ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
k@the |
Feb 16 2008, 12:44 AM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ თემის გახსნის მიზანი, არის თავი მოვუყაროთ, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ ინფორმაციას.
მინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს ამ საქმეში წვილილი. თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია, თუ სად აღევლინება უახლოეს მომავალში ქართული წირვა-ლოცვა, გავუზიაროთ ერთმანეთს. ბევრი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში ისე, რომ არც კი იცის თუ მის ქალაქში, ან მის მახლობელ ქალაქში ქართულ წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება აქვს. ღმერთს ებარებოდეთ! პ.ს. მადლობა KAIROS-ს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Feb 18 2008, 02:56 AM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
17.02.2008 Düsseldorf
მართალია ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ვიყავი დიუსელდორფში. მეუფე აბრაამმა დაგვლოცა, პარაკლისსაც დავესწარი. ძალიან ბედნიერი დავბრუნდი სახლში და თქვენთვის რამოდენიმე სურათიც გამოვიყოლე მამა დოსითე კითხულობს ლოცვას. ძალიან თბილი თვალები აქვს ეს კი მგონი ისტორიული სურათია, არც მეგონა ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა. წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მრევლი, შუაში დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი, მის მარჯვნივ მამა დოსითე, ხოლო მის მარცხნივ წითელი შარფით, არის გერმანელი მართლმადიდებელი ადამიანი (სახელი არ მახსოვს, გავიგებ ), საქართველოს დიდი მოყვარული, ბევრ რამეში დაგვეხმარა ქართულ მრევლს. გაახარებს ღმერთი -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი