IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კითხვები, და პასუხები
ნათია
პოსტი Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...

და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ....


მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით..


ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი..

იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ...













იმედია არ გაოფდება თემა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Feb 15 2008, 03:58 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დავით;

ციტატა
მიღებულ არჩევანში გამყარება


მოდი ჯერ დამასკელს მოვუსმინოთ ვინაა ანგელოზი, იგია:
"მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული", აქ აშკარაა ორი რამ მაქ აქვს თავისუფლება და მას არა აქვს/ექნება სინანული; აქედან გამომდინარე თავისთავად გამოირიცხება ის, რომ ეშმაკმა შეინანოს, იდეაში რომ შეინანოს, მაშინ ეპატიება, მაგრამ არ შეინანებს, იგივე სინანულის უქონლობის გამო, უფრო კარგად ეს "რატომ" გამოჩნდება, თუკი კარგად გავიაზრებთ რაა ნეტარება და რაა ტანჯვა, ვნახოთ იგივე დამასკელი, როგორ გვინმარტავს:
"პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა."
ე.ი. გამოდის რომ ეშმაკი მოაკლდა ნათელს, მაგრამ როგორ ხდება ამ ნათლისადმი მოკლება, ის ისეთივე მოკლებას განიცდის ამ ნათლისა, როგორც მაშინ, თუ იზრდება ან აკლდება? აქედან შეგვიძლია განვავითაროთ საპირისპირო კითხვაც, ანგელოზები რომლებიც ნეტარებაში არიან, ისეთივე ნეტარებაში არიან, როგორშიც კეთილი არჩევანის დროს იყვნენ თუ მეტში ( ნაკლებში რომ არა ეგ ნათელია)?
ცოტათი გადავუხვევ, ორიგენეს ქონდა ასეთი მცდარი სწავლება "მოყირჭების" შესახებ, სადაც ვარაუდობდა, რომ ანგელოზთა ნაწილის დაცემა გამოიწვია ნეტარების ერთფეროვნების "მოყირჭებამ"(აქედან განავითარა მოძღვრება "ყველაზე ბოლოს ეშმაკთა სამოთხეში დაბრუნების შესახებ" რაც ასევე დაგმობილია), მაშინვე დაიგმო ეს მამათა მიერ, კერძოდ ნოსელის მიერ განვითარდა ძალიან ღრმა თეოლოგიური სწავლება ნეტარების შესახებ, სადაც მას მოყავს მაგალითი დაქანებული ფერდობისა და მასზე დაგორებული ლოდისა, ლოდი ყოველწამს სიჩქარეს უმატებს, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ფერდობი მუდმივად დაქანებულია და ლოდი მუდმივად აჩქარებაშია; მიახლოებით ასევეა ნეტარება, სანამ ამ სიტყვას დავწერდი ანგელოზნი ნეტარების ერთ საფეხურზე იყვნენ, და როცა გავასრულე კიდევ წარემატნენ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ერთფეროვანება და მოყირჭება არ შეიძლება იყოს, ამავდროულად ეს ნიშნავს სიკეთეში წარმატებას, კეთილ არჩევანში გამყარებას, ამიტომაც მიუხედავად თავისუფალი ნებისა და დაცემის იდეური შესაძლებლობისა, არ დაეცემიან, რადგან უფროდაუფრო ძლიერნი ხდებიან და უფროდაუფრო გამოცდილები და ნეტარები არიან და ასე მუდმივად; და პირიქით ხდება ეშმაკთან, ისევ დამასკელი:
"გვმართებს ვიცოდეთ, რომ რაც არის ადამიანებისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგან დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ. "
ე.ი. ეშმაკთან ის მდგომარეობაა რაც ადამიანთან სიკვდილის შემდეგ, ეშმაკი მუდმივად შორდება სიკეთეს,სინათლეს, იგი მუდმივად იძირება ბნელში და მასში მუდმივად იზრდება ამპარტავნება ანუ ესაა სწორედ ის გამყარება, რაც დავწერე, ამიტომაა რომ მიუხედავად თავისუფალი ნებისა და შენანების შესაძლებლობისა, იგი არ შეინანებს, რადგან უფროდაუფრო ბოროტდება და უფროდაუფრო იძირება ტანჯვაში...

მოკლედ ესაა ის გამყარება რასაც ვწერდი smile.gif

staywhite

ციტატა
მაინტერესებს, მთვარაანგელოზთა გარდა, კიდევ რამდენი ანგელოზია სულ?


მგონი კითხვას პომაზანსკის კატეხიზმო პასუხობს:

"ეკლესიის ზოგიერთი მამა გამოთქვამს პირად, კეთილწესიერ თვალსაზრისს, რომ ანგელოზთა ცხრა დასი მხოლოდ საღვთო წერილში გამოცხადებულ სახელებსა და დასებს მოიცავს, მაგრამ მათ გარდა არსებობს ანგელოზთა ბევრი ისეთი დასი და სახელიც, რომელიც სააქაოდ არ გვეუწყა და უკვე საიქიოდ გახდება გასაგები. ამ მოსაზრებას ავითარებენ წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი თეოდორიტე, თეოფილაქტე ბულგარელი. ოქროპირი ამბობს: „არის, ჭეშმარიტად არის სხვა ძალები, რომელთა სახელებიც კი არ ვიცით... ზეცად მკვიდრობენ არა მარტო ანგელოზები, მთავარანგელოზები, საყდარნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, არამედ იქვეა ურიცხვი განსხვავებული გვარი და წარმოუდგენლად უამრავი კლასი, რომელთა აღწერა სიტყვით საერთოდ შეუძლებელია. საიდან ჩანს, რომ ზემოთ ნახსენებზე მეტი ძალნი არსებობენ და რომ ზოგი მათგანის სახელიც კი არ ვიცით? პავლე მოციქული საუბარობს ერთ თემაზე - ამოწმებს ქრისტეს შესახებ და იქვე ახსენებს მეორე საკითხსაც: „... და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა, უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა, და ყოვლისა სახელისა, რომელი სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა ამას“ (ეფ. 1,20-21). ხედავთ, რომ არსებობს რაღაც სახელები, რომლებიც ახლა არ ვიცით, მაგრამ შემდგომში გავიგებთ? ამიტომაც თქვა: „ყოვლისა სახელისა რომელი სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა ამას“ - ეს გამონათქვამი ეკლესიის მიერ პირად მსჯელობად განიხილება.

საერთოდ, ძველნი მწყემსნი მიიჩნევდნენ, რომ ზეციური იერარქიის შესახებ სწავლება საიდუმლოა. წმ. დიონისე ნაშრომში „ზეციური იერარქიის შესახებ“ ასე მსჯელობს: „ზეციურ არსებათა რამდენი დასი არსებობს, როგორია ისინი და რარიგად აღესრულება იერარქიის საიდუმლო, ეს ზუსტად მხოლოდ ღმერთმა უწყის - იგია მიზეზი ამ იერარქიისა. საკუთარი მადლმოსილება და ნათელი ზეციურმა არსებებმაც იციან, მათვე უწყიან, თუ ვინ არიან წმიდა და არაამქვეყნიურ დასთა მთავარნი. ჩვენთვის მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რა ცოდნაც ღმერთის წყალობით გამოგვიცხადეს ანგელოზებმა თავისთავზე“17. ამგვარადვე მსჯელობს ნეტარი ავგუსტინეც: „შეუორგულებლად მწამს, რომ ზეციურ სავანეებში არსებობენ საყდარნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი და უფლებანი. რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან - ესეც უეჭველად მიმაჩნია. მაგრამ როგორნი არიან და ზუსტად რითი განირჩევიან - ეს არ ვიცი“.

მფარველი ანგელოზები სხვადასხვაა რათქმაუნდა, ბუნებით არიან ერთნი, ზოგადად კი როცა ანგელოზებზე ვსაუბრობთ, ჩვენი ცოდნა ძალიან შეზღუდულია...

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   კითხვები   Oct 22 2007, 06:53 PM
ზებედე   და რატომ მაინცდამáƒ...   Oct 22 2007, 07:37 PM
afxazi   ნათია წმინდა იოან...   Oct 22 2007, 08:12 PM
კანონისტი   მაგ: მუსულიმანები á...   Oct 22 2007, 08:37 PM
ნათია   afxazi დიდი მადლობა! ...   Oct 22 2007, 08:50 PM
afxazi   ნათია მადლობა წმ. ი...   Oct 22 2007, 08:51 PM
ნათია   იქნებ ამაშიც გამარ...   Oct 22 2007, 08:54 PM
afxazi   ნათია ხოოოოო, მოდი ...   Oct 22 2007, 09:00 PM
ნათია   afxazi გერმანიში, როგო...   Oct 22 2007, 09:02 PM
ნათია   დათიკო დათ იქნებ აá...   Oct 22 2007, 09:39 PM
თათარაშვილი   საინტერესოა :) მეც áƒ...   Oct 22 2007, 09:45 PM
athos   ნათია :) სახარებაშ...   Oct 22 2007, 09:47 PM
დათიკო   ნათია თემა შენია დá...   Oct 22 2007, 09:50 PM
ნათია   athos ანუ ცალკეული საáƒ...   Oct 22 2007, 09:57 PM
athos   ნათი, პირველწყარო áƒ...   Oct 22 2007, 10:23 PM
ნათია   athos მადლობა! :)   Oct 22 2007, 10:27 PM
zeppelin   პირით აღმოსავლეთიá...   Oct 23 2007, 12:16 AM
staywhite   მე მაქვს რამდენიმე...   Oct 23 2007, 10:01 AM
შოთა   კანონისტი ებრაელეá...   Oct 23 2007, 10:07 AM
ნათია   კითხვა: სასულიერო áƒ...   Oct 26 2007, 01:23 PM
დათიკო   ნათია არა რა თქმა უ...   Oct 26 2007, 06:02 PM
ნათია   დათიკო დიდი მადლოáƒ...   Oct 26 2007, 06:09 PM
t.d   დათიკო დიდი მადლოá...   Oct 26 2007, 06:35 PM
staywhite   მე მაქვს რამდენიმáƒ...   Oct 26 2007, 07:19 PM
KAIROS   ვფიქრობ, სადღაც იáƒ...   Oct 26 2007, 09:17 PM
მნათე   KAIROS რამდენადაც მახáƒ...   Oct 26 2007, 09:25 PM
KAIROS   ჩვენი გაგებით, რაáƒ...   Oct 26 2007, 09:33 PM
staywhite   KAIROS, დიდი მადლობა, გáƒ...   Oct 26 2007, 11:15 PM
staywhite   კადუნოსელს ეწერა ლ...   Oct 29 2007, 04:34 AM
ნათია   მაინტერესებს, სადმ...   Nov 30 2007, 12:13 AM
შოთაძე   ძალიან მაინტერესეá...   Nov 30 2007, 03:46 AM
ალექსანდრე   ნათია უნებლიე მკვáƒ...   Nov 30 2007, 04:24 AM
KAIROS   ეს უძველესი გნოსტ...   Nov 30 2007, 02:54 PM
ნათია   ალექსანდრე გაიხაáƒ...   Nov 30 2007, 03:28 PM
staywhite   დაშვებულია თუ არა (á...   Dec 4 2007, 02:50 AM
KAIROS   ეს უფრო სამართლის...   Dec 4 2007, 11:13 PM
staywhite   როგორც მიეჩვიეთ, აáƒ...   Dec 22 2007, 12:47 PM
KAIROS   თვითმკვლელობა მხá...   Dec 23 2007, 05:33 AM
staywhite   კაი ბიჭი ხარ კაიროáƒ...   Dec 23 2007, 09:36 AM
staywhite   ეს პოსტი დავწერე ა...   Dec 27 2007, 08:38 AM
ნათია   იცით რა მაინტერესე...   Jan 16 2008, 12:08 AM
DEMIURG   წმ. კირილე იერუსალáƒ...   Jan 16 2008, 11:16 PM
ნათია   DEMIURG ძალიან დიდი მადá...   Jan 20 2008, 11:23 PM
DEMIURG   ნათია იმიტომ რომ სá...   Jan 21 2008, 03:01 AM
უჩა   იცით რა მაინტერესე...   Feb 10 2008, 04:18 AM
დათიკო   უჩა არ არის აუცილეá...   Feb 10 2008, 08:43 PM
იოანა   უჩა არ არის აუცილე...   Feb 10 2008, 09:08 PM
staywhite   დათიკოს პოსტის მერ...   Feb 10 2008, 08:56 PM
იოანა   დათიკოს პოსტის მეáƒ...   Feb 10 2008, 08:59 PM
staywhite   მეც მასე მგონია, როá...   Feb 10 2008, 09:06 PM
მარიამი   დათიკო ასეთი კითხვ...   Feb 10 2008, 09:09 PM
staywhite   ალბათ, გემოყვარეობ...   Feb 10 2008, 11:47 PM
დათიკო   მარიამი ანგელოზი áƒ...   Feb 11 2008, 02:15 AM
agmsarebeli   ანგელოზთა დაცემა უ...   Feb 12 2008, 01:28 AM
დათიკო   agmsarebeli განა ჩვენ არ ვá...   Feb 13 2008, 11:34 PM
KAIROS   ნამდვილად ასეა, ოღá...   Feb 14 2008, 01:45 AM
უჩა   ანუ გამყარებულია á...   Feb 14 2008, 03:28 AM
KAIROS   მიახლოებით. ანუ შეá...   Feb 14 2008, 03:40 AM
უჩა   KAIROS მივხვდი ყველაფე...   Feb 14 2008, 03:50 AM
დათიკო   KAIROS ვფიქრო რომ სწორá...   Feb 14 2008, 08:19 PM
staywhite   მეც მაინტერესებს გ...   Feb 14 2008, 08:29 PM
KAIROS   დავით; მოდი ჯერ და...   Feb 15 2008, 03:58 AM
staywhite   ეს ციტატა დღეს ქონ...   Feb 16 2008, 02:16 AM
KAIROS   იმდენად რამდენადა...   Mar 3 2008, 03:43 AM
staywhite   იმდენად რამდენადა...   Mar 3 2008, 04:31 AM
KAIROS   ორიგენემ პირდაპირ...   Mar 3 2008, 05:12 PM
შოთაძე   ძალიან მაინტერესეá...   Mar 11 2008, 07:22 AM
დათიკო   შოთაძე როცა ეს ღვთá...   Mar 11 2008, 12:02 PM
შოთაძე   1.ძალიან მაინტერესá...   Apr 12 2008, 03:54 AM
KAIROS   ნუ ახლა შოთაძე, ამáƒ...   Apr 12 2008, 05:37 PM
k@the   ეგ საკმაოდ საინტეáƒ...   Apr 12 2008, 06:13 PM
KAIROS   ქეით, სანამ სხვები á...   Apr 12 2008, 08:06 PM
შოთაძე   KAIROS ძალიან დიდი მად...   Apr 12 2008, 08:35 PM
KAIROS   შოთაძე, რადგან აქ მ...   Apr 12 2008, 09:51 PM
lch   ხომ არ იცით ვინმემ á...   May 19 2008, 03:00 PM
Floyd   lch საეკლესიო მაღაზá...   May 19 2008, 08:38 PM
staywhite   სადღაც მგონი KAIROS-ს ეá...   May 31 2008, 12:07 AM
KAIROS   კათოლიკების საკითá...   May 31 2008, 02:38 AM
შოთაძე   KAIROS ჯვრისწერის გაუáƒ...   May 31 2008, 03:06 AM
staywhite   ხო, ეგ წავიკითხე, კა...   May 31 2008, 03:08 AM
KAIROS   დაზარებული ორივეა...   May 31 2008, 03:42 AM
natia.   კიდევ რა იგულისხმá...   May 31 2008, 11:13 AM
Lego   მე მაინტერესებს წმ...   May 31 2008, 11:21 AM
KAIROS   იგულისხმება ძალია...   Jun 1 2008, 03:01 AM
შოთაძე   შეიძლება თუ არა საáƒ...   Jun 1 2008, 04:17 AM
zaz   შეიძლება თუ არა საá...   Jun 2 2008, 10:43 AM
KAIROS   გადადგომა ანუ ტახáƒ...   Jun 1 2008, 07:42 PM
staywhite   zaz არასწორია, ის ავáƒ...   Jun 2 2008, 06:34 PM
შოთაძე   staywhite http://www.orthodoxy.ge/info/2008-05-31....   Jun 2 2008, 07:13 PM
staywhite   შოთაძე შოთა, ის არ áƒ...   Jun 2 2008, 08:20 PM
lch   ვინმემ ხომ არ იცით á...   Jun 2 2008, 08:20 PM
staywhite   პ.ს. ისე უყვარს პატრ...   Jun 2 2008, 08:21 PM
lch   ვინმემ ხომ არ იცით ...   Jun 2 2008, 08:29 PM
შოთაძე   ძალიან მაინტერესეá...   Jun 3 2008, 03:55 AM
staywhite   ძალიან მაინტერესე...   Jun 3 2008, 04:34 AM
KAIROS   მიახლოებით :D ძირით...   Jun 3 2008, 06:18 PM
lch   ვინმემ ხომ არ იცით ...   Jun 3 2008, 09:36 PM
staywhite   მაინტერესებს, მოძღ...   Jun 5 2008, 01:12 AM
KAIROS   მოკლედ გეთქვა :D კი, ...   Jun 5 2008, 01:26 AM
nini_1   ერთი კითხვა მეც მაáƒ...   Jun 5 2008, 01:39 AM
12 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 8 მომხმარებელი (მათ შორის 8 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th October 2026 - 01:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი