კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
KAIROS |
Feb 15 2008, 03:58 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
დავით;
ციტატა მიღებულ არჩევანში გამყარება მოდი ჯერ დამასკელს მოვუსმინოთ ვინაა ანგელოზი, იგია: "მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული", აქ აშკარაა ორი რამ მაქ აქვს თავისუფლება და მას არა აქვს/ექნება სინანული; აქედან გამომდინარე თავისთავად გამოირიცხება ის, რომ ეშმაკმა შეინანოს, იდეაში რომ შეინანოს, მაშინ ეპატიება, მაგრამ არ შეინანებს, იგივე სინანულის უქონლობის გამო, უფრო კარგად ეს "რატომ" გამოჩნდება, თუკი კარგად გავიაზრებთ რაა ნეტარება და რაა ტანჯვა, ვნახოთ იგივე დამასკელი, როგორ გვინმარტავს: "პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა." ე.ი. გამოდის რომ ეშმაკი მოაკლდა ნათელს, მაგრამ როგორ ხდება ამ ნათლისადმი მოკლება, ის ისეთივე მოკლებას განიცდის ამ ნათლისა, როგორც მაშინ, თუ იზრდება ან აკლდება? აქედან შეგვიძლია განვავითაროთ საპირისპირო კითხვაც, ანგელოზები რომლებიც ნეტარებაში არიან, ისეთივე ნეტარებაში არიან, როგორშიც კეთილი არჩევანის დროს იყვნენ თუ მეტში ( ნაკლებში რომ არა ეგ ნათელია)? ცოტათი გადავუხვევ, ორიგენეს ქონდა ასეთი მცდარი სწავლება "მოყირჭების" შესახებ, სადაც ვარაუდობდა, რომ ანგელოზთა ნაწილის დაცემა გამოიწვია ნეტარების ერთფეროვნების "მოყირჭებამ"(აქედან განავითარა მოძღვრება "ყველაზე ბოლოს ეშმაკთა სამოთხეში დაბრუნების შესახებ" რაც ასევე დაგმობილია), მაშინვე დაიგმო ეს მამათა მიერ, კერძოდ ნოსელის მიერ განვითარდა ძალიან ღრმა თეოლოგიური სწავლება ნეტარების შესახებ, სადაც მას მოყავს მაგალითი დაქანებული ფერდობისა და მასზე დაგორებული ლოდისა, ლოდი ყოველწამს სიჩქარეს უმატებს, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ფერდობი მუდმივად დაქანებულია და ლოდი მუდმივად აჩქარებაშია; მიახლოებით ასევეა ნეტარება, სანამ ამ სიტყვას დავწერდი ანგელოზნი ნეტარების ერთ საფეხურზე იყვნენ, და როცა გავასრულე კიდევ წარემატნენ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ერთფეროვანება და მოყირჭება არ შეიძლება იყოს, ამავდროულად ეს ნიშნავს სიკეთეში წარმატებას, კეთილ არჩევანში გამყარებას, ამიტომაც მიუხედავად თავისუფალი ნებისა და დაცემის იდეური შესაძლებლობისა, არ დაეცემიან, რადგან უფროდაუფრო ძლიერნი ხდებიან და უფროდაუფრო გამოცდილები და ნეტარები არიან და ასე მუდმივად; და პირიქით ხდება ეშმაკთან, ისევ დამასკელი: "გვმართებს ვიცოდეთ, რომ რაც არის ადამიანებისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგან დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ. " ე.ი. ეშმაკთან ის მდგომარეობაა რაც ადამიანთან სიკვდილის შემდეგ, ეშმაკი მუდმივად შორდება სიკეთეს,სინათლეს, იგი მუდმივად იძირება ბნელში და მასში მუდმივად იზრდება ამპარტავნება ანუ ესაა სწორედ ის გამყარება, რაც დავწერე, ამიტომაა რომ მიუხედავად თავისუფალი ნებისა და შენანების შესაძლებლობისა, იგი არ შეინანებს, რადგან უფროდაუფრო ბოროტდება და უფროდაუფრო იძირება ტანჯვაში... მოკლედ ესაა ის გამყარება რასაც ვწერდი staywhite ციტატა მაინტერესებს, მთვარაანგელოზთა გარდა, კიდევ რამდენი ანგელოზია სულ? მგონი კითხვას პომაზანსკის კატეხიზმო პასუხობს: "ეკლესიის ზოგიერთი მამა გამოთქვამს პირად, კეთილწესიერ თვალსაზრისს, რომ ანგელოზთა ცხრა დასი მხოლოდ საღვთო წერილში გამოცხადებულ სახელებსა და დასებს მოიცავს, მაგრამ მათ გარდა არსებობს ანგელოზთა ბევრი ისეთი დასი და სახელიც, რომელიც სააქაოდ არ გვეუწყა და უკვე საიქიოდ გახდება გასაგები. ამ მოსაზრებას ავითარებენ წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი თეოდორიტე, თეოფილაქტე ბულგარელი. ოქროპირი ამბობს: „არის, ჭეშმარიტად არის სხვა ძალები, რომელთა სახელებიც კი არ ვიცით... ზეცად მკვიდრობენ არა მარტო ანგელოზები, მთავარანგელოზები, საყდარნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, არამედ იქვეა ურიცხვი განსხვავებული გვარი და წარმოუდგენლად უამრავი კლასი, რომელთა აღწერა სიტყვით საერთოდ შეუძლებელია. საიდან ჩანს, რომ ზემოთ ნახსენებზე მეტი ძალნი არსებობენ და რომ ზოგი მათგანის სახელიც კი არ ვიცით? პავლე მოციქული საუბარობს ერთ თემაზე - ამოწმებს ქრისტეს შესახებ და იქვე ახსენებს მეორე საკითხსაც: „... და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა, უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა, და ყოვლისა სახელისა, რომელი სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა ამას“ (ეფ. 1,20-21). ხედავთ, რომ არსებობს რაღაც სახელები, რომლებიც ახლა არ ვიცით, მაგრამ შემდგომში გავიგებთ? ამიტომაც თქვა: „ყოვლისა სახელისა რომელი სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა ამას“ - ეს გამონათქვამი ეკლესიის მიერ პირად მსჯელობად განიხილება. საერთოდ, ძველნი მწყემსნი მიიჩნევდნენ, რომ ზეციური იერარქიის შესახებ სწავლება საიდუმლოა. წმ. დიონისე ნაშრომში „ზეციური იერარქიის შესახებ“ ასე მსჯელობს: „ზეციურ არსებათა რამდენი დასი არსებობს, როგორია ისინი და რარიგად აღესრულება იერარქიის საიდუმლო, ეს ზუსტად მხოლოდ ღმერთმა უწყის - იგია მიზეზი ამ იერარქიისა. საკუთარი მადლმოსილება და ნათელი ზეციურმა არსებებმაც იციან, მათვე უწყიან, თუ ვინ არიან წმიდა და არაამქვეყნიურ დასთა მთავარნი. ჩვენთვის მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რა ცოდნაც ღმერთის წყალობით გამოგვიცხადეს ანგელოზებმა თავისთავზე“17. ამგვარადვე მსჯელობს ნეტარი ავგუსტინეც: „შეუორგულებლად მწამს, რომ ზეციურ სავანეებში არსებობენ საყდარნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი და უფლებანი. რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან - ესეც უეჭველად მიმაჩნია. მაგრამ როგორნი არიან და ზუსტად რითი განირჩევიან - ეს არ ვიცი“. მფარველი ანგელოზები სხვადასხვაა რათქმაუნდა, ბუნებით არიან ერთნი, ზოგადად კი როცა ანგელოზებზე ვსაუბრობთ, ჩვენი ცოდნა ძალიან შეზღუდულია... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი