ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
k@the |
Feb 16 2008, 12:44 AM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ თემის გახსნის მიზანი, არის თავი მოვუყაროთ, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ ინფორმაციას.
მინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს ამ საქმეში წვილილი. თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია, თუ სად აღევლინება უახლოეს მომავალში ქართული წირვა-ლოცვა, გავუზიაროთ ერთმანეთს. ბევრი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში ისე, რომ არც კი იცის თუ მის ქალაქში, ან მის მახლობელ ქალაქში ქართულ წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება აქვს. ღმერთს ებარებოდეთ! პ.ს. მადლობა KAIROS-ს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
xornabujeli |
Feb 16 2008, 03:54 AM
პოსტი
#2
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია
ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. თებერლვალ-მარტის ღვთისმსახურებათა განრიგი: თებერვალი 2008 02.02. შაბათი 18:00სთ ლოცვა დაიწყება 1 საათით გვიან! 03.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში, +662); მოწამისა ნეოფიტესი (+303-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (+III); მოწამისა აგნია ქალწულისა (+დაახლ. 304); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ღირსმოწამისა ანასტასი სპარსისა (+VII); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (+1556). 09.02. შაბათი ლოცვა არ ჩატარდება! წირვა ტარდება ქალაქ Frankfurt - ში 10.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა ღირსისა ეფრემ ასურისა (+373-379); ღირსისა პალადი მეუდაბნოისა (+IV); ღირსისა ისააკ ასურისა, ნინევიის ეპისკოპოსისა (+VII). კრება რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა. 14.02. ხუთშაბათი 18:00სთ სადღესასწაულო მწუხრი, ცისკარი 15.02. პარასკევი 09:30სთ სადღესასწაულო წირვა მიგებება (მიქუმა) უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ლამპრობა. 16.02. შაბათი 17:00სთ მწუხრი, ცისკარი 17.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე. შემდგომი დღესასწაული მიგებებისა. ღირსისა ევაგრესი, ციხედიდის მთავარყოფილისა (+VI); ღირსისა ისიდორე პელუსიელისა (+დაახლ. 436-440); მოწამისა იადორისა (+III); მღვდელმოწამისა აბრაამისა, არვილელი ეპისკოპოსისა (+დაახლ. 344-347); ღირსისა ნიკოლოზ აღმსარებელისა, სტუდიელი იღუმენისა (+868). 23.02. შაბათი ლოცვა არ ჩატარდება! წირვა ქალაქ Bonn - ში 24.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა უძღები შვილის კვირიაკე. მღვდელმოწამისა ვლასისა (+დაახლ. 316); მართლისა თეოდორასი, წმიდათა ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელისა (+დაახლ. 867). მარტი 2008 01.03. შაბათი 18:00სთ ლოცვა დაიწყება 1 საათით გვიან! 02.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა ხორციელის კვირიაკე, საშინელი სამსჯავროს ხსენება. ნიკოლოზისა, ყოვლისა საქართველოისა კათალიკოს-პატრიარქისა (+1591); ლეონისა, რომის პაპისა (+461); აღაპიტო აღმსარებელისა, სვინადელი ეპისკოპოსისა (+IV); ფლაბიანე აღმსარებელისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+449-450). 08.03. შაბათი ლოცვა არ ჩატარდება! წირვა ტარდება ქალაქ Frankfurt - ში 09.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა ყველიერის კვირიაკე. მოგონება სამოთხიდან ადამის განდევნისა. მიტევების კვირიაკე. მღვდელმთავრისა ტარასისა, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (+806). 10.03. ორშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი, დასაწყისი დიდმარხვის პირველი შვიდეულისა. 11.03. სამშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი 12.03. ოთხშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი 13.03. ხუთშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი 15.03. შაბათი 17:00სთ მწუხრი, ცისკარი 16.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა დიდმარხვის I კვირიაკე. მართლმადიდებლობის ზეიმი. იოანე (ოქროპირი) IV-სი, ყოვლისა საქართველოჲსა კათოლიკოს-პატრიარქისა (+1001); მოწამეთა: ევტროპისი, კლეონიკესი და ბასილისკოსი (აფხაზეთის კომანში აღსრულებულისა, +დაახლ. 308); ღირსისა პიამა ქალწულისა (+337); წმიდათა ზენონისა და ზოილესი; მღვდელმოწამისა თეოდორიტესი, ანტიოქიელი ხუცისა (+361-3613). 22.03. შაბათი 17:00სთ მწუხრი, ცისკარი 23.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა დიდმარხვის II კვირიაკე. მღვდელმთავრისა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (+დაახლ. 1360); ღირსისა იოანე ხახულელისა, ოქროპირად წოდებულისა (+XI); მოწამისა კოდრატე კორინთელისა და მისთანა ხუთთა მოწამეთა: კვიპრიანესი, დიონისესი, ანეკტოსი, პავლესი და კრისკენტოსი (+III); მოწამეთა: კოდრატე ნიკომიდიელისა, სატორინესი, რუფინესი და სხვათა (+III); ღირსისა ანასტასიასი (+567-568). კრება ყოველთა ღირსთა მამათა კიევის ქვაბთა შინა დავანებულთა. 29.03. შაბათი საღამოს ლოცვა არ ჩატარდება! 30.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა დიდმარხვის III, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე. ღირსმოწამისა გაბრიელ მცირისა (+1802); ღირსისა ალექსი ღმრთისკაცისა (+411); მოწამისა მარინოსი. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი