![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
q-e-T-i |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 ![]() |
ნიკო ლორთქიფანიძე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაასრულა. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში. სამშობლოში 1907 წ. დაბრუნდა. გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისის და ქუთაისის სკოლებში, 1928-1940 წლებში - ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-1924 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარეა.
ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1902 წლიდან. მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „კოლხიდა“ და სხვ. მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: „მრისხანე ბატონი“ (1912), „ჟამთა სიავე“ (1920), „რაინდები“ (1924), „ქედუხრელნი“ (1946). მწერალი მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია. მისი პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ღრმა ლირიზმით განმსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის. ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წელს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. XXს-ის 20-ისნ წლებში რუსეთსა და მის მიერ ანექსირებლ რესპუბლიკებში, როგორც ცნობილია, მძვინვარებდა არანახული შიმშილი. ეს იყო ეგრედწოდებული "ნეპის" წლები, როცა სიღატაკე ყოველგვარ "დასაშვებ" ზGვარს გადასცდა და ადამიანები შიმშილით იხოცებოდნენ, როცა ქვეყნის ვრცელი ტრამალები ულუკმაპუროდ დახოცილი გვამებით იფინებოდა. ეს სურათი მკაფიოდ ჩანს ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებში "ტრაგედია უგმიროთ", "შEგირდი", "ბედნიერება", "მწერლის ხვედრი", "ბედის ვარსკვლავი". მწერალს ეს თხზულებები ერთ ციკლად ჰქონდა ცაფიქრებული და თავდაპირველად გამოაქვეყნა საერთო სათაურით "გველეშაპის რკალში. ყველა ამ ნაწარმოების დაწერის თარიღად დასახელებული აქვს 1922 წელი. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
![]() ![]() |
T.L. |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Вот бы мне крылья... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 ![]() |
q-e-T-i
ძალიან მიყვარს ნიკო ლორთქიფანიძე... ძალიან ჩემეულია... ![]() *** ლიტერატურული საღამო ხუთშაბათს ლიტერატურული საღამო იყო დანიშნული. წინა დღით წერილი მივიღე. ავტორს, როგორც ეტყობა, სურს იგი გამოქვეყნებული იყოს. ვბეჭდავ უცვლელათ. ბატონო ნ.! გაზეთში გამოცხადებულია, რომ თქვენ 14 სექტემბერს ლიტერატურულ საღამოზე წაიკითხავთ ახალ ნაწარმოებს... სრული დარწმუნებული ვარ, ვერავითარ ახალს რასმეს ვერ დასწერთ. მე თქვენზე უფრო მაგარი აგებულების ადამიანი ვარ, ჩემი ცხოვრება მკაცრ ხელობას - ექიმობას მოვანდომე, მაგრამ გამოურკვეველმა მდგომარეობამ ხელი ამაღებინა ჩემს სპეციალურ მუშაობაზე და იქ ვეჩხირები, სადაც ჩემი სნეულების განკურნვას ველი. გიგზავნით წრფელ აღსარებას, დაკვირვებულ აღწერილობას ჩემი საკუთარი ავადმყოფობისას; წაუკითხეთ იგი საზოგადოებას, იქნებ მსმენელთაც სიამოვნებით მიიღონ და მეც წამალი მომინახონ. კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ უცნობ კარების წინ ვდგევართ... ფარდები კართა უკვე ათრთოლდნენ და გაშლისთანავე ან დავინახავთ ნანატრ ბედნიერებას, ან სამარადისო წყვდიადის მსხვერპლი შევიქნებით. ამ აზრს ვუტრიალებ ყოველის მხრივ და ამ ნიადაგზე დამეწყო გალუცინაციები. ჩემი ოთახის ფანჯროდან ხშირად მოჩანს თეთრი თოვლით დაფარული მზის სხივებით აფერილი მყინვარი და შორიდან მისი ხმა ისმის, ვით ხმა ნაზი ქალწულისა: მოუარეთ საქართველოს! მთვარიან ღამეში ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, თალხით მოსილ ჭირისუფალსავით რომ დასცქერიან ქუთაისს, უხმოთ მეტყველებენ: მოუარეთ საქართველოს! ზოგჯერ ქუჩაში წინ გადამეღობება სულის მესაიდუმლე შოთა, და ბრძანების კილოთი ამბობს: მოუარეთ საქართველოს! ღამის წყვდიადში ყურს მოვკრავ მდინარეთა გალობა-სიმღერას; იწყებს მკვირცხლი რიონი; შემოსძახებს გიჟმაჟი თერგი და ბას ეუბნება დინჯი მტკვარი: მოუარეთ საქართველოს! ნუთუ, ბატონო ჩემო, გუშინწინ რომ კოკისპირუმა წვიმამ დაასხა, არ გაგიგონიათ გაუთავებელი, გაბმული ძახილი ყოველი წვეთისა: მოუარეთ საქართველოს! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 01:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი