უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
KAIROS |
Feb 14 2008, 03:06 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ ძალიან საჭირო განყოფილებაში, რომელიც იმ თემას ეხება, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია ქართული ინტერნეტ სივრცეში, აუცილებელია ჩვენი თვალსაზრისით შევხედოთ ამ საკითხს, კერძოდ სადაა საფრთხე ევროპაში თუ აშშ-ში, ზოგადად უცხოეთში, რატომაა ის ფაქტი ასეთი მწავე რეალობა, რომ ჩვენი რჩეული ახალგაზრდობა გაირყვნა? ვერანაირად ვერ ვეთანხმები მათ ვინც ამბობს იმას, რომ ისინი თავიდანვე ასეთები იყვნენ, უბრალოდ უცხოეთში მიეცათ საშუალებაო, არა, არც ასეა... არის აქ თავისი საფრთხეები, თავისი ორმოები, სადაც შეიძლება ამ სრულიად შემთხვევითი ჩავარდეს... ხშირად გარემო დამღუპველია ან ხშირად გარემო განაპირობებს ადამიანში ჩაბუდებული მავნე თვისებათა გაძლიერებას!
ამ საფრთხეებზე მინდა ვისაუბროთ, რა საზოგადოება უცხო საზოგადოება, როგორია ახალგაზრდობა, რაა აქ პრობლემა, და რა არაა, მოკლედ, დავწეროთ ერთგვარი ერთერთი ნაწილი,ას უნდა ერიდოს მორწმუნე ქართველი უცხოეთში... ძალიან მაფიქრებს ეს პრობლემა და ძალიან მტკივნეულია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
Feb 16 2008, 04:13 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
და კიდე... კარადაში ჩემი 54% რომი რომ ნახოს ვინმემ, ჩამიშვებს ეგრევე შენაც გადაასხი მერე ლიმონათის ბოთლში (აი, რა გამოცდილებებსაც გვძენს უცხოეთი ანუ კრეატულნი ვხდებით ქართული გენის მეშვეობით ) მე ვფიქრობ, ვინც ეკლესიური იყო აქ ჩამოსვლამდე, ძნელად რომ აჰყვეს საცდურს, თუმცა გამორიცხული არ არის. მოქმედებს "აქ ვინ მხედავს" პრინციპიც, მაგრამ ვინც მასე ფიქრობს, იმას მაშინ საქართველოში იმიტომ შEუკავებია თავი , რომ სხვას არ დაენახა და გაეჭორა და არა იმის გამო, რის გამოც იკავებს მორწმუნე ადამიანი ამ შემთხვევაში თავს - ისევ არაეკლესიურობამდე მივდივართ. გერმანიიდან კი მე ვისურვებდი არ გადმოგვეღო ამათი ინდიფერენტული დამოკიდებულება სამშობლოზე და მის სიყვარულზე, ნაკლებად აწუხებთ აქ ბევრს (და არა ყველას!) წარმომავლობა, ფესვები, მშობლიური ქალაქი, სოფელი, მტავარია კარგად იყონ და ნოსტალგია იშვიათად თუ შეაწუხებთ, თუნდაც მათი მშობლიური ქალაქის. მშობლებთან დამოკიდებულებაც აქ შეფარდებითია, ძირითადად როგორც არის იმასაც არ ვისურვებდი ჩვენთვის, მაგალითადად დედ-მამასთან და პირიქით ვერ მიდიან წინასწარი შეთანხმების გარეშე. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი