![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
q-e-T-i |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 ![]() |
ნიკო ლორთქიფანიძე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაასრულა. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში. სამშობლოში 1907 წ. დაბრუნდა. გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისის და ქუთაისის სკოლებში, 1928-1940 წლებში - ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-1924 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარეა.
ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1902 წლიდან. მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „კოლხიდა“ და სხვ. მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: „მრისხანე ბატონი“ (1912), „ჟამთა სიავე“ (1920), „რაინდები“ (1924), „ქედუხრელნი“ (1946). მწერალი მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია. მისი პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ღრმა ლირიზმით განმსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის. ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წელს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. XXს-ის 20-ისნ წლებში რუსეთსა და მის მიერ ანექსირებლ რესპუბლიკებში, როგორც ცნობილია, მძვინვარებდა არანახული შიმშილი. ეს იყო ეგრედწოდებული "ნეპის" წლები, როცა სიღატაკე ყოველგვარ "დასაშვებ" ზGვარს გადასცდა და ადამიანები შიმშილით იხოცებოდნენ, როცა ქვეყნის ვრცელი ტრამალები ულუკმაპუროდ დახოცილი გვამებით იფინებოდა. ეს სურათი მკაფიოდ ჩანს ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებში "ტრაგედია უგმიროთ", "შEგირდი", "ბედნიერება", "მწერლის ხვედრი", "ბედის ვარსკვლავი". მწერალს ეს თხზულებები ერთ ციკლად ჰქონდა ცაფიქრებული და თავდაპირველად გამოაქვეყნა საერთო სათაურით "გველეშაპის რკალში. ყველა ამ ნაწარმოების დაწერის თარიღად დასახელებული აქვს 1922 წელი. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
![]() ![]() |
q-e-T-i |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 ![]() |
"ტრაგედია უგმიროთ"
მამას შვილები შიმშილით უკვდება. გულმოწყალე ნათლიამ, მოხუცმა დედაკაცმა ნახევარი ჯამი ფქვილი მისცა დედით დაობლებული შვილებისათვის. ბავშვები სიხარულით ასხმარტალდნენ, კაცმა მჭადი გამოაცხო, ლუკმა გასინჯა, დამშეულ სხეულში უსაზღვრო ნეტარებამ დაუარა და... ვეღარ მოთოკა სურვილი. ჩამოთხოვილი ფქვილით გამომცხვარი მჭადი ერთიანად შეჭამა. როცა გონს მოეგო უკვე გვიან იყო. ბავშვების საცოდაობამ და მათ წინაშE ჩადენილმა დანაშაულმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ნოველაში არა მხოლოდ სულიერად დაცემული ადამიანის სახე ჩანს, არამედ უფრო მეტიც, უკვე ყველაფრისადმი გულგრილი, უინტერესო, უხალისო, გაჭირვებისგან აზრ და გონებადაკარგული, უმოქმედო, უუნარო კაცისა. პერსონაჟის აპათიური მდგომარეობა თანდათან უფრო მკვეთრად იხატება, როცა კეთილი ნათლიისგან მოულოდნელ წყალობას იღებს, არავითარი მადლიერების განცდა, არცერთი სამადლობელი სიტყვა... იგი მოქმედებს მექანიკურად, რადგან მას მართავს ინსტინქტი ხორცის ტკივილის დაამებისა, შიმშილის მოკვლისა... ნოველაში ხორცის ტკივილს სულის ტკივილი ცვლის. ეს უკანასკნელი უფრო მწარე, უფრო დამთრგუნველი, უფრო გამაუბედურებელი ყოფილა ადამიანისთვის. "დედა ხომ არ იზამდა"- რამდენი რამაა ამ ერთ ფრაზაში ნათქვამი... ისიც, რომ ბავშვები ობლები არიან. ისიც თუ რა არის დედა შვილებისათვის, ისიც, თუ რამდენად გაათკეცებულია ტკივილი უნებლიე დამნასავისა. კაცი გაუაზრებლად კი არა, შეგნებულად იკლავს თავს... მეზობელი, რომლის ვენახშიც ჩამოიხრჩო კაცმა თავი, იწყევლება, ბრაზობს მიცვალებულზე-"რაღა ჩემს ვენახში , ჩემი კარის უკან, ჩემი ბაწრით ჩამოიხრჩო თავი ამ ოჯახქორმა!", რადგან მან არ იცოდა რა მოელოდა ამ შემთხვევის გამო... -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 01:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი