უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
KAIROS |
Feb 14 2008, 03:06 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ ძალიან საჭირო განყოფილებაში, რომელიც იმ თემას ეხება, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია ქართული ინტერნეტ სივრცეში, აუცილებელია ჩვენი თვალსაზრისით შევხედოთ ამ საკითხს, კერძოდ სადაა საფრთხე ევროპაში თუ აშშ-ში, ზოგადად უცხოეთში, რატომაა ის ფაქტი ასეთი მწავე რეალობა, რომ ჩვენი რჩეული ახალგაზრდობა გაირყვნა? ვერანაირად ვერ ვეთანხმები მათ ვინც ამბობს იმას, რომ ისინი თავიდანვე ასეთები იყვნენ, უბრალოდ უცხოეთში მიეცათ საშუალებაო, არა, არც ასეა... არის აქ თავისი საფრთხეები, თავისი ორმოები, სადაც შეიძლება ამ სრულიად შემთხვევითი ჩავარდეს... ხშირად გარემო დამღუპველია ან ხშირად გარემო განაპირობებს ადამიანში ჩაბუდებული მავნე თვისებათა გაძლიერებას!
ამ საფრთხეებზე მინდა ვისაუბროთ, რა საზოგადოება უცხო საზოგადოება, როგორია ახალგაზრდობა, რაა აქ პრობლემა, და რა არაა, მოკლედ, დავწეროთ ერთგვარი ერთერთი ნაწილი,ას უნდა ერიდოს მორწმუნე ქართველი უცხოეთში... ძალიან მაფიქრებს ეს პრობლემა და ძალიან მტკივნეულია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
Feb 15 2008, 10:58 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მეგობრობა-ნდობაზე რაც დაწერე გენეზის, უმრავლეს შემთხვევაში მასეა, მაგრამ გამონაკლისების არსებობს და გააჩნია იმასაც რა ეროვნებას გულისხმობ. გამოცდილებიდან ვიცი, რომ ეროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგიერთ ზნეობრივ-მორალურ, ჩვენს მიერ მისაღებ-არმისაღები თვალსაზრისით.
მე მყავს ბევრი კაი ნაცნობი სხვა ეროვნებების აქ, მეგობარი რასაც ქვია ორზე შემიძლია ვთქვა და ტყავს რომ გაიძრობენ ჩემთვის სწორედ ისეთები, ჩაშვებაზე ბაასიც კი ზედმეტია,თუმცა მათ შორის გერმანელი არცერთი არაა. ისე, კი მყავდა ერთი გერმანელი ახლობელი, რომელზედაც ნდობა შეიძლებოდა და დახმარებაც შეეძლო, თუ რამე. ისე, ნუ დავხუჭავთ თვალს იმაზეც, რომ აქ ქართველსაც შეიძლება ვერ ენდო, ან ენდო და მწარე გამოცდილებად დაგრჩეს მერე, სხვა თუ არაფერი. ერთი მეგობარი კაცი მყავს, 56 წლისაა, ძველი ლეგიონერი (ფრანგული ლეგიონი), არ ვაზვიადებ და რამდენჯერ ხიფათში ჩაუგდია თავი, რომ მე წამდგომოდა სიტუაციაში,სამაგიეროდ უახლოეს ხალხს, ვიზედაც უფრო მეტი ამაგი მაქვს ვიდრე ამ კაცზე, იმათ იშვიათად ვახსოვვარ,ანუ თითქმის არა, საწყენია რომ ასე უნდა ვიფიქრო,მაგრამ ალბათ აღარ ვჭირდები და მიტომ.მე კი ვლოცავ, რომ ღმერთმა მუდამ ისე კარგად ამყოფოთ, რომ ჩემი დახმარება არ დასჭირდეთ არასოდეს და დაე, ნუ გავახსენდები,მთავარია კარგად იყონ. მოკლედ, განზოგადება დიდი სიფრთხილით ისიც, მხოლოდ ეროვნებებით თუ შეიძლება, ისე კი კერძო შემთხვევებია ძირითადად. პოსტის მორალი: ტენდენცირებული "სუპერ მოქალაქეობა" ანუ ძმასაც გავყიდი "წესრიგის" გამო - ეს არანაირად არ უნდა გავითავისოთ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი