრებჩამოყრილი ქვრივი დუმს, დაიზრდებიან კიდევაც დაიბრუნებენ დაკარგულს! მაგრამ ჩვენ რაღას ვუყურებთ ამდენ მტერს, ერის გინებას? ნარკომანიის მაგნატებს მამულს რომ თვალწინ ჰყიდიან... უნდა გავმკაცრდეთ, მოვუხმოთ ჩვენში სიბრძნეს და სიმაღლეს, სანამდე გვიან არ არის, სანამ არ გაგვატიალეს! შეტევაც უნდა ვისწავლოთ და დაცვაც ჩვენი მადლისა, სანამდე პირში სული გვაქვს, სანამ ღმერთი არ გავიწყრა! და როცა კაცნი ვიქნებით... ღმერთთან მივალთ ად ვენდობით! მოძღვარს სიცოცხლეს მივანდობთ, ღმერთიც მოვხედავს შენდობით... და დაგვიბრუნებს სამცხესაც, ტაო-კლარჯეთსაც, შავშეთსაც... და საქართველოს მიწაზე უცხო ნაგრამთაც აცელავს! 02,1996 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| T I K O |
Feb 11 2008, 06:42 PM
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ძალიან მოსაწონია, თიკო და ჩვენც მოგვწონს აქტუალურ ლექსებში მეც შემოგიერთდი ციტატა მერანის ნალი უკუნში ელავს არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე) მერანის ნალი უკუნში ელავს, თვალები მიგავს მშიერ მიმინოს, შუაზე გავგლეჯ, შოთა, აკაკი, ანდა ილია ვინმემ მიგინოს... მე არ ვაპირებ ვინმეს სიბრალულს, გზა, არავის ვთხოვ, რომ შემირბილოს, მიყვარს დავითი, თამარი, საბა, ვერ ვიტან ფერშლის იწილ-ბიწილოს... ფიცხლად შეღმუის არაგვი ქარაფს, მტკვარის ზოზინი ახრჩობს კალაპოტს, ვინ როგორ შეძლო, ისე ებრძოლა, დროის ტკივილის ქარს და ქარაშოტს... ლამაზი ლექსია მიხეილ ჯავახიშვილი უთქმელობა სიტყვას ჟანგავს, თქმულ სიტყვაში კრისტალდება სისხლი, - მწუხრი იცის დიდმა დარდმა, მაგრამ დარდმა შუქის ამოფრქვევაც იცის. იქ, წარსულში ვიღაც გვჩაგრავს, ცხრაკლიტულში სიმწრის ყვავილს ვიცრით, - ხალხმა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ ხალხმა თითქოს არაფერი იცის. ბორგვა მისი ბუზღუნს არ ჰგავს, მშვიდად ძერწავს თავის გრემს და ყინწვისს, - იცის თავის გაჩუქება, მაგრამ საქართველომ თავის ფასიც იცის! გულმოკლული ზოგჯერ რწმენას ჰკარგავს, ნაღვერდლებზე ფეხით გადის ციმციმ, - ღვიძლი შვილის გამეტებაც იცის, მაგრამ აღდგომა და გულში ჩაკვრაც იცის! სატკივარზე თვალს დახუჭავს ალბათ, თუნდ ეშმაკსაც შეეკვრება ფიცით, - კუჭატნელთა აღზევებაც იცის, მაგრამ მარაბდელთა ამხედრებაც იცის! გენი მისი არ დაირტყამს მათრახს, და სულ გვარზე იხტუნავებს კვიცი, - იქნებ ჯაყოს სახლში უშვებს, მაგრამ ჯაყოს გარეთ გაძევებაც იცის! არ მოიშლის ფარნავაზურ ანბანს გულთმისანი და ჯიუტად ფიცხი, - იცის თავის მოტყუებაც, მაგრამ სამართალმა სიმართლის გზა იცის! ივერიას გაშლილი აქვს ფრთები, სისხლი დუღს და სული იწვის მზისებრ და ალგეთზე ღვთის მადლით და ნებით მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ!!! მორის ფოცხიშვილი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| marine |
Feb 12 2008, 01:02 PM
პოსტი
#4
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მორის ფოცხიშვილი თიკო, შენი წყალობით ორმაგად შემიყვარდა მორის ფოცხიშვილის პოეზია უფალი მოვა, განიკითხავს სოფელს ქართულად (არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე)) ნეკნისგან შექმნა ღმერთმა ევა - ცხოვრება კაცის, კაცის ნეკნიდან დაიბადა დედა ყოველთა, ქართულ ენაზე მეტყველებდა თურმე ადამი, ქართულ ენაზე საუბრობდა თავად უფალთან... ქართულ ენაზე საუბრობდა ცოლთან და შვილთან... ქართულ ენაზე აშენებდნენ გოდოლს ბაბილონს... ქართულ ენაზე საუბრობდა წმიდა გიორგი... ქართულ ენაზე გაუნათლავს ფრანგნი ზაბულონს... ქართულ ენაზე საუბრობდნენ, რადგანაც პირველ, პირველი დედა შვილებს ზრდიდა რადგან ქართულად, თვითონ უფალი, იოანე ზოსიმეს პირით გვამცნობს, რომ მოვა განიკითხავს, სოფელს ქართულად... ქართული ენა უნდა გახდეს მსოფლიო ენა, ქართველის ხელით კვლავ მსოფლიო უნდა განათლდეს, ქართველები ვართ მსოფლიოში უმრავლესობა, მილიარდობით მკვდარი დადის დედამიწაზე... წინასწარ ამბობს სათქმელს ჩვენსას ლავრიოტისი - ბერი ბერძენი, კაცი ბრძენი, გულით აქიმი, რომ წინაპართა ზნეობაზე ამაღლებულნი, ათას წელიწადს იმეფებსო კვლავაც ქართველი! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| T I K O |
Feb 12 2008, 05:29 PM
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
თიკო, შენი წყალობით ორმაგად შემიყვარდა მორის ფოცხიშვილის პოეზია მიხარია, მარი ციტატა უფალი მოვა, განიკითხავს სოფელს ქართულად (არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე)) ქართული ენის სადიდებელია მე სიმღერისას დავდებ: ჩაკრულო სიმღერავ ქართულო, მარტივო და რთულო, უნაზეს სიმებად, სირმებად დართულო, ცამდე აღმართულო სართულზე სართულო, წიაღით მომსკდარო, სილაღით გართულო. მრავალგზის ჩაგრულო, სულო ვერჩაკლულო _ «ჩაკრულო»! ვახუშტი კოტეტიშვილი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| marine |
Feb 13 2008, 12:47 PM
პოსტი
#6
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მიხარია, მარი მართალი ხარ, თიკო, მამა შიოს პოეზია ძალიან ალალი და გულწრფელია ციტატა მრავალგზის ჩაგრულო, სულო ვერჩაკლულო _ «ჩაკრულო»! ვახუშტი კოტეტიშვილი ულამაზესია საქართველოს მიხეილ ქვლივიძე კაიკაცობის მძიმე უღელი ყოველთვის მედგრად გამიწევია, არ დავცემულვარ, მუხლმოუღლელი, სიმღერით სევდა დამიძლევია. შენს ქვიან გზებზე - აქაც და იქაც - სიმართლის მეტი რა მიძებნია?.. თურმე რამდენი სიმღერაც მითქვამს, სუყველა შენთვის დამიწერია! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| T I K O |
Feb 13 2008, 05:25 PM
პოსტი
#7
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
საქართველოს მიხეილ ქვლივიძე კაიკაცობის მძიმე უღელი ყოველთვის მედგრად გამიწევია, არ დავცემულვარ, მუხლმოუღლელი, სიმღერით სევდა დამიძლევია. შენს ქვიან გზებზე - აქაც და იქაც - სიმართლის მეტი რა მიძებნია?.. თურმე რამდენი სიმღერაც მითქვამს, სუყველა შენთვის დამიწერია! ძალიან ლამაზია ლექსადაც და სიმღერადაც ************************** აყვავებული კარტოფილი, ყვავილიანი სათიბები, სათოფურები დათოფილი, კოშკები, კოშკები ნატიფები. პაწია, პაწია კალოები, ვეება, ვეება ხარები, სგიმები, სგიმები, წყაროები ღვარები, ღარები, ყანები. ფიქალი, მერქანივით დაფიცრული, კირი თოვლისფრად გამომწვარი, საკლავი, მუშისთვის გასისხლული, პური, ნადისთვის გამომცხვარი. შენება, შენება გახელებით! ქვეყანა ლამაზი და ღარიბი! უმშვენიერესი სახელები! ულამაზესი გვარები! მდინარეები ჩქარები, ცისფერი, ცისფერი ჭალაკები, ქალები-ჩუმები და წყნარები, კაცები-ცოტათი ამაყები! კოშკები-წარსულზე გამწყრალი, ზრდილი და სალმიანი ბავშვები, კაი მოტირალი ქალ-რძალი, კაი მოქართულე მახვშები... მკაცრი სიყვარული ერთმანეთის, გაუმხელელი ხვაშიადი, ქვეყანა-ტყუპი ესპანეთის- პიტალო, პიტალო ხასიათი! მურმან ლებანიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
| marine |
Feb 13 2008, 05:35 PM
პოსტი
#8
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
აყვავებული კარტოფილი, ყვავილიანი სათიბები, სათოფურები დათოფილი, კოშკები, კოშკები ნატიფები. პაწია, პაწია კალოები, ვეება, ვეება ხარები, სგიმები, სგიმები, წყაროები ღვარები, ღარები, ყანები. ფიქალი, მერქანივით დაფიცრული, კირი თოვლისფრად გამომწვარი, საკლავი, მუშისთვის გასისხლული, პური, ნადისთვის გამომცხვარი. შენება, შენება გახელებით! ქვეყანა ლამაზი და ღარიბი! უმშვენიერესი სახელები! ულამაზესი გვარები! მდინარეები ჩქარები, ცისფერი, ცისფერი ჭალაკები, ქალები-ჩუმები და წყნარები, კაცები-ცოტათი ამაყები! კოშკები-წარსულზე გამწყრალი, ზრდილი და სალმიანი ბავშვები, კაი მოტირალი ქალ-რძალი, კაი მოქართულე მახვშები... მკაცრი სიყვარული ერთმანეთის, გაუმხელელი ხვაშიადი, ქვეყანა-ტყუპი ესპანეთის- პიტალო, პიტალო ხასიათი! მურმან ლებანიძე პირველად წავიკითხე და გული გათბა ისეთი ლექსია თიკო, გაგახაროს უფალმა, ქართული საგანძურიდან ასეთ ლექსები რომ გამოგაქვს და ამ თემაში ამზეურებ ბარათაშვილის ვედრება (მიხეილ ქვლივიძე) გამაცოცხლე! გამაცოცხლე! გამაცოცხლე! გამაცოცხლე! გამაცოცხლე და სიცოცხლით ხელმეორედ გამაოცე! გამაოცე, გამაკვირვე, განმაცვიფრე, გამახარე, გამამრავლე, გამავრცელე და ამქვეყნად დამამყარე!.. სანამ პირში სული მედგა და მწყალობდა მაღლით ღმერთი, სულ რაღაცას მოველოდი, სულ რაღაცას ვაპირებდი; სულ იმედის გუთანს ვები, - რომ დამეხნა ჩემი მხარე, მაგრამ ჩემი ჭირნახულით ვერ იქნდა და ვერ ვიხარე! და ამიტომ გევედრები: გამაცოცხლე, გამაცოცხლე, გამაცოცხლე და სიცოცხლით კიდევ ერთხელ გამაოცე! გამაოცე, გამამრავლე, გამაასე-და-ათასე... ცოცხალს თუ ვერ მომიარე, მკვდარი მაინც დამაფასე! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| T I K O |
Feb 14 2008, 04:15 PM
პოსტი
#9
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
პირველად წავიკითხე და გული გათბა ისეთი ლექსია თიკო, გაგახაროს უფალმა, ქართული საგანძურიდან ასეთ ლექსები რომ გამოგაქვს და ამ თემაში ამზეურებ დიდი მადლობა, მარი ციტატა ბარათაშვილის ვედრება (მიხეილ ქვლივიძე) ამ მიწის ბედი ჩემი ბედია გოდერძი ჩოხელი ამ მიწის ბედი ჩემი ბედია, მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს, მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან, რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს. ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ, ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი, საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს, როგორც უღელში ნაბამი ხარი. დავალაჯუნებ დედამიწაზე, ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს, სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი, წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს. ამ მიწის ბედი ჩემი ბედია, ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო Dec 12 2007, 05:02 PM
marine საქართველო იყო მათ... Dec 18 2007, 01:55 PM
მარიამი ტიციან ტაბიძე
მაშ ... Dec 18 2007, 02:27 PM
marine
ტიციან ტაბიძე
ნე... Dec 18 2007, 02:54 PM
k@the ცხრა ძმა ხერხეულიძ... Dec 18 2007, 03:31 PM
marine k@the
მადლობა, ქეთი :მ... Dec 18 2007, 03:48 PM
marine საქართველოო ლამაზ... Dec 20 2007, 03:17 PM
Маиа ***ორიგინალი უასლოდ*... Dec 21 2007, 06:34 PM
marine
***ორიგინალი უასლოდ... Dec 25 2007, 01:55 PM
marine საქართველოს საამა... Jan 22 2008, 04:25 PM
Lenus ................ Jan 22 2008, 04:37 PM
marine Lenus
:) რაკი ასე გიყვა... Jan 22 2008, 04:40 PM
Lenus ................ Jan 22 2008, 04:43 PM
marine
marine
მალდობა დიდი.
ეხ... Jan 22 2008, 04:46 PM
Lenus ................ Jan 22 2008, 04:55 PM
tiko282 Маиа
ეს ლექსი არ მქო... Jan 22 2008, 04:59 PM
marine
აი, ეს მომწონს ძალ... Jan 22 2008, 06:34 PM
Lenus ................ Jan 22 2008, 07:56 PM
marine
tiko282
რა აქტუალურია... Jan 22 2008, 08:08 PM
tiko282 marine
Lenus
მიხარია რომ მ... Jan 22 2008, 08:35 PM
marine
ჰოდა, ახლა კიდე დავ... Jan 22 2008, 08:44 PM
იოანა მე ვარ მისანი ხარი ... Jan 22 2008, 08:56 PM
marine იოანა
ულამაზესი ლ... Jan 22 2008, 08:59 PM
likka ..."დავბადებულვარ, ... Jan 22 2008, 09:00 PM
marine
[size=3][color=#FF6666]..."დავბა... Jan 22 2008, 09:04 PM
tiko282 marine
შოთა ნიშნიანიძ... Jan 22 2008, 09:08 PM
marine
marine
შოთა ნიშნიანიძ... Jan 22 2008, 09:14 PM
იოანა
უი, ნიშნიანიძის ეგ ... Jan 22 2008, 10:26 PM
marine
ჩემი საყვარელი ლე... Jan 22 2008, 10:33 PM
tiko282
კიდევ მიხელი ქვლი... Jan 23 2008, 02:45 PM
marine
სულს მივცემ ჩემსა... Jan 23 2008, 02:51 PM
marine საქართველოში დაკა... Jan 24 2008, 12:46 PM
tiko282
ფირუზ ცას და ზურმუ... Jan 24 2008, 04:19 PM
თემო
:mellow: აბაააააააააა... Jan 24 2008, 04:24 PM

tiko282
კარგი ლექსია და ეს... Jan 24 2008, 04:37 PM
marine
საქართველოში დაბრ... Jan 24 2008, 05:19 PM
tiko282
რა ლამაზი და ტკვილ... Jan 24 2008, 05:46 PM
marine
ნამდვილად :mellow:
აი ... Jan 25 2008, 02:18 PM
tiko282
გამხელილი ძველმოდ... Jan 25 2008, 07:05 PM
marine
კარგი ლექსია, მარი ... Jan 28 2008, 02:28 PM
tiko282
თიკო, რა ლამაზი ლექ... Jan 28 2008, 04:24 PM
marine
გმადლობ, მარი :) მეც... Jan 28 2008, 05:11 PM
tiko282
გელა დაიაურის ლექ... Jan 30 2008, 06:38 PM
marine
ძალიან ლამაზი და ... Jan 31 2008, 02:14 PM
tiko282
სითბო ჩამეღვარ გუ... Jan 31 2008, 09:05 PM
marine
ბესიკი ყოფილა (მო... Feb 1 2008, 12:18 PM
თემო ოკ Jan 24 2008, 05:03 PM
marine ქრისტეს სახელით!
... Jan 29 2008, 02:32 PM
Lenus ........... Jan 31 2008, 09:40 PM
tiko282
[b]tiko282
დიდი მადლობა ... Feb 1 2008, 05:37 PM
marine tiko282
:ყვავილები: :მპუ... Feb 1 2008, 05:47 PM
tiko282 marine
მიყვარს ანას ლე... Feb 4 2008, 04:13 PM
marine
marine
და ვდგავარ ასე, ... Feb 4 2008, 05:15 PM
tiko282
ლამაზია :rolleyes:
თიკო,... Feb 6 2008, 05:09 PM
marine
მარი, ბევრი მეც არა... Feb 7 2008, 02:21 PM
tiko282
მადლობა, თიკო, ინფო... Feb 9 2008, 03:47 PM
tiko282 არ ვიცი ამ ლექსის ა... Feb 7 2008, 02:18 PM
marine tiko282
:მპუა3: :მპუა3: :wub:
... Feb 15 2008, 06:11 PM
tiko282 marine
უნიჭიერესი კაცი... Feb 16 2008, 12:29 PM
marine
marine
უნიჭიერესი კაც... Feb 18 2008, 12:20 PM
tiko282
ლებანიძის ეგ ლექს... Feb 18 2008, 09:33 PM
marine
ტკივილიანი ლექსი... Feb 19 2008, 05:15 PM
tiko282
(რაღა უნდა მიყო, მტ... Feb 21 2008, 03:20 AM
marine
...მოაგნეს საქართვე... Feb 21 2008, 12:44 PM
tiko282
არაჩვეულებრივი ლე... Feb 24 2008, 07:42 PM
marine
თუ სიკვდილია! —
ა... Feb 25 2008, 03:10 PM
tiko282 marine
:ყვავილები: :მპუ... Feb 26 2008, 11:04 PM
ართი ვარდი
marine
:ყვავილები: :მპ... Feb 26 2008, 11:09 PM
tiko282
ძალიან მიყვარს ეს ... Feb 26 2008, 11:39 PM
marine tiko282
ართი ვარდი
:მპუ... Feb 27 2008, 11:48 AM
tiko282
გიორგი შალამბერიძ... Feb 28 2008, 03:52 PM
marine tiko282
:მპუა2: :მპუა2: ულ... Feb 28 2008, 04:25 PM
tiko282
[b]tiko282
გიორგი შალამბ... Mar 1 2008, 01:18 AM
marine tiko282
:მპუა3: :მპუა3:
მუ... Mar 5 2008, 10:58 AM
tiko282
tiko282
:მპუა3: :მპუა3:
მ... Mar 10 2008, 02:03 PM
marine
გინახავთ თქვენ ფე... Mar 10 2008, 04:22 PM
marine წმინდა ნინოს
ვინ გ... Mar 11 2008, 11:31 AM
tiko282
წმინდა ნინოს
ვინ გ... Mar 11 2008, 04:18 PM
marine
ანა კალანდაძე
ბრო... Mar 11 2008, 04:26 PM
tiko282
ძალიან მეწყინა ან... Mar 11 2008, 04:37 PM
marine
მეც ძალიან მეწყინ... Mar 11 2008, 04:45 PM
marine ერეკლეს სიზმარი
/ვ... Mar 18 2008, 10:54 AM
tiko282 marine
:rolleyes: მეც მეფე ერ... Mar 19 2008, 12:46 PM
marine
ლაშქარს მიუძღვის ... Mar 19 2008, 04:21 PM
tiko282 marine
:მპუა3:
სადაც ჩაღ... Mar 27 2008, 10:02 PM
marine
მინდოდა ქართველი
... Apr 18 2008, 04:50 PM
tiko282
ეს ჩემი დეიდაშვილ... Apr 18 2008, 06:26 PM
არაგველი არსებობს ასეთი ლექ... Apr 18 2008, 09:36 AM
არაგველი ნამდვილად არ მახსო... Apr 22 2008, 09:46 AM
tiko282
ნამდვილად არ მახს... Apr 30 2008, 01:58 PM
T I K O ესეც ოთარ ჭილაძის ... Jun 9 2008, 02:54 PM
marine
ესეც ოთარ ჭილაძის ... Jun 9 2008, 04:27 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 11:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი