ეპისტოლე კირიონ II ის, ჰრომთა პაპის მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეპისტოლე კირიონ II ის, ჰრომთა პაპის მიმართ |
დავით ივერიელი |
Jan 7 2008, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
უწმიდესო და უნეტარესო მამაო!
უძველესსა საყდარსა საქართველოისა საკათალიკოზოისასა, რმელსა 1811 წლითგან ვიდრე მოაქამომდე განაგებდეს ექსარხოსნი რუსეთის ეკლეიისანი, ათშვიდმეტსა სეკტენბერსა მიმდინარის წლისასსა, აღრჩევითა მორწმუნისა ერისა და სამღვდელოისა დასისაითა, აღყვანილ იქნა უღირსებაი ჩემი. აღსრული საყდარსა ამას ზედა "მოვიხსენებ დღეთა პირველთა და ვიწურთი ყოველთა მიმართ საქმეთა" (ფსლ.14,25) უნეტარესთა მწყემს მთავართა ჰრომისათა. განგებამ ღმრთისამან არა უცხო ჰქმნა ეკლესიაი ჩვენი ჰრომისათვის დიდისა. პეტრე და ანდრია, პირველწოდებულთა მათ მოწაფეთა ქრისტესთა, რომელთა თესლი უბიწოი განაბნიეს მართლისა სარწმუნოებისაი ორნატთა ჰრომ-ქართველთა გულისათა, ძმობითა თვისითა წინაისწარ მოასწავეს სიყვარული და თვისობაი ორთა ამათ ეკლესიათაი. ჟამთა მოციქულთა სწორის ნინოისა და მეფისა მირიანისათა წიგმნმან წმიდისა სილიბისტრო ჰრომისამან, ვითარცა ვარდი, აღაყვავილა ნაყოფი მართლწმორწმუნეობისაი ქუეყანასა ქართლისასა, ხოლო წვალებითა უსჯულოისა ნესტორისაითა შიწრებულმან ახალნერგმან ამან ქრისტესმან ლხინებაი პოვა ეპისტოლესა შინა გრიგოლ დიოლოღონისასა, რომელი მან ჰრომით წარუძღვანა უწმიდესსა და უნეტარესსა სეხნასა ჩემსა, კირიონ მცხეთის კათალიკოსსა. შემდგომითი შემდგომად მოღვაწებამან წმიდისა ილარიონ ქართველისამან, რომლი წელ ორ სხემობდა ქალაქსა შინა შენის უწმიდესობისასა, კვლავ აუწყა მკვიდრთა ჰრომისათა დიდებაი საქართველოის ეკლესიისაი და განამტკიცა ერთობაი ჰრომთა და ქართველთაი. გარდახდეს წელნი მრავალნი და შურიტა ეშმაკისაითა განიხეთქა ძოწეული შვენიერი ერთმორწმუნეობისაი, რომელი ემოსა უბიწოსა მას სძალსა ქრისტეისსა, ეკლესიასა აღმოსავალისა და დასავალისასა. გარნდა საქმითა ამით არა გულარძნილ იქმნა ეკლესიაი ჩვენი: მოციქულნი და ქადაგნი ჰრომის საყდრისანი, რომელნი მეათსამმეტე საუკუნითგან მოევლინნეს ქვეყანასა ჩვენსა, შეუორგულებლად იღწოდეს საფარველსა ქვეშე ქართლისა მეფეთასა, ვითარცა მწყემსნი კეთილნი, მკურნალნი ხორცთანი დამომფენელნი ჩუენდა სწავლა-განათლებისანი. მათ აღეშენეს ქვეყანასა ჩვენსა ეკლესიანი თვისნი და დაუმოწაფეს საყდარსა შენსა არა მცირედნი ქართველნი, რომელნი მოაქამომდე ადიდებენ ღმერთსა წესისაებრ ჰრომთა ეკლესიისა და პატივსა სცემენ სახელსა შენისა უწმიდესობისასა. დღეს ამას აღდგენისა ქართველთა ეკლესიისა და სიხარულისა მათისასა, გულისხმისმყოფელი წარსულისა ჩვენისა, მოწლედ მოვიკითხავ უნეტარესობასა შენსა და აღთქმასა ვსდებ, ვითარმედ მიმდგომნი შენისა საყდრისანი "არა შეიწრებულ იქნებიან გულსა შინა" ჩემსა და ქართველთა ერისასა. ვსასოებ, ვითარმედ უწმიდესობაი შენი არა უგულებელს ჰყოფს ქართველთა კათოლიკეთა და მრავალფერთა მათთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ სახმართა. "მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, სიყვარული ღმრთისა მამისაი და ზიარებაი სულისა წმიდისაი იყვან ჩვენ შორის" უმდაბლესი და უღირისკირიონ II მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კთალიკოს-პატრიარქი 2ნოემბერი 1917 წ. ვფიქრობ საინტერესო წერილია... თქვენი აზრი მაინტერესებს და საპასუხო წერილი ნეტა მოსწერეს P.S. ნამდვილად არ ვიცოდი ილარიონ ქართველი რომშიც თუ მოღვაწეობდა -------------------- მერე რა რომ . . .
|
მნათე |
Feb 15 2008, 01:53 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
რატომ დუმს ეს თემა?!
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი