![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
q-e-T-i |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 ![]() |
ნიკო ლორთქიფანიძე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაასრულა. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში, ლეობენის სამთო აკადემიაში. სამშობლოში 1907 წ. დაბრუნდა. გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისის და ქუთაისის სკოლებში, 1928-1940 წლებში - ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-1924 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარეა.
ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს 1902 წლიდან. მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „კოლხიდა“ და სხვ. მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს: „მრისხანე ბატონი“ (1912), „ჟამთა სიავე“ (1920), „რაინდები“ (1924), „ქედუხრელნი“ (1946). მწერალი მცირე ჟანრის ნაწარმოებთა აღიარებული ოსტატია. მისი პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ღრმა ლირიზმით განმსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის. ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წელს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. XXს-ის 20-ისნ წლებში რუსეთსა და მის მიერ ანექსირებლ რესპუბლიკებში, როგორც ცნობილია, მძვინვარებდა არანახული შიმშილი. ეს იყო ეგრედწოდებული "ნეპის" წლები, როცა სიღატაკე ყოველგვარ "დასაშვებ" ზGვარს გადასცდა და ადამიანები შიმშილით იხოცებოდნენ, როცა ქვეყნის ვრცელი ტრამალები ულუკმაპუროდ დახოცილი გვამებით იფინებოდა. ეს სურათი მკაფიოდ ჩანს ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებში "ტრაგედია უგმიროთ", "შEგირდი", "ბედნიერება", "მწერლის ხვედრი", "ბედის ვარსკვლავი". მწერალს ეს თხზულებები ერთ ციკლად ჰქონდა ცაფიქრებული და თავდაპირველად გამოაქვეყნა საერთო სათაურით "გველეშაპის რკალში. ყველა ამ ნაწარმოების დაწერის თარიღად დასახელებული აქვს 1922 წელი. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
![]() ![]() |
მატასი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
ციტატა გული მოკვდა. დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები. მოკვდა უცხოეთში. - ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი. ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა: - შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ. - ბატონებო, გული, გული, სადღაა? გულის მაგიერ ფეფრფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში? კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი: - მე დავაჭკნე! - მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე. სიტყვები არავის გაუგონია. ეს ნოველა მიყვარს ძალიან... ![]() კიდევ "შელოცვა რადიოთი" ესეც კარგია ![]() რაც შეეხება "თავსაფრიან დედაკაცს", მაინტერესებს რას ფიქრობთ, როგორი დედა იყო იგი? "დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო..." ????????? რამდენად მისაბაძი დედა იყო თქვენი აზრით.. -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 01:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი