IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არქეოლოგიური გათხრები საქართველოში
marine
პოსტი Feb 13 2008, 02:52 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,229
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დამჭირდა ყველანაირი ინფორმაცია საქართველოში არქეოლოგიურ გათხრებაზე და არქეოლოგიაზე.

ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის გახსნა.



მოხარული ვიქნები, თუ მასალებს მომაწვდით.

ამ ეტაპზე ინტერნეტში რაც მოვიძიე, მეც განვათავსებ smile.gif




ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი



ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს . მეცნიერების მტკიცებით, სწორედ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.

IV-VIII საუკუნეებში ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა ეგრისის სამეფოს დედაქალაქი - არქეოპოლისი, რომელსაც მისი ზომებისა და საფორტიფიკაციო მონაცემებით მთელს კავკასიაში ანალოგი არა მოეპოვება.

ქალაქის შიგნით, რომლის ფართობი 19 ჰექტარია, განლაგებული იყო 6 ეკლესია, 2 სასახლე, 2 აბანო და ა.შ...



აღმ. კარიბჭე:

IPB-ს სურათი

http://www.nokalakevi.ge/geo/home/index.html



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamara
პოსტი Feb 14 2008, 06:42 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



უნიკალური აღმოჩენა
IPB-ს სურათი
კახეთის რეგიონის უღრან და მიუვალ ტყეში აღმოჩენილია საზოგადოებისთვის დღემდე უხილავი, უნიკალური სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დიდი ბაზილიკური ტაძრისა და მორთული სატრაპეზოსგან შედგება.

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, ძეგლი IX საუკუნეშია აგებული და ის წმ. ილარიონ ქართველის სააღმშენებლო მოღვაწეობას უკავშირდება.

აღმოჩენილი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს კახეთის რეგიონის სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთით, ტყეში, დაახლოებით 4 კმ-ის მანძილზე. კომპლექსი შედეგება უნიკალური სასახლისგან, დიდი ბაზილიკურ ტაძრისა და სატრაპეზოსგან.

საზოგადეობის თვალისთვის დღემდე უხილავი ძეგლის შესახებ ინფორმაცია გვხვდება და ამავდროულად ძეგლის წარმომვლობას ადასტურებს წმ. ილარიონ ქართველის - ცხოვრების შესახებ არსებული ლიტერატურა...

...წმინდა ილარიონ ქართველმა იერულასალიმიდან დაბრუნების შემდეგ, "კუალად აღაშენა სხუაი მონასტერი მამათათვის და შეკრიბა მას შინა ძმანი ვითარ სამეოცდაათექუსმეტნი, ღირსნი და მოღუაწენი და განუწესა მათცა წესი და კანონი და შეამკო ყოვლითავე სამკაულითა და მოუგნნა წმინდანი წიგნნი და დასხნა მას შინა და შესწირნა სოფელნი, რომელნი დაშთომილ იყვნეს მამულისაგან თვისისა".

ბუნებრივია საუკუნეების განმავლობაში მიტოვებული მონასტრის კედლებზე და მის შიგნით ამოსული ხეები და სხვადასხვა მცენარეები ძეგლს საფრთხეს უქმნის, თუმცა სამინისტროს დაფინანსებით უკვე წელს 2007 წლის "კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყება ძეგლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები

* * *
დიდი-ლიახვის მუზეუმ ნაკრძალი
IPB-ს სურათი

2006 წელს დიდი ლიახვის ხეობის ტერიტორიაზე (სოფ. სვერი, კეხვი) ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ექსპედიციის შედეგად, შესწავლილი იქნა დიდი ლიახვის ხეობის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ძეგლები და გამოვლინდა ხეობის არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა პერიოდის დღემდე უცნობი მასალები.

დიდი ლიახვის მუზეუმის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებულმა მოკვლევებმა, არქეოლოგიურმა ექსპედიციებმა და დიდი ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაციის პროექტის განხორციელებამ ცხადყო სამუშაოების გაგრძელებისა და პატარა ლიახვის ხეობის ძეგლთა პასპორტიზაციის აუცილებელობა.

პროექტის შედეგად პატარა ლიახვის ხეობის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის 105 ძეგლის ფოტოფიქსაცია და პასპორტიზაცია განხორციელდა თანამედროვე პრაქტიკაში არსებული უახლესი მეთოდებით, რაც გამოყენებული იქნება მონაცემთა ბაზის შექმნისთვის.
IPB-ს სურათი

ქართველმა არქეოლოგებმა დაადასტურეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში საბერძნეთისა და კოლხეთის მჭიდრო კავშირები 17:28 | 13/ 06/ 2007


IPB-ს სურათი

თბილისი, 13 ივნისი /"ახალი ამბები - საქართველო", ელენე ფარცვანია/. ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ქართველი არქეოლოგების აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში საბერძნეთსა და კოლხეთს შორის მჭიდრო კავშირები არსებობდა. ამის შესახებ არქეოლოგმა, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ცენტრის კოლხური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, რევაზ პაპუაშვილმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრ "რია ნოვოსტიში" 13 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში საბერძნეთსა და კოლხეთს შორის კავშირები დოკუმენტურად დასტურდება. ამას ცაიშის სამარხში აღმოჩენილი საგნები მოწმობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სამარხში ძვლებთან ერთად აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინისა და თიხის უნიკალური ნაკეთობები, მათ შორის შუბები, ცულები, სხვადასხვა ჭურჭელი, ქამრის ბალთები, სამაგრები, ქანდაკებები, რომელთა ანალოგებიც აღმოჩენილია საბერძნეთში. ასევე აღმოჩენილია ბევრი სამშვენისები კულონების, სამაჯურებისა და მძივების სახით.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდის ნაკეთობებში აშკარად იკვეთება ის გენეზისი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-9-5 საუკუნეების კოლხეთის საიუველირო ხელოვნების წინაპირობა გახდა.

"ეს ამ ადგილას აღმოჩენილი პირველი სამარხია, მაგრამ კიდევ დაახლოებით 100 სამარხის აღმოჩენას ვვარაუდობთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ კოლხეთში არქეოლოგიური გათხრები მინიმუმ 50 წელს მაინც კიდევვ გასტანს.

აღმოჩენების საფუძველზე არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ არგონავტების ცნობილი მოგზაურობის მიზანი არა ოქროს საწმისი, არამედ სინამდვილეში რკინა გახლდათ, რომელიც იმ პერიოდში კოლხეთში ბევრი იყო. ამის დამამტკიცებელი ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე გათხრების დროს აღმოჩენილი დაახლოებით 400 რკინის სადნობი სახელოსნოა.

ხოლო საბერძნეთში ბევრი ვერცხლი, ოქრო და სპილენძი მოიპოვებოდა, პაპუაშვილის თქმით კი, რკინა - არა. "ამიტომ, ბერძნებისთვის "ოქროს საწმისი" სინამდვილეში რკინა იყო", განაცხადა არქეოლოგმა. -–0—

http://www.newsgeorgia.ge/geo1/20070613/41996374.html






* * *
16-II-2003
ქარელის რ-ნში, სოფ. დირბის X საუკუნის ეკლესიის ინტერიერში მნიშვნელოვანი აღმოჩენა მოხდა. გვიანი შელესილობის ქვეშ XIV საუკუნის აქამდე უცნობი მოხატულობის მოზრდილი ფრაგმენტები აღმოჩნდა. მოხატულობა "პალეოლოგოსთა ეპოქის" მხატვრობის საყურადღებო ნიმუშია. მისი გამოვლენა დიდი მონაპოვარია ამ ეპოქის ხელოვნების ისტორიისათვის
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

http://www.heritage.ge/old_news3.html



24-I-2003

დმანისის რაიონში, სოფ. განთიადთან გამოვლენილია VI საუკუნის სამონატრო კომპლექსი, მიჯრით ჩამწკრივებული ხუთი საეკლესიო ნაგებობა, სტელებისა და ქვა-ჯვრების ფრაგმენტები. მასალა საყურადღებოა ადრეშუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების, პლასტიკური ხელოვნებისა და საქართველო-პალესტინის ხელოვნების მიმართებების შესასწავლად.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

არქეოლოგიური აღმოჩენა სამცხე-ჯავახეთში

IPB-ს სურათი

სამცხე-ჯავახეთში, ვარძიიდან 12კმ-ის დაშორებით სოფელ ლეპისის მიდამოებში არქეოლოგებმა შუასაუკუნეების დარნული არქიტექტურის სახლ-სამალავს მიაკვლიეს. უნიკალური მიწისქვეშა კომპლექსი მრავალსათავსიანია. მისმა სტრუქტურამ და მასშტაბმა მეცნიერების მოლოდინს გადააჭარბა.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით: "დარანი არის - სახლი მიწას ქვეშ ნაგები ან კლდეში, ანუ მიწის ქვეშ შესასვლელი სამალავი". დარნული არქტექტურის შესწავლას ჯერ კიდევ 1950 წელს, აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ახალგაზრდა ისტორიკოსებს მოუწოდებდა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით წელს პირველად დაიწყო დარნული არქიტექტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. წინასწარი დაზვერვის შედეგად არ არის გამორიცხული, რომ აღმოჩენილი დარანი იყოს საწყისი იმ დიდი კომპლექსისა, რომელიც ისტორიული წყაროების თანახმად, სოფელს-სოფელთან აერთიანებდა და შუასუკუნეებში მტრისაგან თავისდასაცავად საუკეთესო თავშესაფარს წარმოადგენდა.



http://www.mcs.gov.ge/?m=publications&p=107

* * *
პირველი არქიტექტურული ნიმუშები


IPB-ს სურათი
ქვეყნის არქიტექტურის ისტორია სათავეს ისტორიულ თრიალეთში იღებს. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით, ისტორიულ თრიალეთში მეგალითური ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

...უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისგან მშრალი წყობით ნაგები ძეგლებით უმთავრესად, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და აფხაზეთი გამოირჩევა. თუმცა ციკლოპური ნაგებობების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთი იქცევს ყურადღებას, სადაც 50-ზე მეტი მეგალითური ძეგლია დაფიქსირებული და აქედან მხოლოდ წალკის რაიონში ციკლოპური ნაგებობის 20-ზე მეტი უნიკალური ნიმუში გვხვდება. ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის არქიტექტურა ძვ-წ.აღ III-II ათასწლეულით თარიღდება.
არსებული ძეგლების სიძველისა და შესაბამისად მათი ისტორიული თუ მხატვრული მნიშვნელობის მიუხედავად, მეგალითური ციხეების სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათეული საუკუნის შემდეგ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ერთობლივი დაფინანსებით, წელს პირველად დაიწყო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   არქეოლოგიური გათხრები საქართველოში   Feb 13 2008, 02:52 PM
ketino   ძველი, ახალი? თუ მე...   Feb 13 2008, 05:30 PM
marine   ძველი, ახალი? თუ მე...   Feb 13 2008, 05:42 PM
ketino   რა ბედნიერია შენი ...   Feb 14 2008, 01:12 AM
marine   ketino უღრმესი მადლობ...   Feb 14 2008, 12:37 PM
tamara   უნიკალური აღმოჩენ...   Feb 14 2008, 06:42 PM
marine   tamara ძალიან დიდი მად...   Feb 15 2008, 06:09 PM
marine   http://i044.radikal.ru/0802/2b/7278ee8d66c0.jpg ...   Feb 25 2008, 04:25 PM
marine   http://www.xvamli.ge/   May 7 2008, 04:15 PM
nana_007   მარინე, მზიას და ზე...   May 7 2008, 04:25 PM
marine   "გათხრების შედეგ...   May 16 2017, 11:23 AM
marine   "2 წლის წინ აწყური...   May 18 2017, 10:59 AM
marine   "კასპის რაიონში, ...   Oct 15 2019, 03:46 PM
marine   "რამდენიმე წლის წ...   Jul 31 2020, 06:00 PM
marine   "ითხვისის ტერიტო...   Nov 3 2021, 05:09 PM
marine   "VI ს-ში ქართლის სო...   Feb 26 2022, 09:28 PM
marine   "პირველი ქართველ...   Mar 6 2022, 07:09 PM
marine   "კავკასიაში არქე...   Mar 7 2022, 12:54 PM
marine   "საქართველოს ტერ...   Mar 28 2022, 08:00 PM
marine   "...ვანო ქიქოძის [წ...   Jul 6 2022, 12:28 PM
marine   "არქეოლოგია, თანა...   Dec 28 2022, 06:21 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 10:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი